ცოტა ხნით ჩაგენაცვლები, სანამ დაწერ

__________________________________________________
ზოდიაქოს ნიშნების განცხადებები გაზეთ „პაემანში“
ვერძი :
„ ვარ ცეცხლოვანი ყმაწვილი, მაგიდაზე მუშტის დამრტყმელი და ლოგინში მხეცი.
ვეძებ ასეთივე მხეც გოგონას, რომელმაც იცის დუმილის ფასი!
შეხვედრა შედგება სასტუმროში, სად მაქვს თქვენთან პაემანზე სიარულის ნერვები.“
კურო :
„ ოჯახის მოყვარული და თბილი მამაკაცი ეძებს სათნო, კეთილშობილ და გამგებ გოგონას, რომელმაც იცის ოჯახის ფასი.
ვარ უზრუნველყოფილი და უზომოდ თბილი. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ გოგო იყოს კარგი მზარეული.
შეხვედრა შედგება თაღლაურაში, ვიდგები ყვავილებით ხელში“
ტყუპები :
„ მე? მე ბევრი რამე ვარ ერთად, ბევრი ვინმე ვარ ჯამში და საერთოდ აქ ღადაობის პონტში ვაქვეყნებ განცხადებას. მაინტერესებს რამდენი იდიოტი მოვა შეხვედრაზე.
რა თქმა უნდა სიმპატიური და დაცემა ვარ“
კირჩხიბი :
„ ო.შ.მ. ვეძებ კუროს.
შეხვედრა მირჩევნია მაკდონალდსში, ბავშვების გარემოცვაში.“
ლომი :
„ მიმზიდველი, უცოლო და ჭკვიანი მამაკაცი გთავაზობთ გულსა და სულს! თუკი თქვენ ხართ ის ერთადერთი მილიონს შორის, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს დაეძებს, ჩათვალეთ ძალიან გაგიმართლათ.
შეხვედრა შედგება ოპერაში, თან არაფერს ვიქონიებ განსაკუთრებულს, ისედაც გამომარჩევთ ყველასგან“
ქალწული :
„ ადგილზე გავიგებთ ერთმანეთის მოთხოვნებს.
ერთადერთი თხოვნაა არ ჩაიცვათ დაჭმუჭნული სამოსი, თორემ ნერვულ აგზნებადობას ვერ დავმალავ“
სასწორი :
„ რბილი და თბილი მამაკაცი მზად არის თქვენი ყველა სურვილის ასრულებისთვის. მშვენიერო ქალბატონებო, თუ გიყვართ პოეზია და მორჩილი პარტნიორი, მე მზად ვარ თქვენ ფეხქვეშ გავეფინო.
თან ვიქონიებ გალაკტიონის კრებულს. შეხვედრის ადგილი - თქვენ აირჩიეთ“
მორიელი :
„ სადო-მაზოხისტური გადახრების მქონე ქალები აიბარგეთ და დროზე მოდით ჩემთან ბაითში.
მთავარი მოთხოვნა - იყავით ერთგული! ძალიან ერთგული, თორემ მოგიტ..... “
მშვილდოსანი :
„ ვინმეს გაცნობა კი არ მინდა, უბრალოდ ნარიყალაზე ავდივართ და ერთი კაცი გვაკლია რა“
თხის რქა :
„ ვარ 55 წლის ჯერ კიდევ დაუოჯახებელი მამაკაცი დიდი კაპიტალით.
მშვიდი სიბერისთვის შევიძენ სათნო და მორჩილ ცოლს.
შეხვედრის ადგილი - მმაჩის ბიურო“
მერწყული :
„ მინდა გავიცნო არაერთი არაორთოდოქსალური და ექსტრემალურად ინტელექტუალური ინდივიდები. შეგვიძლია მოვაწყოთ ხოლმე შაბათ დღეს თბილისის ზღვაზე ნუდისტური გასვლა.
შეხვედრის ადგილი - ანონიმური ალკოჰოლიკების ცენტრი.“
თევზები :
„ იქნებ სწორედ თქვენ ხართ ის, ვისაც მთელი სიცოცხლეა ველი? იქნებ თქვენ ხართ ჩემი გადამრჩენელი და აზრი არსებობის!
თქვენი გულგატეხილი რომეო, რომელიც დღემდე ეძებს ჯულიეტას.
შეხვედრის ადგილი - ოცნებები“