საქართველოს მოსახლეობის 80% რჩეული ყოფილა
მე უფრო სხვა დამთხვევები მიმაჩნია საინტერესოდ : P
იტალიის მეფე და რესტორნის მეპატრონე
1900 წლის 28 ივლისს, იტალიის მეფე უმბერტო I ქვეყანაში მგზავრობისას ქალაქ მონზის რესტორანში ვახშმობდა. გამოირკვა, რომ რესტორნის მეპატრონე, რომელსაც ასევე უმბერტო ერქვა და მეფეს გარეგნულად ძალიან ჰგავდა, სწორედ მეფის დაბადების დღეს და იმავე ქალაქში დაიბადა.
გარდა ამისა, მეფესა და რესტორნის მეპატრონეს ქორწილი ერთი და იგივე დღეს ჰქონდათ, ხოლო მათ ცოლებს ერთი და იგივე სახელები ერქვათ. რესტორნის მეპატრონე უმბერტომ საკუთარი რესტორანი იმ დღეს გახსნა, როდესაც მეფეს თავზე გვირგვინი დაადგეს. ამ ყველაფრის გამო მეფემ და რესტორნის მეპატრონემ ბევრი იმხიარულეს. მეფემ სთხოვა რესტორნის მეპატრონეს, მეორე დღეს სასახლეში სწვეოდა, რაზეც რიგითი უმბერტო სიხარული დათანხმდა. თუმცა მეორე დილას რესტორნის მეპატრონეს თავს მძარცველები დაესხნენ და მოკლეს, რაც ცხადია მეფეს მოახსენეს. მეფემ ამ ფაქტის გამო სინანული გამოთქვა. ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ მეფეს ანარქისტმა რევოლუციონერმა რევოლვერიდან ესროლა და მეფე მოკლა.
ინგლისის დაზვერვა და კროსვორდი
1944 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო მძვინვარებდა, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ინგლისურ გაზეთში "დეილი ტელეგრაფი" ჩვეულებრივი კროსვორდი გამოქვეყნდა. ამ კროსვორდმა ბრიტანეთის დაზვერვა შოკში ჩააგდო.
საქმე იმაში იყო, რომ ამ კროსვორდის პასუხები ზედმიწევნით ემთხვეოდა მეორე მსოფლიო ომში ბრიტანელების მიერ ჩატარებული საომარი ოპერაციების დაშიფრულ სახელწოდებებს, მათ შორის რამოდენიმე დღეში ნორმანდიაში დაგეგმილი მოკავშირეთა ჯარების გადასხმის ოპერაციის კოდური სახელწოდებასაც.
კროსვორდის ავტორი, რომელიც სკოლის ერთი ჩვეულებრივი პედაგოგი აღმოჩნდა, სასწრაფოდ დააპატიმრეს. თუმცა გამოირკვა, რომ მასწავლებელს საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა და ეს კროსვორდიც მისი ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ. თუმცა ფაქტი იყო, რომ კროსვორდის პასუხები ბრიტანელების საომარი ოპერაციების კოდური სახელწოდებებისგან შედგებოდა.
ლონდონელი ძმების აღსასრული
1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იმავე ტაქსი, რომელმა ერთი წლის მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი.
ენტონი ჰოპკინსი
ამერიკელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი, რომელმაც როლი მიიღო ფილმში "ქალიშვილები პეტროვკიდან", ვერაფრით შეძლო რომანის შეძენა, რომლის მიხედვითაც იღებდნენ მიხედვითაც დაიწერა სცენარი. როდესაც მორიგი უშედეგო ცდის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, მეტროს ვაგონში, სკამზე დაინახა ზუსტად ეს წიგნი, რომლის ფურცლებზეც შენიშვნები ეწერა. ეს წიგნი და შენიშვნები ჰოპკინსს როლზე მუშაობისას ძალიან დაეხმარა. მაგრამ ისტორია ამით არ დამთავრებულა – გარკვეული დროს გასვლის შემდეგ, გადასაღებ მოედანზე მსახიობმა წიგნის ავტორი გაიცნო, რომელმაც საუბრისას შესჩივლა, რომ, მას ფილმის რეჟისორისთვის გამზადებული ჰქონდა საკუთარი წიგნი, ფურცლებზე საკუთარი შენიშვნებით, თუმცა მას ეს წიგნი მეტროს ვაგონში დარჩა.
