_marishka_ძალიან არა მაგრამ კარმით და ბევრი რამით გავს ჩემს რუკას
მზე სასწორი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სასწორი
ჰაერის მეორე ნიშანი. მათ აქვთ დახვეწილი მხატვრული გემოვნება, ისინი ხშირად დაფრინავენ ღრუბლებში, კარგავენ რეალობის შეგრძნებას. მათ ტანჯავთ დაურწმუნებლობა, ხშირად ირჩევენ მათთვის ყველაზე არასასურველ ვარიანტს. გაურბიან უხეშ კონფლიქტებს. არიან მშვენიერების მოტრფიალენი, სიამოვნების მოყვარულები, ალერსიანები და ენაწყლიანები. არ ჰყოფნით მოთმინება და გამძლეობა, ამიტომ ძნელია მათზე დაყრდნობა.
ფიზიკური თავისებურებანი
მაღლები, კარგი აღნაგობის, ნავარჯიშები სხეული. მოძრავი, გახდარი კიდურები და გრძელი ფეხები. დაქანებული მხრები. წაგრძელებული ფორმის თავი. პატარა, ოვალური ან მრგვალი სახე, ნატიფი პლასტიკური პროფილი. მუქი ფერის, მეტყველი თვალები. ხშირად ლოყაზე ნაჩხვლეტებით. მოძრაობა გრაციოზული. გამოირჩევიან დახვეწილი ქცევებით.
ფერები: ყველა პასტელისფერი და მისი ელფერი.
ქვები: ნეფრიტი, ალმასი, ოპალი.
ყვავილები: ვარდი და ია.
ტემპერამენტი: სანგვინიკები.
მთვარე-ლომი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მთვარე ლომში
მთვარე ლომში წარმოადგენს თავმოყვარეობის და მენტალური სიჯანსაღის დიდ კონცენტრანტს, რომელიც ძნელად თუ იდრიკება ხალხის და ცხოვრების დარტყმებით. მთვარე ლომში ბევრს ჰმატებს წყლის ნიშნებს, ამშვიდებს ჰაერის ნიშნების ქაოტურობას, მაშინ როდესაც მიწის ნიშნებში შეიძლება შეუდრეკელი სიჯიუტე განავითაროს და ცეცხლის ნიშნებში გამოიწვიოს პიროვნების უხეშ და უაპელაციო ადამიანად ქცევა.
ამ მთვარის მქონე ადამიანებისთვის უცნობია არასრულფასოვნების კომპლექსი და ისე იქცევიან მუდამ, თითქოს ყველამ გზა უნდა დაუთმოს მბრძანებლობისთვის, ამიტომაც სუსტი რუქის მქონე ადამიანებისთვის ეს მთვარე მისწრებაა. გასაკვირი ისაა, რომ ხშირად ამ ადამიანებს მართლაც უთმობენ, რადგანაც თანდაყოლილი მეფური თავდაჭერილობა აქვთ
თუ ვიკითხავთ რის გაკეთება შეუძლია ლომს ყველაზე კარგად-პასუხი მბრძანებლობა და ხელმძღვანელობა იქნება. მაშინც კი როცა მხოლოდ მთვარეა ლომში, პიროვნება არ ისვენებს მანამ, სანამ ხელმძღვანელ პოზიციას არ მიაღწევს. ყოველთვის მხედველობაში მისაღებია პირადი რუქა, რადგანაც მთვარე ლომს ძალუძს ადამიანი გააძლიეროს, გააძლიეროს იმდენად, რომ ადამიანობა დაუკინინოს.
ხელგაშლილი და ფუფუნების მოყვარულია ყველა ასპექტში. საჩუქარს არჩევს პატარას, მაგრამ ძალიან ძვირფასს, უყვარს ოქრო, მისი საუკეთესო თვისებაა შორსმჭვრეტელობა, არ კარგავს დროს წვრილმანებზე, არამედ პრობლემის გულს უმიზნებს, ანუ წუხს მხოლოდ რეალურად რთულ პრობლემაზე და ძირითადად ლოიალური და გულწრფელია.
სიყვარულში არ გამოირჩევა ეჭვიანობით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავის სწორად და კონკურენტად ვერავის მიოაზრებს. ხშირად ირჩევს გარეგნულად ეფექტურ, ინტელექტუალურად განვითარებულ პარტნიორს, ფინანსურადაც თუ ნორმალურადაა ხომ მთლად უკეთესი
მოსწონს ჯენტელმენური დამოკიდებულება, კარის გაღება, სკამი მიწევა და სხვა, რამაც მაგალითად შეიძლება მთვარე ვერძი გააღიზიანოს.
