Herrოკ!
მზე - ქალწული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეორე მიწიერი ნიშანი. მათ გააჩნიათ მახვილი ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნების უნარი. ისინი იღწვიან სრულყოფილებისაკენ. მუდამ განწყობილნი საქმისთვის. ბუნებით ხელმომჭირნენი, მომთმენები, მეოჯახენი და ყაირათიანები. ამავე დროს ფიცხები. ქალწული იშვიათად ცრუობს და საკუთარ თავს არასოდეს ატყუებს. ის ბუნებით კრიტიკოსია და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეში რაც გულს ტკენს ადამიანებს.
ფიზიკური თავისებურებანი
ტანადი, მოხდენილი, კარგი აღნაგობის. ისინი ღრმა მოხუცებულობამდე ინარჩუნებენ ტანადობას. ნატიფი სახის ნაკვთებით, ოვალური ან მრგვალი სახით. ცხვირი მსხვილი, კეხიანი ანდა სწორი. აქვთ ნაცრისფერი ან მწვანე ღრმად ჩამჯდარი ლამაზი თვალები. პატარა თლილი პირი, ოდნავ გამოწეული ღაწვები. მოძრაობენ მსუბუქად.
ფერები: ცისფერი, იისფერი, ყვითელი წმინდა ელფერით.
ქვები: იაგუნდი, იასპი, აქატი.
ყვავილები: ვირისტერფა, სუმბული, წითელი შროშანი.
ტემპერამენტი: მელანქოლიკები
მთვარე - მშვილდოსანი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დიდი იმპულსურობა, თავშეუკავებლობა, არამდგრადი ნერვული სისტემა. ზედმეტი გულახდილობა, სწორხაზოვნება, მიამიტობა. მოუსვენრობა, ქცევის გაურკვეველი სტილი. მიდრეკილება გადაადგილებისაკენ, მოგზაურობებისაკენ, საცხოვრებელის და სამსახურის შეცვლისაკენ, ფილოსოფიური და რელიგიური პრობლემებისაკენ, კანონმდებლობისა და სამართლისაკენ, იურისპრუდენციის და საგარეო პოლიტიკისაკენ, პედაგოგიკა და კომერცია მეცნიერება და ტექნიკისაკენ, წინასწარმეტყველების და ნათელმხილველური სიზმრებისაკენ. ბუნების და ცხოველების , სპორტის და ფიზკულტურის სიყვარული. ოპტიმიზმი, სულიერება, გულწრფელობა, ფილოლოგიური და ორატორული ნიჭი.
2 დეკანადა- შინაგანი ვნებები, ღვთისმმოშიშობა, მახვილგონიერება. გამომგონებლობა და რაციონალიზმი.
მერკური - სასწორში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერკური სასწორში
ერთ-ერთი თქვენი ყველაზე დადებითი თვისებაა ნახოთ მედლის ორივე მხარე, შეაჯეროთ ისინი ერთმანეთს და კომპრომისს მიაღწიოთ. თქვენ ტაქტიანი, ადვილად მოსაუბრე, ობიექტური და სამართლიანი ხართ. ასევე ადამიანებს შორის ჰარმონიის, მშვიდობის დამყარებას ცდილობთ, გაქვთ დიპლომატიურად საუბრის უნარი. მგრძნობიარე ხართ ესთეტიკურის მიმართ, წარმატებას მიაღწევთ კულტურისა და ხელოვნების სფეროში
ვენერა - ლომი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვენერა ლომში: ნათელი გრძნობები და სურვილები. სურს,მოსწონდეთ. სიყვარულისა და თაყვანისცემის წყურვილი. გრძნობების თეატრალური გამოვლინება. სილამაზესა და ჰარმონიაზე საკუთარი შეხედულებების ექსპანსიური გამოხატვა. მიდრეკილება შემოქმედებისა და დღესასწაულებისადმი.
საუკეთესო შემთხვევაში: ხელგაშლილობა,სიყვარულისა და ჰარმონიის უნარი და ამ თვისებათა გადაცემა შვილებზე.
უარეს შემთხვევაში: ეგოიზმი,ქედმაღლობა,მედიდურება.
