ninc_lfcმეც ვიცი რომ რთულია. ფაქტიურად ადამიანის გაშიფვრას ცდილობ, ხვდები ხო სად უკაკუნებ? შეიძლება რაც არის იმის ნახევარიც ვერ გაარკვიო(პოტენციალს ვგულისხმობ ვაბშე საიდან სადამდე შეუძლია და ა.შ.), რთულია.

ერთი ჩემი რუკა ვიცი და კიდევ ერთის(ურთიერთობის ამბავში დავტესტე პაწაზე), დანარჩენი რომ დავჯდე ვერ ამოვხსნი, ადამიანსაც უნდა ვიცნობდე ასე თუ ისე.
ეხლა დავუშვათ რომელიმე პლანეტა ავიღოთ. მას რამდენი ფუნქციები აქვს?

მერე სახლში სად მოხვდება? ასპექტებიც ხომ უნდა ინახოს? მაგრამ, მაინც ვერ იტყვი ეს ადამიანი ზუსტად იყენებს ამ პლანეტას, კარგად ან ცუდად, თუ ახლო არ იცნობ.
მე გეუბნევი ჩემი ცოდნიდან და არა პროფესიონალი ასტროლოგისგან.
თუმცა ალბათ გეცოდინება, რომ "პროფესიონალებიც" მაგრად სცოდავენ!

ის რაც არ მომხდარა, ჯერ არსად არ წერია... მოკლედ ძაან რთულია რა სიმართლე თუ გაინტერესებს.
გასართობად მოჟნა, მარტივი რამეების გასარკვევად კარგია ბევრი კითხვის ამოხსნაც შეიძლება, მაგრამ დიდ რამეები გაარკვიო, უკვე ვარაუდებზე გადიხარ, ხოდა ვარაუდების მოსმენა გვინდა ჩვენ?

ზოგი უჯერებს ასტოლოგების ვარაუდებს, რას გაიგებ. მე გირჩევ რეალობას უყურო, ფსიქოლოგია დაიხმარე, რელიგია, და მერე ასტროლოგიუარად არკვიე თუ გინდა. მაგრამ დადებითი ასპექტიც კი შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ ამუშავდეს, ანუ საერთოდ არც ჩაირთოს უფრო სწორად, და აქეთ მოსთხოვოს იძულებით მისი ჩართვა, ჩააგდოს სხვა პლანეტამ ისეთ დღეში თავბედს აწყევლინებს. აი ნაღდად შარშია ის ვინც დარწმუნებით იტყვის ეს ასე მოხდებაო.
სამყარო ესაა დიდი საათის მექანიზმი. შიგნით უამრავი ხრახნები და რგოლები ტრიალებს, ვინ სად მოხვდება, სად გადაისვრის, წინ წაივანს, უკან დააბრუნებს, ადგილზე "გაჰყინავს", რას ჩაურთავს ადამიანი არათუ ვერ ხვდება, წარმოდგენაც კი არ აქვს!
ხო ხვდები რისი თქმაც მინდა, მე რა უნდა გირჩიო, რეალურად, როცა ღმერთის გარდა არავინ არაფერი არ იცის!
ამდენი ხანია ვსწავლობდი, მეთქვი ვიცი და ეგაა... საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვარაუდებზე გავდივარ, ან მერე ხდება ან საერთოდ არ ხდება, ტრიალებენ ეს პლანეტები და ჯერ არცერთს სახლში "მანქანა არ მოუყვანია", ვენდო ეხლა მე ასტროლოგიას?
"მოკლედ ხარ კარგი გოგო? ადვილად წავა შენი საქმე, ხარ ცუდი? 1 მილიონს მოიგებ და ისე დახარჯავ, ბედნიერებას ვერ გაიგებ რა არის... ხო ხვდები რასაც ვგულისხმობ, მარტო ასტროლოგია აქ ვერაფერსაც ვერ გიწყვიტავს, ვერც ურთიერთობაში და ვერ ვერაფერში.
კიდევ უამრავი რამეა, რაც ასტროლოგიას საერთოდ განზე აყენებს, საერთოდ სთიშავს მომენტალურად.
თუმცა მარტივ ამბავში ბაზარი არაა, უბრალოდ შენს ურთიერთობას ვერავინ ვერ გეტყვის ეს ასე იქნება და მორჩაო.
ალბათობა შეიძლება დიდი იყო, მაგრამ ბოლოს შეიძლება საერთოდ არ გამოვიდეს, ისეთები გამიგია, 100ლარიანს რომ ხედავს ადამიანი და ხურდებს უკვე ყურადღებას არ აქცევს, აი მასეა უკვე ასტროლოგია(ასტროლოგები) ზოგ სიტუაციაში, ვერაფერსაც ვერ ხსნის, არის გაბოტილი ვირივით!
პ.ს. საკუთარ თავში უაზროდ დარწმუნებული მარტო ვირია, და თუ ადამიანსაც შეამჩნიეთ,
ჩათვალეთ რომ დიდად არ განსხვავდება მისგან! ვირს კიდევ ყოველთვის სახრე ხვდება, მაგრამ მაინც იგივეს გააკეთებს, ასეა ადამიანიც, რამდენიც გინდა იჭყიტინე რუკაში, მაინც იმ თვისებებს გამოამჟღავნებს რაც აქვს. შეცვლას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, შესაბამისად სამყარო მათ "სახრეს" არ მოსცხებს ან ისე მკაცრად არ მოხვდება, ვიდრე ვირს და გაუგონარს.
ამით, იმის თქმა მინდა, რომ "ყველაფერი" ადამიანის ხელშია, რუკები ვერაფერსაც ვერ შეცვლის.
ჯობია დადებითად განეწყო და მერე იურთიერთო, ვიდრე ნერვოზი გქონდეს, რუკები ატრიალო და ბოლოს ენა გადმოგდებული დარჩე. სულ რომ პროფესიონალმა შეადგინოს, ადამიანი მაინც იმას გააკეთებს რაც თვითონ უნდა.
ხოდა ღიირს ნერვები მოშლა რუკებში ჭყიტინად?

მგონი რომ არა. როცა შEცდომას დაუშვებ და ვერ გაიგებ მერე ჩაიჭყიტინეთ ორივემ, ისე წინასწარ შეიძლება ნიტო ნახოთ, დაპროგრამდეთ, ის ნიტო სიმართლე არც იყოს და ტყუილად იწეწოთ ნერვები.
მე მასე დავკარგე ერთი გოგო(თუმცა არც მთლად მარტო მაგის გამო

) და რავიცი, თუ გინდათ თქვენც გაარკვიეთ, მაგრამ შეცდომის დაშვება უკვე სასწორზე დგება, რუკების ამბავში.
გირჩევ ჯერ გაიცანი, მერე იჭYიტინე...

ერთხელ ერთ გოგოს რუკა გავუკეთე და მერე აღმოვაჩინე, რომ დრო არასწორად იყო მითითებული, შევუსწორე, ხოდა მერე მეუბნევა მე ის რუკა მერჩივნაო, რატოთქო და, იმაზე მიჩვეული ვიყავიო...

ხოდა არავის აღარ ვუკეთებ რუკებს მორჩა!
მადამ ფისუნიასურათზე ბოლოში წერია სახლებზე, პირველი კირჩხიბში, მეორე ლომში...