ამ მთვარეს ახასიათებს ზურგის პრობლემები, ტკივილები ,დისკის ამოვარდნა, ხერხემლის გამრუდება და ა.შ. ასაკის მატებასთან ერთად, ყურადღება უნდა მიაქციოს გულ-სისხლძარღვების პრობლემებს.
* * *
გაგრძელება
ლომ მთვარიანი ქალის სახელმწიფო დროშა თავდაჯერებულობაა. ცუდი ისაა, რომ პიედესტალიდან ჩამოსვლას არასდროს აპირებს, მაშინაც კი როცა გარემოებები ობიექტურად ამას ითხოვენ. ფიზიკურად ეს ქალბატონები თანდაყოლილ მეფურ მანერებს ამჟღავნებენ, არიან ქალურები. ხშირად იმაზე მეტად მბრძანებლები არიან, ვიდრე გარეგნულად ჩანს. საჭიროებენ რეალიზებას, დამოუკიდებლობას, მათთვის მიუღებელია საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული მასკილისტური "ადგილის მიჩენა ქალისთვის". ძალიან კარგად გამოსდით ხელმძღვანელობა, როს გამოც მათ ხშირად გადაჭარბებულად მკაცრ და "გამტრაკებელ" ტიპებად აფასებენ. ყურადღების ცენტრში ყოფნა ამ ქალისტვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისეთი დიდი მნიშვნელობის, რომ ამის გამო ხშირად მიზანდასახულად მიდის გარკვეულ მოქმედებებზე, რომ რეფლექტორები მისკენ შემობრუნდნენ. როგორც ქალი, საკმაოდ რეალიზებულია, თავს არ სცნობს სახლში მყოფ დიასახლისად. უყვარს მთელი გულით და ვნებიანად და საკმაოდ ხელგაშლილია გრძნობებში, ისევე როგორც ფინანსებში და საერთოდ ყველაფერში. პლატონური სიყვარული არ შეუძლია. ძალიან ვნებიანია და სჯერა სიყვარულის დიდი ძალის. სახლში ვერ გამოკეტავთ კაცებო, რადგანაც მხიარული, კონტაქტური და დინამიურია. ასე რომ ვისაც არ გიყვართ საზოდაგოება, ღამით გვიან დაბრუნება სახლში, მეგობრებთან ერთად საღამოების გატარება, გაეცალეთ მას!:)
ვერ იტანს არაგულწრფელ და ორგულ ადამიანებს.
როდესაც ხდებიან დედები, გარდა იმისა რომ ყურადღებით უძღვებიან შვილების აღზრდა-განათლებას, უნერგავენ მათ ამბიციურობას, რომ თავისმხრივ მათაც მიაღწიონ მაღალ შედეგებს.
მერკური-სასწორი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერკური სასწორში
ერთ-ერთი თქვენი ყველაზე დადებითი თვისებაა ნახოთ მედლის ორივე მხარე, შეაჯეროთ ისინი ერთმანეთს და კომპრომისს მიაღწიოთ. თქვენ ტაქტიანი, ადვილად მოსაუბრე, ობიექტური და სამართლიანი ხართ. ასევე ადამიანებს შორის ჰარმონიის, მშვიდობის დამყარებას ცდილობთ, გაქვთ დიპლომატიურად საუბრის უნარი. მგრძნობიარე ხართ ესთეტიკურის მიმართ, წარმატებას მიაღწევთ კულტურისა და ხელოვნების სფეროში
ვენერა-სასწორი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვენერა სასწორში: ლტოლვა სილამაზისადმი. მოსწონს ყველაფერი ლამაზი. საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ამჯობინებს. ესთეტიზმი. განიცდის აუცილებლობას ყველაფერი შეადაროს,შეუსაბამოს,შეუფარდოს.
საუკეთესო შემთხვევაში: სილამაზისა და ჰარმონიის შეგრძნება. შინაგანი ზომიერების ზღვარი.
უარეს შემთხვევაში: სიცივე,განურჩევლობა,უპრინციპობა,უმოქმედობა.
