რამდენიმე წუთში დაგიდებ მოვძებნე ერთ საიტზე სტატია
ისე კი მე გირჩევ რამე მოიძიო რაც გაგიადვილებს კავშირს პირველ ეტაპზე, ჩემთვის ასეთი ქვა იყო ხოლმე, ბავშვობაში ქვებს ვაგროვებდი, სპეციალურადაც კი ვეძებდი ისეთ ქვებს რომლებიც ზუსტად გამომადგებოდა, მაგრამ ეს შენ უკეთ უნდა იცოდე აი როცა დაიწყებ მედიტირებას მიხვდები რაზეც ვსაუბრობ
ასევე მე ძალიან ხშირად ვმედიტირებ ვარსკვლავის პოზაში დაწოლილი. თუმცა მე გირჩევ რომ მედიტაცია დაიწყო მჯდომიარე პოზაში

რადგან ბევრად ადვილია ასეთ პოზაში კონცენტრაცია
უფრო უკეთესი იქნება მედიტაციას თუ დაიწყებთ ჯდომით, ისე მედიტაცია შესაძლოა დგომის დროსაც, სიარულისას და ა.შ. მაგრამ მჯდომარე მდგომარეობაში ფიქრები უფრო არ გვაწუხებს, ასე რომ ასე დაიწყეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ იყოს მშვიდი გარემო, ასეთ შემთვევაში უფრო ადვილია მედიტაცია, შემდეგ, როცა შეეჩვევით შეძლებთ ხმაურიან გარემოშიც მოახდინოთ მედიტირება. ასევე უკეთესი იქნება თუ პროცესის დროს თავისუფალი ტანსაცმელი გეცმევათ, (ანუ არ უნდა შეგაწუხოს).
მედიტაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს პოზას, ძირითადად არსებობს 4 პოზა: სრული ლოტუსის პოზა, ნახევრად ლოტუსის, მეოთხედი ლოტუსის და ბორმული პოზა.
ბირმული პოზა
ნახევრად ლოტუსის პოზა
სრული ლოტუსის პოზა

საჭიროა რომ წელში იყოთ გამართული, კისერიც გასწორებული უნდა გქონდეთ, გაითვალისწინეთ, რომ მედიტაცია ძილის მომგვრელი საშუალება ნამდვილად არაა : )
დაჯდომისას უმჯობესი იქნება თუ რაიმეს დაიფენთ ქვეშ, და ასევე სასურველია თუ პატარა ბალიშსაც მოიშველიებთ და ზედ დაჯდებით უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.
ვიწყებთ სუნთქვაზე დაკვირვებას გონებით.
სუნთქვა აუცილებლად ხდება ცხვირით და არავითარ ემთხვევაში პირით. და ამასთანავე შესუნთქული ჰაერი ფილტვებში კი არ გადაიტანოთ, არამედ მუცელში. (აი ცხვირიდან რომ შეისუნთქავთ ჰაერს, მუცელი უნდა ივსებოდეს თითქოს ამ ჰაერით ) ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას. ყურადღება აუცილებლად გაიფანტება საწყისს ეტაპზე (და მერეც, როცა პრაქტიკა გაღრმავდება, თუმცა ნაკლებად). შეიძლება თავიდან 1 ან 2 ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზე მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია, მაგრამ მალევე გადავალთ ფიქრებში და ყველანაირი ფიქრი მოვა თავში.
სანერვიულო არაფერია, პირიქით, ზუსტად ეს გვასწავლის ყველაფერს (საკუთარი და მილიონობით ადამიანის გამოცდილებიდან ვამბობ). როგოც კი გავიაზრებთ, რომ ყურადღება სუნთქვაზე დაკვირვებიდან შორს წავიდა, ეგრევე დავუბრუნდებით სუნთქვაზე დაკვირვებას. ისევ, შეიძლება 1-2 სუნთქვის ციკლი იყოს ყურადღების ობიექტი და გონება ისევ სადღაც გაიქცევა. და ა.შ. გრძელდება მთელი ციკლი მედიტაციის დამთავრებამდე. შიკანტაზაში სუნთქვა ხდება მუცლით და ყურადღების კონცენტრაცია ხდება მუცლის ამობერვა/ჩაბერვაზე.
საერთოდ მედიტაციის დაყოფა ორ ეტაპად ხდება, ესენია შამათა და ვიპაშიანა.
შამათა ნიშნავს სიტყვასიტყვით კონცენტრაციის გამომუშავების პრაქტიკას. ზემოთ აღნიშნული მედიტაცია კონცენტრაციის გამომუშავების ფორმა უფროა, ანუ შამათა მედიტაციაა. ვიპაშიანა მოდის შამათას შემდეგ და ამ მედიტაციის მიზანია ჭვრეტის (და საბოლოოდ სიბრძნის) ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანური “მე”-ს შეცნობაში გამოიხატება. ვიპაშიანის საშუალებით ადამიანი უშუალოდ აცნობიერებს, რომ “მე” არის უბრალოდ სიტყვა. კონცეფცია და მეტი არაფერი; რომ “მე”-ს უკან არაფერი არ დგას. შიკანტაზაში მედიტაციის დაყოფა ეტაპებად არ ხდება. არამედ, ძენის წარმომადგენლები ამბობენ, შიკანტაზა უკვე მოიცავს შამათასაც.
თუ მედიტაციის დროს ზიხარ და იცი, რომ “აი ახლა ხმა გავიგე”, “აი ახლა სუნთქვას ვაკვირდები”, “აი ახლა ფიქრმა გაიელვა თავში” და ა.შ.,
მაშინ შიკანტაზას არ ასრულებ. ან, თუ ფიქრობ/გრძნობ “აი ახლა ვერაფერს ვერ ვგრძნობ”, არც მაშინ ასრულებ შიკანტაზას. როგორც ვთქვი, ამის გადმოცემა შეუძლებელია. ძენის ოსტატები ამბობენ, რომ ჯობია შიკანტაზა მასწავლებლის ზედამხედველობით მოხდეს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებელი არ არის საჭირო. უბრალოდ თუ დაჯდებით ყოველდღე და არაფერზე იფიქრებთ, ბოლო-ბოლო შეძლებთ ამ მედიტაციას.
იმისთვის, რომ მედიტაცია გამოგივიდეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე გააკეთებთ ამას, ან რამდენი ხნით, მთავარია ყოველ დღე გააკეთოთ, რეგულარულად და ცდა არ დააკლოთ, დასაწყისშივე არ უნდა ელოდოთ რომ მაშინვე ნირვანაში აღმოჩნდებით, შედეგი თანდათანობით მოვა.
მედიტაციის დროს თუ ფიქრები შეგაწუხებენ და კონცენტრაციას ვეღარ ახდენ სუნთქვაზე, შემოუშვი ეს ფიქრი გონებაში, დაარქვი მას რაიმე
სახელი, ვთქვატ ,,სამსახურის გამო წუხილი” ან ნებისმიერი სხვა რამ და უმალვე ყურადღება სუნთქვაზე გადაიტანეთ. მედიტაცია ეს ის პროცესია, რომლის დროსაც გონება თითქოს გამორთულივით უნდა იყოს,
არ უნდა იფიქროთ არაფერზე. ტვინი, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობს, ამ პროცესის დროს ისვენებს.
მედიტაციისთვის მნიშვნელოვანია მუსიკა.
© ucnauri.com
This post has been edited by HAG on 27 May 2011, 23:46