ორსაც დავდებ, ვისაც გაეცინება, ხომ კარგი, ვისაც არა, ძალით მაინც გაიღიმოს- სასრგებლოა :დ
გზააბნეული ზოდიაქოები აცტეკების ქალაქში ...
ვერძი – ღმერთად შერაცხეს, ორთაბრძოლის დროს მოწინააღმდეგის ღვთაებრივი მახვილი შემოატყდა..
კურო– ლამას მწვად შეექცევა და ნანობს რომ მარილი არ წამოიღო
ტყუპები– ველურთა გუნდში როკავს და შიშველ ქალებს ეარშიყება
კირჩხიბი – გულნატკენი შეჰყურებს როგორ მიჰყავთ ხელფეხშეკრული ტყვეები და მოითხოვს ცივილიზებულად მოექცნენ .. მაინც არავის ესმის
ლომი– ბელადის ტახტი დაისაკუთრა და ხელებით გასცმეს ბრძანებებს ..
ქალწული– აღშფოთებულია ხელებით ჭამენ , საერთო თასიდან სვამენ და არაფერი აცვიათ!საიდან შეიკრიბა ამდენი ველური ერთად!
სასწორი– დაიღალა ამდენი ხმაურით! ფიქრს ვერ ასწრებს! მორიელი– "შეხედე, შეხედე"– მუჯლუგუნს კრავს თევზებს.. – ტყვეებს აწამებენ!" (

))))
მშვილდოსანი– აცტეკების ქალაქის თვალიერებაში, მათ ტერიტორიას გასცდა და მოწინააღმდეგე ტომის საზღვარზე გადავიდა..
თხის რქა– გაეცნო არაკეთილშობილი ლითონებისაგან ოქროს მიღების წესს და ფიქრობს როგორ გამოიყენოს სახლში დაბრუნებისას..
მერწყულმა– პალმის ფოთლების ჩაცმა უკვე მოასწრო და აცტეკებს მიმართავს– აბა სარკეში ჩამახედეთ. .. (აააააააა :დ )))))))))))))))))))))
თევზები – გრძნობს როგორ ეკვრის სუნთქვა..გონება უბნელდება და მიბნედილი ხმით კითხულობს :– ვალიდოლი ხომ არ გაქვთ ვინმეს?
გემი იძირება და როგორ იქცევიან ზოდიაქოები ..
ვერძი – არ დაელოდება გემის ჩაძირვას.. წყალში გადახტება თავით..
კურო– ანდერძს წერს– უბედურების შემთხვევაში ქონება საფლავში ჩააყოლონ..
ტყუპები– სამაშველო კამერების საწყობშია ჩაპარული და ტივს აკეთებს ჩუმად..
კირჩხიბი– თვალცრემლიანი წერს უკანასკნელ წერილს – რამდენჯერ მიფიქრია ამ დღეზე.. მეგონა დედასთან დამშვიდობებას მაინც მოვასწრებდი.. (:დ )))))))
ლომი – ამაყად– ნუ გეშინიათ, მე ბედი არ გამწირავს! ჩემს გვერდით იყავით!
ქალწული– წუწუნებს–რა დროს ეს იყო! სახლში ,,უბორკის'' გაკეთება მაინც მომესწრო..
სასწორი– მოიცადეთ ხალხო, ნუ დაპანიკდებით! იქნებ გადავრჩეთ! მაგრამ თუ ჩავიძირეთ ... ვაიმე გავგიჟდები..
მორიელი – რას გარბიხართ ? სად გარბიხართ? მაინც დაიხრჩობით ყველანი! რა პანიკებს წევთ სიკვდილის გამო..
მშვილდოსანი – ნეტა წყალქევშა სამყარო მართლა არსებობდეს! რა პონტში გავიჩითებოდი!
თხის რქამ – ტყუპები საწყობში ჩაკეთა,ტივი მიითვისა და მსურველებს გადარჩენას ჰპირდება- თანხის სანაცვლოდ
მერწყული – გემბანზე დგას და სევდიანი ამბობს– არადა რა მზიანი დილა იყო! რას ვიფიქრებდი!
თევზები– გუშინწინ სუიციდისგან რომ გადამარჩინეს თითქოს შევეგუე რომ უნდა მეცოცხლა და ახლა?!))))))
* * *
This post has been edited by lel_tbeli on 12 Sep 2011, 00:26
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი“ - ჩემი საქმე არ არის. ცხოვრება წარმართივით უნდა გიყვარდეს...
(მინდა ხელუხლებელ კლდოვან ნაპირზე
მარტოდმარტო ვიჯდე
არავინ არ იყვეს ირგვლივ...
ზღვა ოდნავ ტორტმანობდეს)