Павел Глоба. Планеты в знаках Зодиака
ვენერა ლომში მზეს სტუმრობს,ამიტომ ძალზედ მკაფიოდ გამოვლენილ და თვალშისაცემ გრძნობებს იძლევა,რომელიც საჯაროდ არის გამოფენილი(განსაკუთრებით ბოროტი ვენერას შემთხვევაში). თქვენ ალბათ ყოველთვის მძაფრად გამოხატავთ საკუთარ გრძნობებს. მარტივად გეტყობათ,ვინ გესიმპათიურებათ და ვინ არა. ცხადია,გამოხატვის ფორმები დამოკიდებულია უკვე თქვენს აღზრდაზე.
გიყვართ თაყვანისმცემლების საზოგადოებაში ყოფნა. გეჩვენებათ,რომ მთელი სამყარო თქვენი გრძნობების გარშემო უნდა ტრიალებდეს. საკუთრ გრძნობებში დარწმუნებული ხართ,გრძნობა_თქვენი არსებობის მთავარი არსია,გულია! ხანდახან თქვენთვის დამახასიათებელია ემოციებით თამაში. არ არის გამორიცხული, მიდრეკილი იყოთ დრამატიზებისკენ და ხშირად არ გყოფნიდეთ ზომიერების გრძნობა. სასიყვარულო ცხოვრებაში დაცემები განპირობებულია გადაღლით,გრძნობების და ემოციების გადახარჯვით. თუმცა აღდგენაც საკმაოდ სწრაფად შეგიძლიათ.
სავარაუდოდ,თქვენ ძალზედ ეჭვიანი ადამიანი ხართ და ვერ იტანთ მეტოქეებს,მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაშიც კი. საკუთარი უნიკალურობის მძაფრი შეგრძნება გაქვთ და ძალიან გიჭირთ იმის ატანა,რომ ვინმე შეიძლება თქვენი თანასწორი იყოს. ეს თვისება განსაკუთრებით დამახასიათებელია ქალებისთვის. ამასთან ვენერიელი ლომები ყველა გრძნობას თავიანთ "მე"ში ატარებენ და საყვარელ ადამიანს საკუთარი შინაგანი სამყაროს განუყოფელ ნაწილად თვლიან,რაც გარეგნულად მესაკუთრული დამოკიდებულებით ვლინდება. თუმცა ხშირად ვენერა ლომში ილუზიების მსხვერპლია,რადგან არ ჰყოფნის ინტუიცია,ორიენტირდეს პარტნიორის შინაგან სამყაროზე და რეალურად აღიქვას,რას განიცდის მისი მეწყვილე. ბოროტი ვენერას შემთხვევაში,შესაძლოა გქონდეთ რთულად დასაკმაყოფილებელი მაღალი ეროტიული მოთხოვნები.
ჩვეულებრივ,მოგწონთ ამტანი და მაღალენერგიული ადამიანები. სიყვარულში გახასიათებთ პარტნიორის მფარველობა,"ზედა პოზიციიდან" ყურება. მამაკაცებს ახასიათებთ ქალის უკიდურესად შემოქმედებითი ხედვა და ცდილობენ ამ ხედვის შესაბამისად ჩამოაყალიბონ საყვარელი ქალი,როგორღაც "გამოძერწონ". მათ ერთმნიშვნელოვნად ნათელი განზრახვები ამოძრავებთ შეცვალონ,გადააკეთონ ქალი საკუთარი სურვილისამებრ,ამიტომ ასეთი მამაკაცები ხშირად ქორწინდებიან ინტელექტუალურად,განვითარებით,სოციალურად და ა.შ. დაბალ საფეხურზე მდგომ ან ასაკით ბევრად უმცროსს ქალზე. მამაკაცი,ვენერით ლომში,ქალს უყურებს,როგორც საკუთარ შემოქმედებით საწყისს. მიუხედავად იმისა,რომ ქალებსაც აღენიშნებათ მსგავსი დამოკიდებულება საყვარელი მამაკაცისადმი,პარტნიორის გადაკეთების სურვილი მათში არ ვლინდება.
თქვენ უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებთ უყურადღებობაზე. გირჩევნიათ სძულდეთ,ვიდრე ვინმესთვის სულ ერთი იყოთ. ხშირად ხელმძღვანელობთ პრინციპით: "თუ არ გჭირდები,არც მე მჭირდები!" გამოვლენილ უყურადღებობას საკმაოდ დიდხანს იმახსოვრებთ,რადგან ნეგატიურ საკითხებზე ძალიან კარგი მახსოვრობა გაქვთ.
