პირადი დაკვირვების საგანი ჰყავს მერწყულებზე -ჩემი სახით (თან ,,ვბრაზდები;; ჩემზე უკეთ რომ მიცნობს ლამის )))

........
მოკლედ, კირჩხიბი განაგრძობს წერას- მოიწონეთ და კიდევ დაგვიწერს :დ
ზოდიაქოს ნიშნების ისტორიის გამოცდაზე –
ვერძი– შეხვდა თემა "დიქტატორები" – ჰიტლერზე დავწერო თუ საკუთარ თავზე? ნეტავ რომელი უფრო შთამბეჭდავი იქნება ?!
კურო– თემა " ფულის გაჩენის ისტორია"– ჯანდაბას სპილენძის მონეტებზეც დავწერ ერთ–ორ სიტყვას, დანარჩენი ადგილი ხომ ძია ბენჟამენს დაეთმობა!
ტყუპები– თემა "ბიზანტიური კულტურის ისტორია" – აუჰ! ქართული კულტურის გარდა სხვა საკითხი არ ვიცი!
წერას იწყებს ფრაზით– მართალია ბიზანტიური კულტურა დიდი გავლენებით სარგებლობდა, მაგრამ გადავწყვიტე ვისაუბრო ქართულ კულტურაზე– რამდენად თვითმყოფადი და ორიგინალურია იგი...
კირჩხიბი– ირჩევს თემას" ჟანა დარკი "– და ფიქრობს, მხოლოდ ჟანას გმირობაზე დავწერო თუ იმაზეც რასაც მე განვიცდი მათი მოსმენისას? ( :დ)))
ლომი– თემა "მასობრივი კონტროლის ისტორია" – პ.ს მე მაინც გავხდები მსოფლიო ლიდერი!
ქალწული– თემა "ლუდოვიკო 14" – ცხოვრებაში სულ ორჯერ იბანავა, ეგ ცხოველი, არააადამიანი, პირუტყვი, უტიფარი, თავხედი, დეგენერატი, უზნეო ........ ფურცელი გათავდა ამასობაში ..
სასწორი– თემა " ისტორიის მომავალი" – სასწორი ევრ გაერკვა და დაწერა თემა "მომავლის ისტორია".
მორიელი – დემონური ღიმილი დასთამაშებს სახეზე, თავაუღებლივ წერს თემას – "კალიგულა".
მშვილდოსანი– თემა " ტამპლიერების მოგზაურობა"
– ისინი თითქმის ყველგან იყვნენ სადაც მე ა ვყოფილვარ!
თხის რქა – თემა – "დიპლომატიის ისტორია"– წერას იწყებს მაკიაველის ფრაზით– "მიზანი ამართლებს საშუალებას"
მერწყული – თემა" ჰუმანიზმი" – მე არ ვიცი ვინ იყვნენ ჰუმანისტები, არ ვიცი რა იდეოლოგიით მსჯელობდნენ .. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა მე წყალწაღებული ჰუმანსტი ვარ და ცხოვრების ბოლომდე ჰუმანისტად დავრჩები... (ამას მე ასე ხმამარლა არ გავყვირი ხოლმე :დ ))
თევზები– თემა" ჟანა დარკის სიკვდილი" – (კირჩხიბის თემის გაგრძელება) თევზები რკინის მოთმინებით წერს ჟანას ნებისყოფაზე და როცა მივა იმ ეპიზოდამდე, სადაც თივას ცეცხლს უკიდებენ – გული წაუვა.. (:დ)))))))))
და მეორეც
ფილმის პრემიერაა და ზოდიაქოს ნიშნები იხსენებენ ფილმის გადაღების პროცესს:
ვერძი– დაამახსოვრდა ის ეპიზოდი , სადაც დაცვას უნდა ეცემა, მაგრამ ვერ ერეოდა და ამიტომ,. რამოდენიმე დუბლის შემდეგ რეჟისორმა სცენარი შეცვალა..
კურო– გაბრაზებულია იმის გამო, რომ დილის 7 საათზე აღვიძებდნენ და ჭამას ვერ ასწრებდა.
ტყუპებს – განსაკურები მოეწონა ფლირტის სცენა შეფის ქალიშვილთან, კოცნის სცენა საცოლესთან და სექსის სცენა საყავრელთან, თუმცა შემდეგ მიხვდა რომ ეს როლი მისთვის არ იყო!
კირჩხიბი– თვალცრემლიანი იგონებს დედას, ის რომ არა ეხლა ამ სცენაზე არ იქნებოდა ..
ლომი– (რომელიც მეორეხარისხოვანი პერსონაჟია) იუწყება , რომ სწორედ ის არის ფილმის მთავარი გმირი და ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრშია!
სასწორი– ღელავს .. არ იცის რომელი ეპიზოდი ამოირჩიოს, ყველა ერთბაშად ახსენდება..
მორიელი – ხითხითით იხსენებს, რომ მას გადასაღები მოედნის კურიოზები მოეწონა – როგორ აუცდა გამნათებელს ფეხი და განათების სისტემა როგორ დაეცა როლში შეჭრილ თევზებს, რომელიც ერთი კვირა კომაში იყო ..(:დ)))))
მშვლდოსანი– მას ახსენდება როგორ ეძებდა გადამღები ჯგუფის ყველა წევრი, როცა ერთ დილით დაავიწყდა დანიშნულებისადგილას მისვლა და პლაჟზე სეირნობდა..
თხის რქა – იმდენად მოხიბლულია საკუთარი გავლენიანი პერსონაჟით, გადაწყვიტა სახელი შეიცვალოს!
მერწყული– იგონებს როგორ ამჯობინა ნოყიერ სადილს მცირე მოცულობის აუზში ცურვა.. წყალში ,ზურგზე წამოწოლილი , როგორ მიეცა თავდავიწყებას და ამ დროს უტიფარი დამსვენებელი როგორ დაეცა და ამოაყირავა..
შეშინებული თავწაკრული თევზი , რომელიც იქვე იყო. მის საშველად გადაეშვა, თუმცა ცურვა არ იცოდა ...
თევზები– მადლიერი თვალებით შეჰყურებს მერწყულს, რომელმაც ის წყლიდან ამოიყვანა და ხელუვნური სუნთქვაც არ დაიზარა.
პ.ს.

ეს მეორე უფრო მომეწონა მე )))
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი“ - ჩემი საქმე არ არის. ცხოვრება წარმართივით უნდა გიყვარდეს...
(მინდა ხელუხლებელ კლდოვან ნაპირზე
მარტოდმარტო ვიჯდე
არავინ არ იყვეს ირგვლივ...
ზღვა ოდნავ ტორტმანობდეს)