Jermina კომპლიმენტი ვიგულისხმე

საინტერესოა, ამ ამბავზე რომელ ნიშანს გაეცინება და რომელს არა :
"თბილისში ერთი პატარა მაღაზიაა. ამ მაღაზიაში იყიდება ოფისისთვის საჭირო ნივთები, მათ შორის კარტრიჯები პრინტერისთვის.
ფანჯარაზე შესაბამისი სარეკლამო წარწერაც აქვს.
ერთხელ შევედი ამ მაღაზიაში, ვდგევარ ვათვალიერებ. ამ დროს ბიჭი შემოვიდა და იკითხა:
— ქსეროკოპიებს ხომ არ იღებთ?
გამყიდველმა გოგონამ გაღიზიანებულმა ამცნო:
— არ ვიღებთ! კარზე შესაბამისი განცხადებაც არის გამოკრული!
გამყიდველი გოგონას ტონზე მივხვდი, ხშირად აწუხებენ ამგვარი კითხვით.
გარეთ გამოვედი. კარს შევხედე. მართლაც, გაკრული იყო დიდი ასოებით ამობეჭდილი განცხადება.
”ქსეროქსი არ გვაქვს!”
ერთი კვირის შემდეგ შემთხვევით გავიარე ამ ქუჩაზე და წარწერა
”ქსეროქსი არ გვაქვს!”
”არც გვქონია და არც გვექნება!”
ათიოდე დღის მერე კიდე ერთი განცხადება იყო დამატებული და უკვე ასეთი სახე მიეღო:
”ქსეროქსი არ გვაქვს!”
”არც გვქონია და არც გვექნება!”
”არ ვიცით ახლომახლო სადმე არის თუ არა!”
ორი კვირის მერე კვლავ ჩავიარე იმ მაღაზიასთან. ვხედავ სამივე განცხადება ჩამოუხსნიათ და მის ნაცვლად ერთი განცხადება იყო გამოკრული, რომელიც იუწყებოდა:
”ქსეროქსი 1 ფურცელი 2 ლარი”"