“არც თეთრი მაგია და არც შავი, არ არის ის, რასაც პოპულარული ცრურწმენა მოიაზრებს ამ ტერმინებში.” - ე.პ. ბლავატსკაია: „რა არის თეოსოფია?“
ჩვენი უმრავლესობისათვის ტერმინი „შავი მაგია“ მყისიერად იწვევს კუდიანების, ეშმაკის მსახურების ან სხვების დასაზიანებლად ან საკონტროლებლად გამიზნული სხვა და სხვა სახის შელოცვებისა და რიტუალების წარმოდგენებს. მართალია, ასეთი რამეებიც ნამდვილად შავი მაგიაა, მაგრამ არსებობს სხვა ბევრი რამეც, რაც ასევე შავი მაგიაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამას.
რეალურად ათი ათასობით სხვა მხრივ კარგი წესიერი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით არის შავი მაგი ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას. მრავალი პოპულარული სულიერი სწავლება და პრაქტიკა დღეს თითქმის სრულიად შავ მაგიური ბუნებისაა.
რას ვგულისხმობთ?
ეს არის ნამდვილი განსაზღვრება იმისა, თუ რა არის რეალურად შავი მაგია: სულიერი ძალების მიზანმიმართული გამოყენება ეგოისტური ან მატერიალური მიზნებისათვის.
თეთრი მაგია, მეორეს მხრივ, არის სულიერი ძალების მიზანმიმართული გამოყენება მხოლოდ სხვების დასახმარებლად და სასარგებლოდ.
ნაწყვეტი სტატიიდან: თეთრად შეღებილი შავი მაგია
https://bodhi.ge/category/anthroposophy/თ...მაგია