Павел Глоба. Планеты в знаках Зодиака
ვენერა მეორედ ხვდება საკუთარ სადგომში,თუმცა ამჯერად ჰაერის სტიქიაში და ქირონთან სტუმრად. ამიტომაც ვენერა სასწორში იძლევა ესთეტურ კრიტერიუმებს სიყვარულში; მიდრეკილებას დახვეწილი,ლამაზი ფორმებისადმი; ჰარმონიისა და წონასწორობის მოთხოვნას გრძნობებში. აქვე ვლინდება მიჯაჭვულობა განსაზღვრულ ფორმაზე-მაგალითად,თქვენ შეიძლება მოგწონდეთ მხოლოდ ქერები.
თუ ვენერა დაზიანებული და ბოროტი არაა,კარგი გემოვნებით გამოირჩევით ფართო სპექტრში,იქნება ეს ხელოვნების სფერო თუ პარტნიორის არჩევის საკითხი. ძლიერი ვენერა განიჭებთ ესთეტიზმის მძაფრ შეგრძნებას,გრძნობების ლამაზად გამოხატვის უნარს,სიკეკლუცეს,მანერულობასაც კი. ესთეტიზმის ფაქტორი სექსუალურ ურთიერთობაშიც ძალზედ მნიშვნელოვანია და არ კარგავს თავის აქტუალობას.
შესაძლოა,ერთდროულად რამდენიმე პარტნიორი გყავდეთ,რაც განპირობებულია თქვენთვის დამახასიათებელი შედარების მოთხოვნილებით. ამასთან თქვენ არამხოლოდ პარტნიორებს ადარებთ ერთმანეთს,არამედ საკუთარ გრძნობებსაც მათ მიმართ. თუმცა აღსანიშნავია,რომ ეტიკეტის დაცვა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს და საქმე კონფლიქტებამდე არ მიდის. ამგვარ "შეჯიბრობითობის პირობებში", თქვენი პარტნიორები,როგორც წესი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და მათი გზები არ იკვეთება. მათ შეხვედრასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებთ,როდესაც დარწმუნებული ხართ,რომ შეძლებთ სიტუაციის მშვიდობიან ვითარებაში შენარჩუნებას და ეს არ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას.
თუ ვენერა სასწორში "ბოროტია" და კოსმოგრამაში ძლიერი მარსია,გამოვლინდება პიჟონობის ტენდენცია,მკვეთრი უარყოფა იმისა,რაც არ გესმით და არც გსურთ,რომ გაიგოთ; აგდებული დამოკიდებულება გარკვეული საკითხებისადმი; "საომარი" ესთეტიზმი აქტიურ ფორმაში.
ვენერა სასწორში ხასიათდება სიყვარულით ნატიფი ხელოვნებისადმი:მუსიკა,პოეზია,განსაკუთრებით მხატვრობა. ესთეტური სისტემის ფორმირებისა და ჰარმონიის შეფასების კრიტერიუმების განხილვისას,აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქირონი,რომელსაც სტუმრობს ვენერა. ქირონის ერთერთი თვისება კი არის სამყაროს უხილავი ფორმების პროეცირება ნივთებში. სწორედ ამ მეთოდით ახდენენ ხელოვნების ნიმუშები ზეგავლენას ჩვენს ცნობიერებაზე. ნამდვილ მხატვარს უნდა შეეძლოს ამ ფორმებისთვის ხორცშესხმა,რის გაფართოებულ საშუალებებსაც იძლევა ვენერა სასწორში. ამიტომ გარესამყაროსთან კონტაქტი,სადაც ნივთებში ასახულია მთელი შინაგანი სილამაზე და მშვენიერება,თქვენზე სასარგებლოდ მოქმედებს. თქვენი ესთეტური კრიტერიუმების ფორმირებისთვის არათუ სასურველი, აუცილებელიც კია ლამაზი,ნატიფი და გაწონასწორებული გარემოცვა.
