31 დეკემბერი, ზოდიაქოს ნიშნების სახლში მიმდინარე პროცესი
კარდინალური ნიშნების დუეტი :
ვერძი ოთახიდან ოთახში დარბის და გზადაგზა მხურვალე რეპლიკებს ისვრის.
მაშინ როცა თხის რქა თოფს იღებს დრაკონის დასახვედრად, ვერძი ხმამაღლა როხროხებს და პირდება რომ შიშველი ხელებით მოკლავს მას.
სასწორი ბედნიერი სახით იყურება ფანჯარაში, რათა ფეიერვერკები არ გამორჩეს. საათს რა თქმა უნდა არ კითხულობს.
ამ დროს კირჩხიბი გაფქვილული ხელებით სასწორს ეხუტება. აბა რამეზე ხომ უნდა შეიწმინდოს?
სასწორი ბუნებრივია ბედნიერია ამ ჟესტით, ვერაფერს ხვდება და გულთბილად პასუხობს ჩახუტებას.
ფიქსირებული ნიშნების დუეტი :
მორიელი სავარძელში ზის და წინა წლების მოვლენებს აანალიზებს, თან წინასწარ იკურთხება ახალი წლის მისამართით.
კუროს თავაზიანობა უბიძგებს შესთავაზოს რამე გემრიელი მორიელს, თუმცა იმდენად ეზარება ადგომა, რომ გულში ყოველ ჩაკბეჩილ ხაჭაპურთან ერთად ფიქრობს, - ეს ერთიც და მივაწოდებ.
ბუნებრივია საბოლოოდ ორივე მაძღარი დარჩა. კურო - ხაჭაპურებით. მორიელი - ბოღმით.
ლომი ამაყად ზის სუფრის თავში და ჯერ კიდევ ცარიელ მაგიდას მსუყე ღიმილით შეყურებს.
მერწყულს დაასწრო დაჯდომა, ის კი არ იცის რომ მერწყულმა სპეციალურად დააგვიანა, რათა თამადა არ ყოფილიყო.
და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მერწყულს თამადობაც ეკიდა, უბრალოდ გადაწყვიტა ახალ წელს გამოიძინოს.
რატომ? აბა, ყველას ეღვიძება და..
მუტაბელური ნიშნების დუეტი :
თევზი დღიურებს ჩასჩერებია და სევდიან თვალებს აკვესებს, - რა მალე გადის დრო..
ამ მომენტში იქითა ოთახიდან ქალწული გამოდის და საათებს ადარებს ერთმანეთს.
12 საათამდე 4 წუთით ადრე კბილები უნდა გამოიხეხოს (დღის მანძილზე უკვე 5-ჯერ).
"ახალი წელი, სუფთა კბილები!" - აღნიშნავს დაჭიმული ღიმილით.
მაშინ, როცა ქალწული აბაზანაში შედის თევზს შემთხვევით ეკეტება კარები გარედან.
ყველა იქ ატარებს ახალ წელს, სადაც მთელი წელი იყოო.
ტყუპები გამწარებული ურეკავს მშვილდოსანს მობილურზე. 12-ს 3 წუთი აკლია, თან გოზინაყს ჭამს, ცალი თვალით ტელევიზორს უყურებს და მშვილდის მისამართით ილანძღება.
მეათე ზარზე იღებს მშვილდოსანი და იქიდან საშინელი ღრიანცელის ხმა ისმის.
არის, მაგრამ სად არის არ იცის, უფრო სწორად ვისთან არის არ იცის და.. აი, ისიც! კარზე ზარი!
ტყუპი 1 წამში კართან ჩნდება და აფიქსირებს გაღებისთანავე მშვილდოსანს, რომელიც 32 კბილით არის გაკრეჭილი.
- მოვედი მეკვ-ლეეეე!
- მეკვლე არა ჩემი ყ...ე
მიახლის და კარს უხურავს ცხვირწინ.
გილოცავთ დამდეგს