რადგანაც სიყვარული თქვენთვის ხელოვნებაა,ამ სფეროში უხვად იქნება თამაშის ელემენტები თქვენი მხრიდან. თქვენ ალბათ გიყვართ ბავშვები,რადგან მათთან ურთიერთობაც თამაშია,თუმცა ყოველთვის გარკვეული დისტანცია გიჭირავთ მათთან. როგორც წესი,თქვენგან კარგი აღმზრდელი არ გამოდის. პირველ რიგში იმიტომ,რომ არ გყოფნით ინტუიცია სხვათა შინაგან სამყაროს ჩაწვდეთ. მეორეც,არის საკითხები,რომელსაც ყურადღების ღირსად არ თვლით. მაგალითად,ასეთი ოჯახის მამა შეიძლება შედიოდეს ბავშვების ოთახში,მათთან თამაშობდეს და ბავშვებს ის ძალიან ეყვარებათ,თუმცა უპირატესობას ანიჭებს იშვიათად, "მეფურად" გამოეცხადოს ხოლმე შვილებს და არა ყოველდღიურ,ყოფით კონტაქტში იყოს მათთან.
ვენერა ლომში იძლევა შემოქმედებითი დასვენებისადმი მიდრეკილებას. თქვენთვის დასვენება არ გულისხმობს კომფორტულ უსაქმურობას, ეს შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებაა. თუ თქვენ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას ახერხებთ და საშუალება გაქვთ,აქტიურად აკეთოთ ის,რაც მოგესურვებათ, საუკეთესო დასვენების ფორმა და სრული კომფორტიც თქვენთვის სწორედ ესაა. ჰარმონიის ესთეტური სისტემაც ხელოვნების გავლით გიყალიბდებათ.
Авессалом Подводный. Планеты в знаках Зодиака
ვენერა ლომში უმაღლეს ოქტავაში იძლევა დიად მსახიობებს,მხატვრებსა და მწერლებს; ხშირად პუბლიცისტური ელფერით,რომელიც ზემოქმედებს რა სოციუმზე, სულიერად იზრდება. აქ რეალიზდება ჭეშმარიტი ხელოვნების შთაგონებითი ძალა:ნახავს რა სპექტაკლს ან წაიკითხავს წიგნს,სუბიექტი არამხოლოდ ძლიერ იმპულსს იღებს,წინანდელზე უკეთ იმუშაოს,არამედ შეიგრძნობს ღვთაებრივ შერწყმას ახლადაღმოჩენილ სამყაროსთან. პუბლიკაზე ზემოქმედებაც უკეთესად შეუძლია,ვიდრე ვენერიელ ვერძებს.
საშულოდ განვითარებული პლანეტა მფლობელს დახვეწილი მანერებითა და ესთეტიზმით აჯილდოებს. არიან ხელოვნების მცოდნენი და დამფასებელნი, ფილანტროპები ხელოვნების სფეროდან. ეს ადამიანი ძალზედ სასიამოვნო სანახავია:ლამაზად საუბრობს,მოძრაობს. უნარი აქვს,მომგებიანად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. თუმცა ასეთმა აქტიურმა თვითპიარმა შესაძლოა დაახლოების შემდეგ სხვათა გაღიზიანება გამოიწვიოს,რადგან ამ ფასადის მიღმა პასიურობა იმალება. თუ ვენერა კარგად ავლენს თავის თავს,საპირისპირო სქესთან წარმატება გარანტირებულია,გარდა დაზიანების შემთხვევისა,როდესაც წარმატება ასევე გარანტირებულია,მაგრამ მცირე მასშტაბებში და მოკლევადიანი ურთიერთობებით გამოიხატება. დაზიანების შემთხვევაში,პიროვნებას უჩნდება მიდრეკილება ჭირვეული მოდისადმი; ახასიათებს ბაქიაობა, თავმოწონება,სნობიზმი.
