demna_ძალიან მაგარი თემააა
ე.ი. დავიწყე, მორიელმა იმ ზომამდე მიმიყვანა რომ ორი ცალი განცხადება დავწერე და ისე წავედი. ორი რატომ? ერთი რომ გადაეხია სიბრაზისგან მეორეს მაინც მოაწერდა ხელს და ასეც მოხდა, ანუ პრობლემა იყო გაუსაძლისობაში, ძალიან კარგი ადამიანი იყო მართლა მაგრამ გაუსაძლისი ხასიათი ქონდა არადა ჩემი უშუალოც და სულ უფროსიც და სულ მფლობელიც ეგ იყო მოკლედ, მთლად მარჯვენა ხელი ვიყავი რა და ქონდა კიდეც მცდელობა სიტუაციის გამოსწორების, მაგრამ თევზები არ ბრუნდებიან

საბოლოო ჯამში როგორც ასეთი შედეგს აფასებდა მაგრამ პროცესს ხდიდა ჯოჯოხეთურს. სხვათაშორის მე ვიყავი ადამიანი რომელმაც ყველაზე დიდხანს გავუძელი მას მთელი 2 წელი და 8 თვე, როცა ჩემამდე რეკორდი 3 თვე იყო

ნუ მქონდა თხის რქასთან მუშაობის გამოცდილება და თვითონ პროცესი იყო საკმაოდ მშვიდი და პროდუქტიული მაგრამ შედეგი ვერ იყო, იმის გამო რომ იყო კომუნიკაციის პრობლემა, ანუ რაღაცას ვაკეთებდით და ბოლოს აღმოჩნდებოდა რომ რაც მთავარი იყო ის გასაკეთებელი გვრჩებოდა

თუმცა ეს უფროსის შემთხვევაში და როგორც კოლეგა ფანტასტიურია, თუმცა დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა რომ მეიძულებინა ემუშავა და არ ეკეთებინა რამე სხვა და ჩემი ყურადღებაც არ გაეფანტა

ასევე ძალიან კარგად და ფანტატიკურად ვეწყობი მუშაობის დროს ვერძებს, არაერთი ჩემი კოლეგა იყო ვერძი და ასეთი შეხმატკბილებული, პროდუქტიული, წარმატებული, შეხუმრებული, თავისი რომანტიული გადახვევებით და ტკბილი მოგონებებით ჯერ არცერთ ასტროლოგიურ ნიშანთან არ მქონია

საშინელება ხდება კირჩხიბთან, იმიტომ რომ ეს არის სრული ისტერია მე მაპატიოს ყველამ ჩემი გამოცდილებით ასეა, მე ზოგადად დაძაბულ რეჟიმშიც მშვიდი ვარ, მაგრამ კირჩხიბი ეს ცალკე თემაა, რაღაც ისე ვერ წავიდეს საკმარისია და ვსო ისეთ პანიკაში ვარდება რომ ვეღარაფერს აკეთებს და მაგ დროს მისი დაწყნარებაც მე მიწევდა და საქმის კეთებაც და მოკლედ.
მერწყული არის ყველაზე უპასუხისმგებლო ვისთანაც მიმუშავია და ბოროტად იყენებს ჩემს ალტრუიზმს, რამდენჯერაც მომიხდა მასთან მუშაობა, თავის საქმეს სულ მე მტენიდა და მერე იქით მსაყვედურობდა ხოლმე ეს უკეთესად რატომ არ გააკეთეო და იმასაც არ კითხულობდა რომ მე ჩემი საქმეც მქონდა გასაკეთებელი პარალელურად.
მახსენდება სასწორთან მუშაობის პროცესი, რაღაცას რომ ვაკეთებდით და პრეზენტაციის დრო მოდიოდა სულ ან მოწამლული იყო ან სიცხე ქონდა და მერე ვუყვებოდი ხოლმე როგორ ჩაიარა ყველაფერმა

ლომებზე რა ვთქვა, რაღაცას რომ მოვამზადებდით სულ შექონდა ხოლმე შესწორებები. სულ რომ სწორი ყოფილიყო მაინც და ზოგადად მოსაწევ ადგილას და სამზარეულოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ისევე როგორც პრეზენტაციებზე ხუმრობა ხუმრობით ნებისმიერი სიტუაციიდან გამოდიოდა

მშვილდოსანი ერთადერთი რომელთანაც მიმუშავია, შემიყვარდა და ცოლად გავყევი, სხვა არ მახსენდება

ფანტასტიურად მახსენდება კუროსთან მუშაობის პროცესიც, შედეგიც და საერთოდ, ჩემთვის ადამიანი კომფორტია კურო მუშაობის პროცესში, რასაც ქვია უნაკლოა.
ქალწულთან მიჭირს ის რომ ჩართულობას ვერ იტანს, ურჩევნი დამოუკიდებლად გააკეთოს, არც გიხსნის რას აკეთებს, ყველაფერზე ამბობს მე თვითონ გავაკეთებ და მორჩა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია გუნდში მუშაობა როცა იდეალური შემსრულებელია თუ რამეს დაავალებ.
ტყუპებთან მგონი არ მიმუშავია არ მახსენდება არაფერი
რაც შეეხება თევზებს, მე ვისთანაც მიმუშავია საკმაოდ უპასუხისმგებლოდ და ზედაპირულად ეკიდებოდნენ საქმეს, ახალტურებდნენ რა დიდი ხალტურშიკები არიან მოკლედ თუმცა ისეთ სახეს მიირებს გეგონება წელი მოწყდა მუშოაბით და თუ უფროსი იტყვის აბა ვინ გააკეთებს ინციატივასაც იჩენდა მაგრამ მაინც ახალტურებდა

მე როგორი ვარ და რამეს თუ დამავალებენ ვაკეთებ, თუ გუნდში ვმუშაობთ კარგი მოთამაშე ვარ გუნდში, როგორც მენეჯერი სულ მოტივაციაზე ვფიქრობდი, მაგრამ საშინლად მკაცრი ვიყავი, პირადად გავაგდე რამდენი თანამშრომელი მარტო იმიტომ რომ 8:30 იყო შეკრება და დააგვიანა. საყვედურებსაც ვიძლეოდი მაგრამ მადლობასაც ვიხდიდი. საბოლოოდ ყველას ყოველთვის ვუყვარდი და პატივს მცემდნენ როგორც უფროსს. თუმცა როცა პრინციპულია საკითხი ძალიან დიდი კონფლიქტამდეც მივსულვარ და კრიტიკულ სიტუაციმდეც მისულა კამათი, ანუ არის საკითხები როდესაც უკან არ ვიხევ და საჭირო ხდება მესამე ადამიანის ჩარევა მის გადასაჭრელად, ეს ალბათ დიდი მინუსია.
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.