ლუდით სათქმელი სადღეგრძელოები ...
ამ კათხით იმ ვერძს გაუმარჯოს რომელიც მშვიდობისათვის იბრძვის
ამ კათხით იმ კუროს გაუმარჯოს რომელიც ბრეჟნევის "უძრაობის" ხანით დაიღლება და "პერესტროიკას" მოითხოვს
ამ კათხით იმ ტყუპებს გაუმარჯოს რომელიც ტელევიზორს აივნიდან გადმოაგდებს და იტყვის ეს ჩვენი მტერიაო (

)
ამ კათხით იმ კირჩხიბს გაუმარჯოს რომელსაც ჯვრისწერის გადასახადი ეძვირება ეკლესიაში და ათეისტი გახდება
ამ კათხით იმ ლომს გაუმარჯოს რომელიც მზისგან დამცავ კრემს წაისმევს და ნუდისტთა პლიაჟზე მიაძახებენ მეფე შიშველიაო და შეიფერებს
ამ კათხით იმ ქალწულს გაუმარჯოს რომელიც ქრისტიანობაზე უარს იმიტომ იტყვის რომ წიდადაცვეთას არ ითვალისწინებს ჰიგიენისთვის
ამ კათხით იმ სასწორს გაუმარჯოს რომელმაც ცალი პინა ომში დაკარგა და მის ადგილას კასტილი აქვს
ამ კათხით იმ მორიელს გაუმარჯოს ორგაზმის სიმულაციას რომ ახდენს და ხანდახან თავის ტკივილს იმიზეზებს
ამ კათხით იმ მშვილდოსანს გაუმარჯოს რომელიც კუროს ტემპს იზიარებს და სასწორის ტაქტიანობას
ამ კათხით იმ თხის რქას გაუმარჯოს მშობლების დაკრძალვაზე ერთი ცრემლი რომ არ წამოუვა და 10 ლარიანის დაკარგვაზე ნიაღვარივით რომ წამოასხავს
ამ კათხით იმ მერწყულს გაუმარჯოს კალკულატორის მაგივრად საანგარიშოს რომ ხმარობს
ამ კათხით იმ თევზებს გაუმარჯოს რომელსაც სანტა კლაუსის არ სჯერა, სამაგიროდ თავს დადებს იმაზე რომ მოსემ ზღვა შუაზე გაყო
ავტორი - lunar pisces