С. В. Шестопалов. Справочник по астропсихологии
ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში,ეს კეთილი,გულითადი,მომხიბლავი და სიცოცხლისმოყვარე ადამიანია. გულწრფელი და ერთგული გრძნობები აქვს,თუმცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობით. უყვარს ხელოვნება. კარგი გემოვნება აქვს. ისწრაფვის ლამაზად,მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს. ბევრი მეგობარი ჰყავს; უყვარს საზოგადოება,გართობა,თამაშები. ძალზედ არტისტულია.
ვენერას დაზიანება იწვევს უსაქმურობას,ქარაფშუტობას,პატივმოყვარეობას,თვითრეკლამირებას,მფლანგველობას. უყვარს როდესაც ეპირფერებიან. მოსწონს სკანდალები და დემონსტრაციულობა. ირჩევს თვალშისაცემ,ზიზილ-პიპილოებით მორთული ტანსაცმელს. გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს გარეგან ბრწყინვალებას,"თვალში ნაცრის შეყრას". ეჭვიანია და ბუტია. ხშირად განსჯის და ადანაშაულებს სხვებს. ასევე ახასიათებს ელიტარობა და მანერულობა.
Фрэнсис Сакоян. Планеты в знаках Зодиака
ვენერა ლომში ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარულის უნარით არის დაჯილდოებული,თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ,რომ გრძნობების გამოვლინება რამდენადმე გადაჭარბებულია. ასევე ძალიან ეჭვიანია და შესაძლოა,ანგარებიან "სიყვარულზეც" წავიდეს. შეყვარებულია ყველაფერ მშვენიერზე. სწორად მსჯელობს ხელოვნებაზე. მაღალ სოციალურ სტატუსს ესწრაფვის. დაჯილდოებულია დრამატული ნიჭით,მათ შორის ბევრი მსახიობია. აფასებს ხელოვნებას,ფერწერას. კეთილია და ალერსიანი, უყვარს ბავშვები. ხშირად ადრე ქორწინდება,ქორწინება ბედნიერებას უქადის.
სიყვარულში გულითადობით და მადლიერებით ხასიათდება,პარტნიორისგან ვერ იტანს მეწვრილმანეობას და სიძუნწეს. მას ნამდვილი ზღაპრული გმირი სჭირდება: პრინცი ან პრინცესა,რადგან ძლიერ მოთხოვნილებას განიცდის,ეთაყვანებოდეს და აღმერთებდეს საყვარელ ადამიანს. ისეთი მეორე ნახევარი სჭირდება,ვისაც აღტაცებაში მოჰყავს და შეუძლია,მისით იამაყოს. უბოძებს რა ვინმეს თავის გულს,მისი ერთგულია. ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სიყვარულის,გაღმერთებისა და ყურადღების გარეშე. კატეგორიულად ვერ იტანს უყურადღებობას. მოსწონს,როდესაც ეპირფერებიან,თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებენ. გიჟდება პირად ურთიერთობაში თეატრალური და დრამატული მოვლენების განვითარებაზე. რომანტიული ჟესტები და გრძნობების ექსტრავაგანტული გამოვლინება მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
შესაძლო დაავადებები:გულის სპაზმები,გულის წასვლა,ტკივილები წელის არეში.
Индубала. Планеты в знаках. (Индийская традиция)
ვინაიდან ეს ნიშანი მტრულია ვენერისადმი,ასეთი განლაგება მიუთითებს მოშვებულობასა და სიამაყეზე. ეს საჯარო,არტისტული ხალხია,ვისაც კონტაქტები და გართობა უყვარს,ცნობილ ადამიანებთან მეგობრობა. რომანტიული ბუნება აქვთ. მიდრეკილნი არიან იდეალიზმისკენ,თუმცა სრულიად არ აქვთ პრაქტიკული ჟილკა. ასტროლოგიური ტექსტები გვამცნობენ "მომხიბლავ პარტნიორზე ქორწინებაში,ქორწინებიდან შემოსულ ფულსა და მცირე ოდენობის ბავშვებზე".
