უამრავი ტრადიცია და რიტუალი არსებობს, რომლის მნიშვნელობის გაგება სხვა კულტურის ადამიანისთვის ზოგჯერ ძნელია, უმეტესად კი შეუძლებელი.ტატუირებაპარაგვაისა და ბრაზილიაში
დიახ ქალების ტატუირება ამ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც გოგონა სიმწიფის ასაკს მიაღწევს, ანუ პირველი მენსტრუაციის შემდგომ უკვე დროა სვირინგი გაიკეთოს. ნახატის ამოსაკაწრად იყენებენ თევზის ფხას, ამ რიტუალის შემდგომ კი ჩვეულებრივ მუდმივ ტატუს უკეთებენ გოგონას. ითვლება რომ ეს გამოხატავს ქალის სექსუალურ მიმზიდველობას. ვისაც სვირინგი აქვს,მზადაა სექსუალური ცხოვრებისთვის.
კბილების გაქლიბვაბალი, ინდონეზია
დიახ, აქ ისევ შემორჩენილია კბილების გაქლიბვის რიტუალი და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. ცერემონიას ,,მატატაჰ” ჰქვია, ხოლო იმ ადამიანს,ვისაც უქლიბავენ სანგგინგი ეწოდება. გაქლიბვის საუკეთესო ასაკად 18 წელი ითვლება, ოღონდ ეს ქორწინებამდე უნდა მოხდეს. გოგონებისთვის კი პირველ მენსტრუაციამდე. თუმცა არსებობენ ადამიანები,რომელნიც გვიან გადიან ამ ცერემონიას, ზოგი მაგალითად 60 წლის ასაკშიც კი. მაგრამ თუ ვინმე ისე გარდაიცვალა,რომ მოქლიბული არ აქვს კბილები, ჭირისუფალს უწევს გამოასწოროს საქმე და ცხედარს უქლიბავენ.
რიტუალის დროს იკრიბება საკმაოდ დიდი საზოგადოება, ნათესავებიდან დაწყებული უცნობებით დამთავრებული. ნათესავები მხარდაჭერას გამოხატავენ, მოწვეულნი არიან მაღალი კასტის კბილის მქლიბავნი. მოკლედ ეს ცერემონია როგორც ამბობენ ძვირი ჯდება.
ცერემონიამდე 3 დღე ადამიანი განცალკევებულია, (იგულისხმება ის,ვისი კბილებიც უნდა გაქლიბონ) მას ეძლევა ბრინჯის პუდრისა და სანელებლების ნაზავი,რომლითაც ტანი უნდა გაიწმინდოს. რიტუალიდან 3 დღის მანძილზე გაქლიბულკბილებიანს ჭამა არ შეუძლია, რადგანაც თვლიან,რომ კბილებმა შესაძლოა ცუდი ფორმა მიიღოს. ამ რიტუალის წყალობით ბალელ ხალხს, ჰგონია რომ ადამიანს სცილდება ყოველგვარი ეშმაკისეული რამ, ყოველგვარი წინაღობა, თვლიან,რომ ამის შემდეგ ადამიანი ხდება უფრო ლამაზი და მომხიბლავი.
სპერმის დალევაეტოროს ტომი- ახალი გვინეა
მსოფლიოში უამრავი კულტურა და ტომი არსებობს,რომელთაც თავიანთ რიტუალებში ჰომოსექსუალიზმის ელემენტები აქვთ ჩართული. სწორედ ამ ფაქტთან გვაქვს საქმე ეტოროს ტომის შემთხვევაშიც. შესაძლოა მათი საქციელი ბევრისთვის გაუგებარი და გულის ამრევიც იყოს,მაგრამ მათ ასე არ მიაჩნიათ. ეტოროს ტომი დაახლოებით 400 ადამიანისგან შედგება.