როგორც ჩანს,თქვენ მიდრეკილი დასვენების ელიტარული და დახვეწილი ფორმებისკენ. მოგწონთ თეატრის,ოპერის,ბალეტის,მუზეუმებისა და გამოფენების მონახულება. რადგანაც ვენერა უკავშირდება ფორმების გარეგნულ გამოხატვას,დაჯილდოებული იქნებით მხატვრული ნიჭით. მუსიკალური და პოეტური ნიჭისთვის,დამატებით აუცილებელია კარგად ასპექტირებული მერკური და ნეპტუნი. მაგრამ ფერწერულ ნიჭს მხოლოდ ვენერა სასწორშიც ჰყოფნის. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენს კოსმოგრამაში სუსტი ნეპტუნია და ბავშვობაში ხატვა არ გამოგდიოდათ,როგორც მინიმუმ,უნდა ერკვეოდეთ და მოგწონდეთ მხატვრობა. ხოლო თუ თქვენს რუქაში ვენერა სასწორთან ერთად კარგად განვითარებული მერკურიც აღმოჩნდა,თითქმის ადრეული ასაკიდანვე აგაღებინებთ ხელში ფუნჯს ან ცარცს და გაიძულებთ შექმნათ ფერწერული შედევრი.
Авессалом Подводный. Планеты в знаках Зодиака
ვენერა სასწორში მფლობელს თავდაჯერებულობას ჰმატებს,განსაკუთრებით ესთეტური შეფასებების გაკეთებისას. სამყაროს შემეცნების დროს ვენერიელი სასწორი თავის ძლიერ შინაგან ჰარმონიის გრძნობაზე ორიენტირდება,რაც უმსუბუქებს ბევრ ხილულ წინააღდეგობას. თუმცა ამავე თვისების გამო ეზღუდება სამყაროს შემეცნების სპექტრი_უჭირს აღიქვას და შეისწავლოს მისი დისჰარმონიული ფრაგმენტები. მისი შინაგანი ჰარმონია შეუფერხებლად ტრანსლირდება გარესამყაროში,რისი წყალობითაც საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს,თუმცა სინამდვილეში შინაგანად საკმაოდ ცივია.
მხოლოდ ძალიან მაღალგანვითარებულ ვენერას სასწორში შეუძლია შეიყვაროს კონკრეტული ადამიანი. დაუმუშავებული ვენერა ადამიანებს ჩვეულებრივ,უსახურ და უფერულ ფიგურებად აღიქვამს ფერადი სამყაროს ფონზე. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში კი,შესაძლოა გამოვლინდეს სამყაროსა და ესთეტიზმის საკმაოდ თავისებური ხედვა_თითქმის ყველაფერი უსახურად ეჩვენებათ,ახასიათებთ ესთეტური სნობიზმი. ეთიკა არ ეთანხმება სოციუმს,რასაც შესაძლოა მოჰყვეს გაბოროტება და უკიდურესი უსამართლობა შეფასებებში.
ვენერას დამუშავება წარმოშობს ორიგინალურ მხატვარს,ენამახვილ კრიტიკოსს,პრობლემების სპონტანურად და ლამაზად გადაჭრის უნარს.
С. В. Шестопалов. Справочник по астропсихологии
ერთერთი საუკეთესო მდებარეობა-ვენერას სადგომი. ჰარმონიულ ასპექტებში სუბიექტი ხდება ძალიან ზომიერი, ალერსიანი,მოსიყვარულე,სასიამოვნო,კონტაქტური, კეთილი და თანამგრძნობი. დაჯილდოებულია კარგი გემოვნებითა და ხელოვნების სიყვარულით. უყვარს ლამაზი ნივთები,ხალასი ფერები,გართობა და ნეტარება. მიილტვის სიმყუდროვისა და კომფორტისაკენ.
დაზიანებული ვენერა ავლენს კაპრიზულობას,გადაჭარბებულ მგრძნობიარობას. მიდრეკილია ძლიერი განცდებისა და დარდის,იმედგაცრუებისკენ. ქარაფშუტა და მფლანგველია. ხშირად უსინდისობით და მერკანტილობითაც ხასიათდება. ექსტრავაგანტული,მყვირალა და გამომწვევი გემოვნება აქვს. იდეალისტ-რომანტიკოსი. კაპრიზული ოცნებებით შორეულ მომავალს ჭვრეტს.
Фрэнсис Сакоян. Планеты в знаках Зодиака
ვენერა სასწორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობა და ქორწინება,მიმზიდველი გარეგნობა ამისათვის კარგ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მათთვის მიუღებელია უხეშობა და უტაქტობა,მკაცრ სოციალურ ქცევის წესებს ემორჩილებიან. ურთიერთობაში ყველაზე მეტად სულიერ სიახლოვეს აფასებენ. იზიდავთ დახვეწილი,დიპლომატიური,დელიკატური ადამიანები. სურთ,რჩეულში ინტელექტუალურ თანამოსაუბრეს, თანასწორ პარტნიორსა და მეგობარს ხედავდნენ. ისინი აფასებენ კარგ მანერებს და არ სიამოვნებთ უხეშ და თავხედ ადამიანებთან ურთიერთობა.