Het Monster. Планеты в знаках Зодиака
ამაღლებული და რომანტიული ნატურა. უყვარს,როდესაც მისით აღფრთოვანდებიან. თეატრალურად იქცევა. ბევრი მსახიობია,სახვითი და სკულპტურული უნარები. არჩეულ პარტნიორს ერთგულობს,ამაყობს და ტრაბახობს მისით. თუ უყურადღებობას გრძნობს,ძალზედ ეჭვიანი და მესაკუთრე ხდება. ნაადრევი ქორწინება.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში თვითაღფრთოვანება,სნობიზმი,სექსუალური ჟინიანობა.
Семира и В. Веташ.
მდიდარი გრძნობითი სამყარო. ძლიერი შინაგანი შარმი. დარწმუნებულია საკუთრ ღირსებებში. ეძებს პროტექციას ან თავად არის სხვების მფარველი.
Катрин Обье. Астрологический словарь
ღირსება და დამსახურება. უპირობოდ მოითხოვს სიყვარულს. მას სწამს,რომ ჭეშმარიტი სიყვარული უსუსურ გარეზემოქმედებაზე ძლიერი უნდა იყოს და ყოველგვარ წინააღდეგობას გაუძლოს. ის ძალიან ხელგაშლილია საყვარელი ადამიანის მიმართ,მაგრამ აუცილებლად მოითხოვს მადლიერებას ამ თვისებისათვის. განსაკუთრებული გრძნობათა წყობა აქვს:მას არ შეუძლია დიდხანს უყვარდეს ის,ვინც/რაც მასში აღფრთოვანებას არ იწვევს. ხოლო უყვარს და აღტაცებულია ისეთი ადამიანით,ვინც მას აკვირვებს თავისი ქცევებით,მორალით,მენტალიტეტით... თავად გაფიქრებაც კი,რომ მისი გრძნობები შეიძლება უარყონ,მტკივნეულად ურტყამს მის თავმოყვარეობას.
რას არ მოიმოქმედებს ვენერა ლომში,რომ საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. უყვართ დრამატიზმი,თამაში,მკვეთრად გამოხატული გრძნობები. მათთვის მნიშნველოვანია,თვალსაჩინოდ გამოისახოს მათი გრძნობითი სამყარო, ილაპარაკონ საკუთარ განცდებზე ისე,რომ ეს იქცეს ლიტერატურულ თუ მუსიკალურ ნაწარმოებად. შეიძლება მხოლოდ შეგშურდეთ იმ ცეცხლის ალის,რომელიც შეყვარებული ვენერა ლომის გულში ინთება. თუმცა არ ღირს,ამ ცეცხლის ობიექტი ზედმეტად გათამამდეს,რადგან შესაძლოა ეს მორიგი სპექტაკლი იყოს და მართალია,მისი გულისთვის თამაშდება,მაგრამ სრულიად სხვა მიზანს ემსახურება. მიზანი კი არის "მე"ს გამოხატვა ასეთ დრამატულ და ლამაზ ფორმებში. მათ საერთოდ არ უჭირთ აუდიტორიის წინაშე წარდგომა და მგზნებარე პიროვნული ხიბლით სხვათა მოჯადოება. გულუხვად ასხივებენ სიყვარულს და მართალია,ფლირტი და პუბლიკაზე თამაში ძალიან უყვართ,მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდათ,თავიანთ რჩეულს ბოლომდე ერთგულობენ. მათ,ისე როგორც არავის,შეუძლიათ შეიყვარონ ერთხელ და სამუდამოდ. თუმცა იმისათვის,რომ ვინმე ასეთი სიყვარულით დააჯილდოონ,აუცილებლად უნდა იგრძნონ საკუთარი სიყვარულის,სილამაზის,მომხიბვლელობის,ნიჭიერების ძალის გავლენა რჩეულზე.
ნეგატიურ ვარიანტში პიროვნებას უვითარდება პატივმოყვარეობა,ეგოიზმი და უსაქმურობა,რაც ეფუძვნება საკუთარი მნიშვნელობის,საჭიროების,ნიჭიერებისა და განუმეორებლობის შეგრძნებას. მართლაც,ასეთი ადამიანი დაჯილდოებულია საკმაოდ მრავალმხრივი ტალანტებით ხელოვნების სფეროში და მისი ამოცანა არა საკუთარი თავის კვარცხლბეკზე აყვნა,არამედ სხვათა შთაგონებაა_მან თავისი ცეცხლი უნდა უწილადოს ყველას,გულწრფელად და უანგაროდ. თუმცა მისმა ახლობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ მისი ერთი თავისებურების შესახებ: ვენერა ლომში იმდენად ვერ იტანს უყურადღებობას,რომ ეს ხშირად ხდება დეპრესიის მიზეზი. კაპრიზულობა,პრეტენზიულობა,ალკოჰოლით გატაცება და "სამყაროზე გაბრაზება" ამის უტყუარი ნიშნებია. მას ჟანგბადივით სჭირდება შექება,რადგან მისი თვითშეფასება პირდაპირ არის დამოკიდებული მისი ღირსებების გარედან აღიარებაზე.
