Nasusსაკმაოდ ძლიერი პიროვნება უნდა იყო. თუ არ ხარ, გაქვს შანსი გახდე
მაგრამ გარეგნულად არა მგონია ეგეთის შთაბეჭდილებას ტოვებდე. ვინც კარგად გაგიცნობს, ის მიხვდება.
არ გაქვს ასე მარტივად წასაკითხი რუკა.
კარგად გაგიცნობს, ისე ვთქვი..ანუ უფრო კარგად, ვიდრე მთლად უცნობი, თორემ შენი კარგად გაცნობა რთული იქნება.
ყველაზე ძლიერი იუპიტერი გყავს რუკაში. ეს წარმატების პლანეტაა.
ლიდერობა მოგწონს და ხშირად ასწავლი სხვებს ჭკუას.
პოლიტიკის განყოფილებაში გაქვს პოსტები,როგორც შევამჩნიე. შენი იუპიტერის მდებარეობითაც ჩანს, რომ პოლიტიკით შეიძლება დაინტერესდე და მეტიც, ახალი პარტია შექმნა..ან საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა გახდე. წარმატების შანსი დიდია ამ მხრივ იუპიტერის მდებარეობით, მაგრამ სხვა ასპექტები ამცირებდეს შეიძლება და ყველაფერს ახლა ვერ განვიხილავ და ზუსტად ვერ გეტყვი. მე ხომ საერთოდ არ გიცნობ და შეიძლება სასაცილოც იყოს ასეთი მნიშვნელობის მინიჭება პოლიტიკისთვის, თან 19 წლის ხარ. მაგრამ გამოიხატება ალბათ თავის დროზე, ახლა თუ არა.
ძალიან ისწრაფვი მაღალი თანამდებობების დაკავებისკენ. დიდი მიზნები გაქვს, მოკლედ. ამბიციური ხარ.
მატერიალური მდგომარეობაც საკმაოდ კარგი გექნება.
კიდე რა
გაინტერესებს ყველაფერი ამოუცნობი და უხილავი.
ვერასდროს ეგუები უსამართლობას. თუნდაც შენ საერთოდ არ გეხებოდეს.
შეიძლება ყველაზე მეტად ეგ გიშლიდეს ნერვებს.
//
+ მოგზაურობა გეყვარება და შეიძლება ძალიან ხშირად მოგიწიოს უცხო ქვეყნებში ყოფნა.
პოლიტიკაზე იმას დავამატებ, რომ შენი რუკიდან გამომდინარე, შეიძლება პოლიტიკაში არც წახვიდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, გექნება სურვილი, ავტორიტეტული პიროვნება იყო. პოლიტიკა ერთ-ერთი გზაა უბრალოდ..ისეთი რაღაცები გიწერია, მგონი გამოგივა კიდეც.
რა თქმა უნდა, როცა ასეთი მიზნები გაქვს, მარტივი არაფერია...ბევრი შრომაც მოგიწევს.
* * *
stephanoziკაი 1. მაგის უარყოფის დროსაც კი შენს თავზე ლაპარაკობ
ასტრო რუკაში ჩანს პლანეტების მდებარეობა ნიშნებში შენი დაბადების მომენტში. მზე არის ზოდიაქო..
მზე იყო ვერძში..
მერკურიც ვერძში იყო 1991 წლის 29 აპრილს. ხოდა ასე.
მერკური ვერძის განმარტებაში ბევრ შენთვის დამახასიათებელ თვისებას ამოიკითხავ
This post has been edited by ninc_lfc on 22 Aug 2014, 21:38