Onyx′მზე– მთვარის ტრინი გაქვს
ვენერა–მერკურის სექსტილი
მზის შეერთება ურანთან, ნეპტუნთან
ვენერას– იუპიტერთან
იუპიტერის სექსტილი მერკურისთან
მარსის კვადრატურა ვენერასთან.
+ მარსი რეტროგრადულია.
რეტროგრადული მარსით დავიწყოთ ქალწულში, მე–9 სახლში.
ენერგიის სწორად გამოყენება გიჭირს, სავარაუდოდ. შენი მთავარი ამოცანაც ეგაა. თუ ვერ გააკონტროლებ, შეიძლება შენი თავის წინააღმდეგ მიმართო უნებურდ, ან აგრესიულად გამოავლინო და ა.შ. არაადეკვატური რეაქციები გქონდეს..
არ ვიცი, რამდენად "გადაწონის" ამას და ვენერა–მარსის კვადრატურას მთვარე კურო ან ვენერა მშვილდოსანი. საერთოდ , გიჭირს გრძნობების გამოხატვა? თუ კი, შეიძლება აგრესიით გამოხატავდე..მთვარე კუროს დადებით გამოვლინებას აჯობებდა რეტროგრადული მარსის კვადრატურა ვენერასთან? ჰმ. სხვა ასპექტების განმარტებისას გამოჩნდება .. გააკეთე ამაზე კომენტარი.. მე ვფიქრობ, მაინც შეგექმნება რაღაც პრობლემები ურთიერთობისას, როცა გრძნობების გამოხატვაა საჭირო. ემოციური იქნები, ძაან ვნებიანიც. საერთოდ მაგ მხრივ ძალიან მომხიბვლელი, სექსუალური. საპირისპირო სქესსაც იზიდავ. მაგრამ უხეშობა, სიცივე, ზედაპირულობა – შეიძლება ამ თვისებებით გამოხატო თავი და გული ატკინო იმას, ვისაც უყვარხარ. ფრთხილად იყავი.
––
სიფრთხილე არ გაკლია ისე.
+ არ აქვს მნიშვნელობა, ათეისტი ხარ, მორწმუნე თუ აგნოსტიკი, პატივი უნდა სცე სხვების შეხედულებებს და რწმენას, ნებისმიერ შემთხვევაში და განსაკუთრებით მაინც რელიგიასთან დაკავშირებით.
–––
მზე–მთვარის ტრინი ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, გაწონასწორებული იქნები..გახდები თუ არ ხარ.
საპირისპირო სქესს ამითაც იზიდავ. შეიძლება მოიხიბლონ შენი თავდაჯერებულობით და მიზანდასახულობით.
უმეტესად, იცი, რა გინდა. ძალიან პრაქტიკული ხარ.
მერწყული მერკური მე–3 სახლში, სექსტილით ვენერასთან – მინახავს ისეთი ასპექტიც, ქართულად რომ აქვთ განმარტება ნათარგმნი : "ხალხში გამოუსვლელი"

შენ ამის საპირისპირო ხარ

გიადვილდება ადამიანებთან ურთიერთობა.
შეიძლება ისიც გიწყობს ხელს, რომ კარგი იუმორის გრძნობა გაქვს.
––
მზის შეერთებები.
ოჰო..მზე და ურანი.
ჩემი აზრით, არც დადებითი ქვია ამ ასპექტს, არც უარყოფითი. გააჩნია, როგორ გამოიყენებ.
დადებითი ის აქვს, რომ ძალიან ნიჭიერი იქნები. მაგრამ ასეთი სიტუაცია წარმოიდგინე, 2 ძალიან ჭკვიანი მეცნიერი მუშაობს 1 პროექტზე, მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები არიან ასდფ დარგში. მაგრამ ვერ იტანენ ერთმანეთს, საუბარიც კი არ შეუძლიათ ნორმალურად. მუდამ დაძაბულობას გრძნობენ (შენი გაწონასწორებულობაც წაიღოს შეიძლება ამ ასპექტმა).. ხოდა რა გამოვა აქედან, თუ ერთმანეთს ვერ გაუგეს და საერთო ენის გამონახვაზე არ იზრუნეს? ჩავარდება პროექტი. საწინააღმდეგო შემთხვევაში ექნებათ რაღაც სასწაულად მაგარი შედეგი. გენიალური პროექტი გამოუვათ. ასევე ხარ შენ მზე–ურანის გადამკიდე. ან გაგანადგურებს, წახვალ გარყვნილების, გაუაზრებელი ქმედებების, უაზრო დაუმორჩილებლობის და ნელ–ნელა დაჩლუნგებისკენ ან კიდევ იქნები ჭკვიანი, მიზანსწრაფული, ტაქტიანი, ნამდვილი მზე თხის რქა, მთვარე კურო

– და დიდ წარმატებებსაც მიაღწევ.
იმუშავე შენს თავზე.
––
ალბათ ხელოვნებაზე გიჟდები, განსაკუთრებით მუსიკაზე.
––
ვენერა იუპიტერის შეერთება იმდენად კარგი ასპექტი გაქვს, შეიძლება ზედმეტად გაგათამამოს და გაგაზარმაცოს კიდეც.
ხშირად დაუმსახურებლადაც კი შეიძლება გაგიმართლოს და ამიტომ.
ამქვეყნიური სიამოვნებებით ტკბობაც როგორ გიყვარს.. ყველაფერს არ ჩამოვთვლი. მაგრამ გაითვალისწინე, რომ მე–9 სახლის მმართველი მე–2 სახლში გყავს და შეიძლება შენზე იფიქრონ, რომ მარტო ფულით ცხოვრობ.
არ ვიცი, რამდენად გამოიხატება ის თვისება შენთან,ზემოთ რომ დავწერე აგრესიაზე და უხეშობაზე. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა.რომ მოქმედებდეს, ვენერა იუპიტერის შეერთება იმდენად ძლიერია, ეგეც გაივლის, ადრე თუ გვიან

. ეს სასიყვარულო ურთიერთობების სფერო შენია მოკლედ
ჰაჰა
–––––––––––––
ეს იყო ასპექტები.
This post has been edited by ninc_lfc on 25 Aug 2014, 15:46