ქ ა ლ ი,ვენერით ლომში,ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია თავის გარემოცვაში,მაგრამ თუ მის სიახლოვეს უფრო ძლიერი ვენერა ჩნდება,ქიშპობას იწყებს. მისთვის აუტანელია ის აზრი,რომ პირველი არ არის. იმდენად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა,სამუშაო პროცესშიც გამოძებნის დროს ფლირტისა და კეკლუცობისთვის. სადაც არ უნდა გამოჩნდეს,მას აუცილებლად შეამჩნევენ. შესანიშანვი გემოვნება აქვს და კარგად იცის,როგორ წარმოაჩინოს თავი. ნებისმიერ გარემოში ნებისმიერი როლის შესრულება შეუძლია,რომელსაც საჭიროდ ჩათვლის მოცემული წუთისთვის,იქნება ეს მორცხვი გოგონა თუ საბედისწერო ქალი. ცხადია,შესაშური პოპულარობა ხშირად აქცევს ჭორების ობიექტად,თუმცა მას უნდა ახსოვდეს,რომ ნამდვილი ძუა,ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს და მიმტევებელი იყოს მათ მიმართ,ვინც მასსავით მომხიბლავი არაა.
მისი ჩაცმულობა საშუალო მაცხოვრებლებს მეტისმეტად გამომწვევად ეჩვენებათ. თუმცა თავად ყოველ აქსესუარს და დეტალს გულდასმით არჩევს და ის,რაც სხვებზე უგემოვნოდ ბრჭყვილებს,მასზე შეუდარებლად ბრწყინავს. უყვარს მყვირალა ფერები,მასიური სამკაულები. მოსწონს ტყავის და ბეწვეულის ტარება. მავანთა აზრით,უსულო და ცივი ძვირფასი ქვები მის გულს ათბობს და თავდაჯერებას ჰმატებს.
ბუნებრივია,ასეთი ბრილიანტის გვერდით ყველა მამაკაცი ვერ იპოვის თავის ადგილს. უამრავი თაყვანისმცემლის მიუხედევად, პირადი ცხოვრება ყოველთვის კარგად ვერ ეწყობა,გადაჭარბებული თავდაჯერებულობისა და ეგოიზმის გამო. შესაძლოა, დიდხანს მოუწიოს ლოდინი ისეთი მამაკაცისა,რომელიც სრულად უზრუნველყოფს მის სამეფო მოთხოვნებს: ყურადღებას, მატერიალურ მდგომარებას,ელიტურ საზოგადოებას,გავლენას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,მძაფრ გრძნობებს. ასევე ესწრაფვის ხელოვნებასთან სიახლოვეს_კინოპრემიერებმა,ახალმა სპექტაკლებმა თუ გამოფენებმა არ უნდა ჩაიაროს მისი ცხოვრების მიღმა,თორემ მისთვის ცხოვრება რუხი და მოსაწყენი გახდება.
მისმა რჩეულმა უნდა უზრუნველყოს რაც შეიძლება მეტი დღესასწაული მის ცხოვრებაში,იქნება ეს მეგობრებთან სტუმრობა თუ ელიტურ სალონებსა და კლუბებში ვიზიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დედოფლური,მაგრამ მუდმივი და ერთგული ძუს ნაცვლად,ის იმ კატას მიიღებს,რომელიც "თავისთვის სეირნობს".