ფული არის საშუალება და არა მიზანი,შეიძინონ ლამაზი ნივთები,ამიტომაც დიდხანს ჯიბეში არ უჩერდებათ. გავლენიანი მეგობრები ჰყავთ. შეუძლიათ ახლობლები სარისკო საქმეებში შეითრიონ. მიდრეკილება ანგარიშიანი ქორწინებისკენ. ვერ იტანენ კამათსა და განხეთქილებას,შეიძლება ავად გახდნენ. ესწრაფვიან აღიარებასა და წარმატებას.
ისინი ტაქტით,თავაზიანობითა და ყურადღებიანობით ხასიათდებიან. ძლიერი სურვილი აქვთ,ასიამოვნონ და გაუგონ საყვარელ ადამიანებს. ბევრს დათმობენ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ერიდებიან ყველაფერ საკამათოს,ემოციურად რთულს. გაურბიან სირთულეების,ეშინიათ,რომ შესაძლოა ვერ მოაგვარონ წარმოქმნილი უთანხმოება და ყოველთვის ცდილობენ მოაგლუვონ მახვილი კუთხეები, ასე ვთქვათ "ხალიჩის ქვეშ შეხვეტონ პრობლემები".
Het Monster. Планеты в знаках Зодиака
შინაური ვენერა ძლევამოსილებით არის დაჯილდოებული. სასიამოვნო გარეგნობას ფლობს და თავადაც ლამაზი ნივთებისკენ მიილტვის: ავტომობილები, სასახლეები, ხელოვნების ნიმუშები,ყვავილები და ა.შ. დიდად დახელოვნებულია ფულის შოვნის საკითხებში. მეგობრობას შეძლებულ ადამიანებთან ამჯობინებს. უყვარს მოგზაურობა. უმრავლეს შემთხვევაში ბედნიერი ქორწინება აქვს.
Индубала. “Индийская традиция”
ბედნიერი ქორწინება. იღბალი წამოწყებებში. ბუნებრივად თანდაყოლილი ნიჭი,გაუგოს სხვა ადამიანებს. ვერ იტანს უხეშობას. მხოლოდ გრძნობები მისთვის საკმარისი არ არის,მას სულიერი სიახლოვე სჭირდება. მუსიკალური და ხელოვნების ნიჭი. გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს,რადგან მძაფრად განიცდიან,ნერვიულობენ და შესაძლოა დაავადდნენ კიდეც.
დაზიანებული პლანეტა იწვევს საკუთარი,სუბიექტური შეხედულებების უქონლობას,რასაც "მაღალ საზოგადოებაში მიღებული" წესები ანაცვლებს. ქალებს,ვენერით სასწორში,სჭირდებათ გულწრფელი სიმპათიები,მათი მამაკაცი უნდა იყოს უაღრესად თავაზიანი და გალანტური.
Семира и В. Веташ.
კარგი ესთეტური გემოვნება. კეთილგანწყობილი და დადებითი დამოკიდებულება მათ მიმართ,ვინც ესიმპათიურებათ. ღრმად ჩახედულია ხელოვნებაში. იტაცებს გართობისა და დროსტარების დახვეწილი მეთოდები.
Катрин Обье. Астрологический словарь
ვენერა სასწორში მოზომილი,დაფიქრებული სიყვარულით ხასიათდება,რომელსაც სურს,იდეალურ მდგომარეობას მიაღწიოს და სრულყოფილი კავშირი შეკრას პარტნიორთან. ეს ისეთი კომპრომისუნარიანი სიყვარულია,რომელსაც ბევრის დათმობა შეუძლია ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. შესაძლოა,თავს ბედნიერადაც კი აჩვენებდეს გარშემომყოფებს,როდესაც რეალურად ასე არ არის. ვერ იტანს მარტოობას. როგორ ძლიერგანვითარებული გრძნობაც არ უნდა ჰქონდეს,არასოდეს სცდება წესებს,კანონებს. მისი ერთგულება ეფუძნება არამხოლოდ საკუთარი შეხედულებებისა და გრძნობების სიღრმეს,არამედ შინაგანი წესიერების შენარჩუნების აუცილებლობას. ძალიან მგრძნობიარეა საყვარელი ადამიანის გარეგნული სილამაზის მიმართ. კრიზისულ ვითარებაში,ცდილობს გაუგოს მოწინააღდეგე მხარეს,რადგან კონფლიქტებს და სკანდალებს გაურბის.
