narkozeliასც, მთვარე, იუპიტერი, დაღმავალი კვანძი და სელენა გყავს ლომში.
გულით იმოქმედე გახდი უფრო თამამი, ღია და ჩამოყალიბებული შენს მიზნებში.
ლიდერი უნდა იყო და ყველაფერი მოგვარდება.
იფიქრე უფრო მეტი შენს თავზე, ვიდრე გარშემომყოფებზე და ქალწულივით სხვისი სურვილების შემსრულებელი ნუ გახდები. პირიქით ეცადე ძალაუფლება ყოველთვის შენს ხელში იყოს.
დაანებე თავის სხვის რჩევებს, გულის თქმას მოუსმინე და გაიღვიძებს შენში ლომი.
შენ გჭირდება ლიდერობა, პოპულარობა, აღიარება, დაფასება და სიყვარული. ამისთვის კი უნდა იმოქმედო გულით და არა გონებით.
მოძებნე შენი თავის, სურვილების დემონსტრირების საუკეთესო გზები და მიუხედავად წინააღმდეგობებისა ყოველთვის მიიღე სასურველი. აქედან მიიღებ უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიებს და გახდები გარშემომყოფების სული და გული.
პ.ს. შეიძლება მთვარე კიბოში იყოს და არა ლომში, მაგრამ იუპიტერი, სელენა და აღმავალი კვანძი ლომში ეს არის ძალიან დიდი პოზიტიური ენერგია.
* * *
ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში-სამხრეთის კვანძი ლომში :
თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც გააჩნია დიდი ნებისყოფა და მიჩვეული ხართ სხვების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის,თქვენთვის დამახასიათებელია ბრძანებლობა და ეგოიზმი.სულიერი ცხოვრება ნაკლებად გაინტერესებთ.თუმცა დაბადებული ხართ მეცენატეთ და მფარველად.გიყვართ ყურადრების ცენტრში მოქცევა-მნიშვნელობა არ აქვს რა გზით.
თქვენთვის ცხოვრებასი აუცილებელია-გახდეთ იდეალისტი,იმუშაოთ ანაზგღაურების მოთხოვნის გარეშე, და ისწავლოთ ადამიანის დაფასება ,მათი სულიერების მიხედვით.უნდა გაითავისოთ რომ თქვენი პარტნიორები-თქვენი მოსამსახურეები არ არიან,მეგობრობას, თავისუფლებას და სიყვარულს თქვენთვის უფრო მნიშვნელობა უნდა ქონდეს,ვიდრე დიდებას და ძალაუფლებას,თუ თქვენ გარემოცვაში ბრძანებლობას განაგრძნობთ,მაშინ ბედს შეუძლია დაგსაჯოთ-წაგართვათ ძალაუფლება,დიდება,ავტორიტეტი და მეორე ხარისხოვნად გაქციოთ,კარგი იქნებოდა თუ ამ დროს უკვე შეძენილი მგობრები მოვიდოდნენ თქვენ დასახმარებლად.
თქვენი მიზნების რეალიზება შესაძლებელია თანამოაზრე-მეგობრების წრეში,როდესაც თქვენ ,თქვენ მდიდარ ინდივიდუალობაზე დაყრდნობით,მომავლის იდეალებისკენ ისწრაფვით.