მ ა მ ა კ ა ც ი,ვენერით ლომში,საპირისპირო სქესის ყველაზე ეფექტურ წარმომადგენელს დაადგამს თვალს. მისი ესთეტიზმით აღსავსე მზერა მყისიერად აფიქსირებს ყველაზე ღირსეულ და შთამბეჭდავ ქალს. ქალური სილამაზის დიდი დამფასებელი და მეხოტბე ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებს ინტერესს მშვენიერი სქესის მიმართ. მას მხოლოდ ყოვლისშთანმთქმელი და ვნებიანი სიყვარულის სწამს,ტყუილების გარეშე. ის მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნებაა და ცნობილია თავისი რომანტიული გატაცებებით. იმისათვის,რომ მისი ყურადღება დაიმსახუროთ,უნდა შეგეძლოთ ნებისმიერ სიტუაციაში ამაყად და ღირსეულად გეჭიროთ თავი,გამოიყურებოდეთ ჩინებულად და თავდაჯერებულად. თუმცა მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის რომელიმე მშვენიერი ქალიშვილით არის გატაცებული,თუ მას ვინმე ჭეშმარიტად შეუყვარდა,მისი გრძნობა ღრმა და მარადიულია. სულის სიღრმეში ის უაღრესად მუდმივია(ფიქსირებული კვადრატის ნიშანი),განსაკუთრებით როდესაც მას უქმნიან მძაფრი შემოქმედებითი წვის და დრამატიზმის შეგრძნებას. მისი ხელგაშლილობა კი უსაზღვროა.
ნეგატიურ ვარიანტში ვითარდება უზომო მფლანგველობა ქალებზე,გართობასა და ფუფუნების საგნებზე.
მარსი - ვერძი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მარსი ვერძში
ეს ყველაზე იმპულსური მდებარეობაა მარსის, ასეთი ადამიანების პირველი ინსტიქტი მოქმედებაა. მათთვის დამახასიათებელია უეცარი ფეთქებადობა, თუმცა ეს უცბად გადის. ასეთი ხალხი ზოგადადა არ ცხოვრობს წარსულში და არ იტოვებენ ჯავრს გულში. უსმენენ ინსტიქტებს და მოქმედებენ შესაბამისად, იღებენ სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს. ისისნი არ ჩერდებიან, მუდმივად ცდილობენ იყვნენ მოქმედებაში. სპონტანურობა მათი ერტ-ერთი ფასეულობაა, როგორიცაა მოქმედების სისწორე, ინოვაციურობა და სიმარტივე პრობლემებისა. ამ მდებარეობის ხალხი თითქმის ნაბიჯით წინაა დანარჩენებზე, მოსწონთ ახალი იდეები, გზის გაკაფვა და ახალ-ახალი პროექტები. უყვართ ცვილებები, ურტიერთობები ასეთ ადამიანებთან კარგია, მაგრამ ზნელი იქნება მათი მოხელთება..არ მოსწონთ სხვისი არასწორი ნაბიჯები, მომენტებსი ხასიათდებიან ბავშვური გამოხტომებით. სექსზე წერია, რომ აქვთ უზარმაზარი სურვილები, იზიდავთ სპონტანურობა და შეუზღუდავობა. უყვართ გულწრფელად. ეროგენული ზონა თავი(თმა).უყვართ,როცა თმაზე ეფერებიან
მარსი ვერძში
გიჟური ენერგია, რომლის დაოკება, მართვა და სწორი მიმართულება ძალიან ურთულდებათ ძლიერი ნებისყოფის ადამიანებსაც კი... უნდა იყოს ენერგიული, ძლიერი ადამიანი, რომელიც ცოცხლად და პირდაპირ რეაგირებს ყველანაირ უსამართლობასა და ძალადობაზე, მაგრამ ეს ვერძის ენერგია არაა ულევი: ყოველი აქტივისტური საქმიანობის მერე, ყოველი ენერგეტიკული აფეთქების მერე დგება უმოქმედობის პერიოდი.. და იმის მიუხედავად რომ ასეთი მარსის პიროვნება გამოიყურება როგორც უძლეველი არსება, ის დაუცველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზედიზედ რამოდენიმე წარუმატებლობას შეხვდება ცხოვრებაში, აი მაშინ ის კარგავ თავდაჯერებულობას საკუთარ სიძლიერეში, მაშინ ის წყვეტს თავის აქტიურ ქმედებებს და თრგუნავს ემოციებს, ასევე არაიშვიათია ისტერიკული ნევროზები (არაჰარმონიულ ასპექტების დროს მთვარესა და ვენერასთან)... ასეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი ფეთქებადი ენერგიის მართვა... სასურველია სპორტით დაკავება, სამხედრო კარიერა ან ცეცხლთან დაკავშირებული პროფესია...