ვენერა სასწორში,კუროსთან ერთად,თავის ყველაზე ჰარმონიულ გამოვლინებაში იმყოფება. დაბადებით დიპლომატი და ესთეტები არიან,ხელოვნების დამფასებელნი და მშვენიერი თანამოსაუბრენი. მათთვის აუცილებელია ჰარმონია ყველგან და ყველაფერში,იქნება ეს ურთიერთობა,ყოველდღიური ყოფა,სამსახური თუ ოჯახი. მთელ თავის ძალებს ხარჯავენ ჰარმონიის დასამყარებლად მათთვის ხელმისაწვდომ სივრცეში. აქვთ მკვეთრად ფორმირებული ფასეულობათა სისტემა,რომელიც იმ სოციალური წრის გავლენით ყალიბდება,სადაც ტრიალებენ. მათ გარემოცვაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე მყისიერად წარმოეშვებათ თავიანთი შეფასება(რეალურად არასაკუთარი,მაგრამ მათთვის ძალზედ ახლობელი და მიღებული ეტალონი). არაჩვეულებრივად მარჯვედ ორიენტირდებიან ადამიანური ურთიერთობების სფეროში,უნარი აქვთ თითქმის ყველა ადამიანს გაუგონ. პირველი შეხედვით ისე ჩანს,თითქოს ძალზედ მარტივად ეთანხმებიან ყველას შეხედულებებს. სინამდვილეში კი ეს პროცესი შეხედულების "მოზომვას" ჰგავს საკუთარ ფასეულობათა სისტემაზე,რომელსაც ან მოირგებს ან არა. მართალია,გარეგნულად ნეტრალურ პოლიტიკას ატარებენ, მაგრამ მაინც მიუსდაგებენ სხვის შეხედულებას რომელიმე საკუთარ ბაზას. ერთი სიტყვით,სასწორების საფირმო აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოებაც კი,ვენერას შემთხვევაშიც აქტუალურია.
მათ უყვართ საზოგადოებრივ დინებაში მოხვედრა,მარტივად უღებენ ალღოს მის სირთულეს, კარგად ორიენტირდებიან და პატივს სცემენ სოციალურ იერარქიას,მოსწონთ პატივსაცემ პერსონებთან ნაცნობობა და ურთიერთობა.
ვენერა სასწორისთვის დამახასიათებელია არისტოკრატულობა,ერთგვარი სიცივე. ნეგატიურ ვარიანტში ეს თვისებები ქედმაღლობითა და სნობიზმით ვლინდება. მომხიბლავი და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანები არიან,კარგი გემოვნებით გამორჩეულნი. ცდილობენ მაღალ საზოგადოებაში გაერიონ. დახვეწილი მანერებისა და გემოვნებით შერჩეული სამოსის წყალობით ხშირად სარგებლობენ ხელოვნებათმცოდნეთა რეპუტაციით. საერთოდ,ძალზედ მგრძნობიარენი არიან გარეგნობის მიმართ,არამხოლოდ ადამინების,არამედ ყოველივე გარემომცველის.
თუმცა მიწიერ საზრუნავთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ვენერა სასწორისთვის არის მეორე ნახევრის ძიება და მასთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება. განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს.
ქ ა ლ ი, ვენერით სასწორში,არასოდეს დარჩება შეუმჩნეველი საზოგადოებაში. ის ლამაზია,მრავალფეროვანი,ჭკვიანი და კონტაქტური. ისე იზიდავს გარშემომყოფთა მზერებს,თავად პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ამისათვის. კარგი პარტნიორული ურთიერთობის ძლიერი მოთხოვნილების გამო,მარტივად ერგება პარტნიორის ემოციურ და ინტელექტუალურ ფონს,ამასთან ისე,რომ საკუთარ ინდივიდუალობას არ კარგავს. საჭირო მომენტში აჩვენებს ვინ არის სიტუაციის ბატონ-პატრონი. თუმცა სანამ ამის აუცილებლობა არ დადგება,დამთმობი და თავაზიანია. მასთან კონტაქტში შესვლა საკმაოდ მარტივია,გულღიად სალმიანია და მამაკაცებს უჭირთ მისი მომხიბვლელობის გავლენისთვის თავის არიდება.