რომის პაპის მაღვიძარა
1978 წლის 6 აგვისტოს 21 საათსა და 40 წუთზე ვატიკანის ერთ-ერთი სასახლეში მოულოდნელად დარეკა რომის პაპის პავლე VI-ის მაღვიძარამ. ეს საათი 55 წელი გამართულად მუშაობდა და რომის პაპს ძალიან უყვარდა, ამავე დროს მაღვიძარა მეორე დილის 6:00 საათზე იყო დაყენებული, მაგრამ საათმა სწორედ 21 საათსა და 40 წუთზე დარეკა, რადგან ამ დროს პაპი პავლე VI გარდაიცვალა.
აბრაამ ლინკოლნი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი
1. ლინკოლნი კონგრესში არჩეულ იქნა 1846 წელს, კენედი კონგრესში არჩეულ იქნა 1946 წელს. განსხვავება 100 წელი.
2. ლინკოლნი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1860 წლის შემოდგომით, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1861 წელს, კენედი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1960 წლის შემოდგომით, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1961 წელს. განსხვავება 100 წელი.
3. ორივე იბრძოდა აფროამერიკელთა უფლებებისთვის.
4. ორივე პრეზიდენტი მოკლეს მეუღლეების თანდასწრებით, უკანა მხრიდან, თავში სროლით.
5. ლინკოლნსაც და კენედისაც პრეზიდენტობისას და თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში გარდაეცვალად ბავშვი.
6. ლინკოლნს ესროლეს თეატრში, რომელსაც "ფორდი" ერქვა, კენედის ესროლეს მანქანაში, რომელსაც "ლინკოლნი" ერქვა და რომელიც ფირმა ფორდის მიერ იყო შექმნილი.
7. ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი, რომელმაც ლინკოლნი შეცვალა, 1808 წელს დაიბადა. ლუნდონ ჯონსონი, რომელმაც კენედი შეცვალა, 1908 წელს იყო დაბადებული. განსხვავება მათ შორისაც 100 წელი და ორივეს შემცვლელის გვარი ჯონსონი იყო და ორივე მათგანი იყო სამხრეთიდან.
8. ლინკოლნის მრჩეველი, გვარად კენედი ურჩევდა მას, არ წასულიყო მკვლელობის დღეს თეატრში, კენედის მრჩეველი, გვარად ლინკოლნი ასევე მოითხოვდა, გადაეტანათ კენედის დალასში გამგზავრება.
9. ლინკოლნის მკვლელი, ბუტი დაიბადა 1839 წელს (თუმცა მან საკუთარი საბუთები გააყალბა და ერთი წელი მოიმატა, რათა არასრულწლოვანს სამუშაო მიეღო), კენედის მკვლელი ოსვალდი დაიბადა 1939 წელს. განსხვავება 100 წელი.
10. ლინკოლნი მოკლეს თეატრში და მკვლელი იმალებოდა საკუჭნაოში, კენედი მოკლეს საკუჭნაოდან და მკვლელი თეატრში იმალებოდა.
11. ორივე მკვლელის სახელი ინგლისურად: ლი ჰარვი ოსვალდი და ჯონ ვილკერს ბოთი სამი სახელით არიან ცნობილნი. მათი სახელი და გვარები 15-15 ასოსაგან შედგება (John Wilkes Booth / Lee Harvey Oswald).
12. ორივეს მკვლელი სასამართლომდე მოკლეს.
13. სროლისას ლინკოლნის ასისტენტი დაიჭრა და თავი საწყობს შეაფარა, კენედის ასისტენტი დაიჭრა საწყობიდან სროლის დროს და თავი თეატრს შეაფარა.
14. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იმყოფებოდა ქ. მონროში, მერილენდში, კენედი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე იმყოფებოდა მერილინ მონროსთან.
15. ლინკოლნის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პოსტი დატოვა გვარად კენედი იყო, ხოლო კენედის შემთხვევაში იგივე თანამდებობაზე გვარად ლინკოლნი მუშაობდა.
წყარო :
http://zodiaqo.blogspot.comსტატიის ავტორი : რამაზ გიგაური
ეს ნაწილია სტატიის ..