მარსი ვერძში ხშირად ერთი ნაბიჯით წინაა სხვებზე, ძალიან ''predictable '' ცხოვრება მათ მოუსვენარს ხდის. ახალ-ახალი იდეების წამოწყებას, ნოვაატორულ მოქმედებებს და ახალ პროექტებს ამ ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს. სიმართლე რომ ვთქვათ ისინი პრობლემებით ტკბებიან მათთან ურთიერთობა მიმზიდველია, მაგრამ ძნელია რომ მათ დაეწიო. ისინი იმპულსურები არიან, მიუხედავად მათი დიდი ფიზიკური ენერგიისა ,მათ შეიძლება ისიც და ენთუზიაზმიც მალე დაკარგონ. მათ ადვილად აღიზიანებთ სხვების არაპირდაპირობა. ისინი სხვებისგანაც პირდაპირობას ელიან. ისინი ადვილად კარგავენ მოთმინებას როცა სხვები მოქმედების გეგმებს ადგენენ და არ ჩქარობენ. მარსი ვერძში ხშირად ბავშვურია, ზოგჯერ სრულიად უხეში და მოუთმენელია , მაგრამ თითქმის ყოველთვის იცი რას მოიმოქმედებს ის შემდგომ. თუ მარსი დაზიანებული არაა, შერგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ზურგს უკან ის არაფერს მოიმოქმედებს.
იუპიტერი - ტყუპები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს მდებარეობა მიუთითებს ინტელექტუალურ ცოდნისმოყვარეობას, მიუხედვადა იმისა გქონდა თუ არა ხელსაყრელი პირობა ფორმალური განათლებისა, შენი გონება ძალიან გახსნილია ახალი იდეებისთვის. შენ სარგებლობ შენი კომუნიკაციის უნარით და მოგზაურობებიდან მიღებული გამოცდილებით. ერკვევი მრავალ საკითხში, მაგრამ არასდროს ახდენ ფოკუსირებას ერთ დიდ განფენილობაში, ერთ სფეროში. (ანუ იცი ცოტ ცოტა ყველაფერზე და არაფერი ღრმად) ამის გამო, შენი ცოდნა ზოგჯერ ზედაპირულია. მაგრამ შენ მაინც ყოველთვის სასურველი ადამიანი ხარ გარემოცვაში. დაუდგრომელი სული შეგიქმნის პრობლემებს, სიმდიდრის დაგროვებასთან დაკავშირებით. შენი ინიციატივა მიმართულია ინტელექტუალური სტატუსისკენ.
სატურნი - მშვილდოსანი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მას საკუთარი რეპუტაცია ძალიან ადარდებს და ქვეცნობიერად ეშინია წარუმატებლობის. სასურველია, რომ წინასწარი დაპირებების გარეშე შეასრულოს ის, რასაც ფიქრობს. უნდა ისწავლოს მოთმინება და გამოიმუშავოს ტაქტის გრძნობა, ასევე უნდა იყოს კანონმორჩილი და თავი დაანებოს საკუთარი კანონების შექმნას.
ურანი - მშვილდოსანი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ხალხი შეიძლება გამოირჩეოდნენ რელიგიაზე, ფილოსოფიასა და აღზრდაზე ახალი შეხედულებებითა და მსოფლმხედველობით.
თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან. უყვართ თავგადასავლები. არ ხიბლავთ ზედმეტი წესრიგი და ზეორგანიზებულობა. დამახასიათებელია სიამაყე და სიმამაცე. როგორც წესი გააჩნიათ უშეცდომო შეხედულებები, ფინანსური კეთილდღეობა ურანს ამ მდებარეობაში ხშირად ინვესტიციების სახით მოაქვს. მოგზაურობის დროს შემთხვევითი სიტუაციები და ახალი ნაცნობები კარგ შანსებს იძლევა. დიდ გამოცდილებას იღებენ უცხო ქვეყნებში.
This post has been edited by progress on 2 Sep 2011, 23:04