ურთიერთობაში ჰარმონიას ესწრაფვის,ნებისმიერ ფასად. ვირტუოზულად ახერხებს ჩვენს დროში ასე მყიფე და მარტივად მსხვრევადი წონასწორობის შენარჩუნებას. ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სიმარტოვეში. პარტნიორის ემოციური მხარდაჭერის გარეშე ჭკნება. მისი ტანჯვა მხოლოდ სულიერად მონათესავე ადამიანთან შეხვედრის შემდეგ სრულდება.და შეხვდება რა მონათესავე სულს,ის მთელ თავის ძალებს ხარჯავს მასთან ურთიერთობაში. დაუშურებლად უნაწილებს სულის სიმდიდრეს და უნარი აქვს გარეგნულად გააკეთილშობილოს კიდევაც. თუმცა ერთი "მინუსი" მისი რჩეულისთვის-ამასთან ის ასეთივე მომხიბლავი და სასურველი რჩება სხვა მამაკაცებისთვის. ადამიანები მის საზოგადოაბაში თავს საჭიროდ გრძნობენ, მისი მიზიდულობის ძალა ისეთია,რომ ძალიან რთულია მასთან განშორება. თითქოს დაუშრეტელი წყარო აქვს გულისხმიერების,იმდენად ყურადღებიანი სხვათა პრობლემების მიმართ. მაგრამ არ ღირს ცრუიმედოვნება_იმისათვის,რომ მის სამეგობროში მოხვდეთ,თქვენ მოგიწევთ,გაიაროთ მკაცრი გადარჩევის პროცესი. სულაც არ ჩქარობს ყველას მიპატიჟებას. მეტიც,თუ ჩათვალა,რომ ვინმე,საახლობლო წრიდან,მის მკაცრ სტანდარტებს აღარ შეესაბამება,მარტივად და დახვეწილად გაწყვეტს მასთან ურთიერთობას.
მ ა მ ა კ ა ც ი,ვენერით სასწორში,ესთეტია,ყველაფერი მშვენიერის დამფასებელი. მისი რჩეული უნდა იყოს უზადო გემოვნებისა და დახვეწილი მანერების მქონე ქალბატონი,მსუბუქი ურთიერთობაში. სწორედ რჩეულისგან ელოდება ის,რომ მის თვის ასე ნანატრ ჰარმონიას მიაღწევს,რომელსაც უკვე რა ხანია ელოდება. ძალიან უყვარს თავის მეორე ნახევართან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა. სურს მისი საყვარელი ქალი ნამდვილი ბრილიანტი იყოს მთელს გარემოცვაში. თუ მისი რჩეული დროის უმეტესს ნაწილს საკუთარ ინტერესებს უთმობს და არა მათი ურთიერთობის დალაგებას,ეს ფაქტი სულაც არ აღაფრთოვანებს. განსაკუთრებით როდესაც მისი ინტერესები რამდენადმე არატრადიციული და მიუღებელია მის სამეგობრო წრეში. მაგალითად,სერიოსული გატაცება ცხოვრების ჯანსაღი წესით,იოგის სწავლებით. რადგან თავად მას განტვირთვისთვის ყველაზე მეტად ბოჰემური ცხოვრების სტილი იზიდავს_მეგობრების კომპანია,წვეულებები,სალონური საუბრები. მისთვის აუცილებელია,მუდმივად საზოგადოებაში ტრიალებდეს. არ აკლია საწინააღდეგო სქესისგან ყურადღება. მოხერხებულად აწონებს თავს სუსტი სქესის წარმომადგენლებს და ამასთან სრულიად ბუნებრივად გამოიყურება.
მარსი-ტყუპებში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მარსი ტყუპებში
ასეთ ადამიანს ენერგიის ცვალებადობა აქვს, მალე სწყინდება ყველაფერი, გაბრაზებისას იარაღად სიტყვებს იყენებენ და ცდილობენ სხსვებზე ინტელექტუალები გამოჩნდნენ. დებატები მისი საქმეა. არ ერიდება ტყუილს დაჭორაობას. ცდილობს იყოს ნაკითხი და ინფორმაციის მოძიებით დაამარცხოს „მტერი“. მათი ენერგია ძირითადად ნერვულ სისტემებს ეხებათ. ტყუპების ნიშანი მართავს ხელებს. ამიტომ ისინი თავიანთ ენერგიას ხარჯავენ ინსტრუმენტებზე დაკვრით.