სელენა ლომში
სელენას ამგვარი მდებარეობის მქონე ადამიანს, გასული ინკარნაციიდან მოჰყვება რაინდული სული, დიდსულოვნება, სიკეთის უშურველად კეთების ნიჭი. იგი შესაძლოა ყოფილიყო გურუ, მასწავლებელი, განმანათლებელი, მხსნელი, წინამძღოლი ან მკურნალი. თუმცა პირველ რიგში იგი იყო საკუთარი შვილების (შთამომავლობისთვის) მაგალითი და ავტორიტეტი. ამიტომ ამ ცხოვრებაში ინდივიდს, რომელიც სელენას მსგავსი კომბინაციით დაიბადა, ეძლევა კარგი სასიცოცხლო ენერგეტიკა, გამძლეობა, ენერგიულობა. დამჯერი და ნიჭიერი შვილები. ზოგადად მას აქვს კარგი ურთიერთობა ბავშვებთან და ადვილად ახერხებს მათთან საერთო ენის გამონახვას. იგი ქარიზმატული და მომხიბვლელი ადამიანია, ხშირად უმართლებს სიყვარულში. მასში ბევრი შემოქმედებითი ენერგიაა, ამიტომ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე ამ ადამიანს მოეთხოვება განავითაროს საკუთარ თავში სახელოვნებო მონაცემები ან სხვებს დაეხმაროს იმ მხრივ, რომ საკუთარი ოპტიმიზმით დამუხტოს. დაანახვოს გზა მიზნისკენ მიმავალი. დაეხმაროს ოცნებების ასრულებაში. ადამიანი, რომელიც სელენას ამგვარი კომბინაციით იბადება, შესაძლოა შესანიშნავი მედიუმი, ასტროლოგი ან ეზოთერიკოსი გახდეს. მის მეხსიერებაში ხშირად არის დალექილი ინფორმაციის სახით წარსული ინკარნაციები ფრაგმენტულად. საჭიროების შემთხვევაში, მეტი სულიერი სიმწიფის ნიადაგზე ინდივიდი შესძლებს მათ გახსენებას და გაცნობიერებას. შესაძლოა იგი მხატვარი, მწერალი ან მსახიობიც გახდეს, რომელიც ფაქტობრივად მთელ თავის "სულსა და გულს" ჩადებს შემოქმედებაში, ამიტომ მისი კარიერა ბრწყინვალე იქნება და იგი დიდი ხნით დაიმკვიდრებს ადგილს ადამიანთა გულებში.
იუპიტერი ლომში:
ხელოვნება, გასართობი შოუ-ინდუსტრია. ორგანიზატორული ნიჭი, ინიციატივა, ხელმძღვანელობა, უშიშარი ხასიათი, სიყვარული, მეგობრობა.
ეს თვისებები დაგეხმარება წარმატების მიღწევაში, ხოლო ამ სფეროებში ყველაზე მარტივად მოვა წარმატება.
ლომის დადებითი თვისებები უნდა გაამძაფრო შენს თავში. გულღია, უშიშარი, ხელგაშლილი, ლიდერი, გარშემომყოფების მფარველი, ოპტიმისტი, თავდაჯერებული.
თუ საათი ზუსტია მაშინ ასც და მთვარეც ლომშია და შეიძლება ითქვას რომ ლომის გავლენა უფრო დიდია ვიდრე ქალწულის. მაგრამ შენი მზე და მერკური ქალწულში ყოველთვის დაატორმუზებს შენს ლომს, ამიტომ გაეცანი ლომის დახასიათებებს და რაც ემთხვევა ის უფრო მეტად წამოწიე წინა პლანზე. ლომის ძალა და ბედნიერება სპონტანურობაა, თვითგამოხატვა, ინდივიდუალიზმი და სიამაყე, ქალწული კი ძალიან კრიტიკულია, რეალისტი, უბრალო, მეწვრილმანე რაც ხელს უშლის შენს ლომურ მხარეს თავი იგრძნოს მეფედ, ჰქონდეს ბევრი დღესასწაული ყოველდღიურობაში.
ქალწულის და ლომის ერთობა ძალიან კარგია თუ ქალწულის შრომისმოყვარეობით ლომის სიზარმაცეს ჩაანაცვლებ, ქალწულის თვითკრიტიკულობით ლომის ზედმეტ წარმოდგენებს მოთოკავ, შეძლებ უბრალო საქმეები არა სხვას გადააბარო, არამედ თვითონ მოაგვარო. მაგრამ თუ ასეთი სტილით თავს მოწყენილად, შეზღუდულად გრძნობ მაშინ გააღვიძე შენი ლომი.
http://www.astrologi.ge/lomi.html This post has been edited by folkman on 8 Jun 2014, 16:14