მარსი ტყუპებში
ცვალებად , ჰაეროვან ნიშანში მარსი ცოტათი დაბნეული და დეზორიენტირებულია. ამ მარსს მუდამ სჭირდება ტემპის ახალი ცვლილებები, რათა ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდეს. როდესაც საკეთებელი არაფერია ეს მარსი თავს ამოწურულად გრძნობს, მაგრამ თუ არის დიდი რაოდენობით საინტერესო რაღაცეები ეს ადამიანები ელექტროგენერატორებად იქცევიან. სხვებზე მეტად ეს მარსი რეაგირებს მოწყენილობაზე ფიზიკური რეაქციით. გაბრაზებული მარსი ტყუპებში სიტყვებს ''იარაღად'' იყენებს, ის ენამწარე და სარკასტული ხდება.
ფაქტიურად, დებატები ამ ადამიანების სპეციალობაა. რომლებშიც გამარჯვებას ისინი გონებამახვილური არგუმენტებით არწევენ. ზოგადად ისინი ,,ყბედები'' არიან. (ტყუპების გავლენა). ამ მარსის ზოგი წარმომადგენელი საკმაოდ მოუსვენარია. და საერთოდ მათი ნევროზულობა და მოუსვენრობა არის საფუძველი მათი ფიზიკური აღმა და დაღმასვლის. ბევრი მარსი ტყუპებში მიმართავს თავის ენერგიას ხელებში(ტყუპები ხომ ხელებს მართავენ), ეს ადამიანები ხშირად კარგად უკრავენ და უყვართ ვიდეოთამაშებიც. ბევრი გატაცებულია puzzl-ებით და თამაშEბით. ისინი ადვილად ერგებიან ცვლილებებს, ხშირად ეჭიდებიან ერთდროულად რამოდენიმე პროექტს, თუმცა ხანგრძლივი დაინტერესება რაიმეთი მათი სფერო არაა. მათტვის კარგი იქნება თუ ენერგიის გაფანტვას კი არა კონცენტრირებას ისწავლიან. ასეა თუ ისე მარსი ტყუპებში თავისი ზიზღით რუტინისადმი და მრავალმხრივობით, ზოგადად ძალიან დაკავებულ ხალხს მოიცავს.
იუპიტერი-ლომი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იუპიტერი ლომში
ეს მდებარეობა განიჭებს ოპტიმიზმს, თავდაჯერებულობას, სულგრძელობას. გაქვს დიდი ფიზიკური ენერგია და სხეულის ძლიერი აგებულება. მკვეთრად ახდენ შენი სტატუსის დემონსტრირებას და გაფურჩქვნას. ხარ მნიშვნელოვანი აღლუმებზე, საეკლესიო რიტუალებზე და ჩინებული ყველა ცერემონიაზე. შენი ღირსეული მანერები, ქცევები შთააგონებს ნდობას და ქმნის კარგ ლიდერულ თვისებებს. ელი აღიარებას და დაფასებას შენი კეთილგანწყობის სანაცვლოდ. და შესაძლოა ცოტა განაწყენდე თუ ყოველთვის ვერ მიიღებ მას. გაკლია ზომიერება აზარტულ თამაშებში, ბიზნესში, ყველაფერში. შენი თავდაჯერებულობა ძალიან მაღალია.
სატურნი-თხის რქა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სატურნი – თხის რქაში: სასიკეთო განლაგებაა. ამ დროს ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, დისციპლინირებული და ორგანიზებულია, თუმცა ცოტა ასკეტურია. ქვეცნობიერი შიში აქვს, რომ ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალებისთვის თავის გართმევას. სასურველია მეტად კომუნიკაბელური იყოს.
ურანი,ნეპტუნიც თხის რქაშია
პლუტონი მორიელი
სელენა,დაღმავალი კვანძი ლომში
ლილიტი-მშვილდში
პროზეპრინა-მორიელი
აღმავალი კვანძი მერწყულში
მეტს ვეღარ ვწერ..
განყოფილების თემების კატალოგი აქ ნახე..