ეტოროს რიტუალი ტომის ახალგაზრდა და ზრდასრულ მამაკაცებში ხდება, პატარამ დიდის სპერმა უნდა დალიოს, რა თქმა უნდა ეს გულისხმობს მათ შორის ორალურ ურთიერთობას. ეტოროელები ფიქრობენ,რომ სპერმაში ყველაზე დიდი სასიცოცხლო ძალაა, სწორედ ამიტომ ბიჭებს მის მიღებას 12 წლის ასაკიდან აწყებინებენ, რამდენიმე წლის მანძილზე ბავშვებს არაერთ მამაკაცთან აქვთ უერთიერთობა და მხოლოდ ამის შემდგომ ხდებიან ზრდასრულნი.
მამაკაცები ქალებზე ქორწინდებიან,მაგრამ ცდილობენ ქორწინება რაც შეიძლება გვიან მოხდეს, თუმცა თითქმის ყოველთვის მათი პარტნიორის (დიდი მამაკაცები- პატარის,ანუ ვისთანაც ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ) დას ან სხვა ნათესავ ქალს ირჩევენ ცოლად, რათა ყოფილ პარტნიორთან კავშირი კიდევ უფრო გაამყარონ. ცოლებთან დიდად გადასარევი ურთიერთობა არ აქვთ, თუ ქალი არ დაფეხმძიმდა, მას კარგი ყოფა არ უწერია, დაბალი სტატუსი ეძლევა. ჰეტეროსექსუალობა აქ წელიწადში მხოლოდ 100 დღეა დაშვებული, ისიც სამყოფელიდან მოშორებით (ეტყობა ეს წაბილწვად მიაჩნიათ). ჰომოსექსუალური კავშირი კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამ ყველაფრის გამო შობადობის მაჩვენებელი ტომში ძალიან დაბალია.
წინდაცვეთააღმოსავლეთის ხალხებში დღემდე არსებობს სასქესო ასოს თავზე კანის მოჭრა, რაც დაკავშირებულია რელიგიურ ჩვეულებასთან. იგი ნეგატიურ გავლენას ახდენს სქესობრივ ცხოვრებაზე ისევე, როგორც ქალის პატარა ბაგეების რიტუალური მოჭრა, რომელიც გავრცელებულია ზოგიერთ აფრიკულ ტომში, ხოლო უძველეს დროს თურქეთშიც იყო მიღებული.
კანის ამ ნაწილის დანიშნულებაა, რომ დაიცვას სასქესო ასოს თავზე ნერვული დაბოლოებები ზედმეტი ხახუნისა და დაშავებისაგან. კანის ამ ნაწილის ერთადერთი სამედიცინო მოთხოვნილებაა მისი სისუფთავე, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიურად პენისის თავის თბილი წყლითა და საპნით დაბანა და რბილად გამშრალება.
წინდაცვეთის გამო პენისის თავის ნაზი და მგრძნობიარე კანი უხეშდება და კარგავს სქესობრივი შეგრძნებების სიმძაფრეს. იგი უარყოფითად მოქმედებს ქალის სქესობრივ შეგრძნებებზეც.
აღნიშნული კანის ნაწილი სქესობრივი აქტის დროს საშოს კედლებზე ასოს ხახუნისას ძლიერ აღმგზნები საშუალებაა, როგორც ქალის, ისე მამაკაცისათვის. საშოს კედლები ასოს მოქმედების უმცირეს ცვლილებებზეც კი ძლიერ რეაგირებენ. ამის დამამტკიცებელია ის ფაქტი, რომ პენისის უბრალო პულსაცია მისი უძრაობის დროსაც კი საშოში ზოგიერთ ქალში იწვევს ორგაზმს.
განვიხილოთ კანის ამ ნაწილის აღგზნების ხასიათი. ცნობილია, რომ საშოს კედლებს სქესობრივი აქტისა და ორგაზმის დროს შეუძლიათ მკვრივად შემოეჭდონ პენისს. სასქესო ასოს მოძრაობის დროს მისი კანის დაბოლოება ქმნის ასოს ძირისაკენ შესქესლებულ მრგვლოვან ნაწილს. ეს ნაწილი ეხახუნება საშოს კედლებს და იწვევს საშოს კუნთების მასაჟს, რომელიც განსაკუთრებით მძაფრი ვნებების ქალებში წარმოშობს ტალღისებურ მოძრაობას და ზრდის მამაკაცის აღგზნების ხარისხს. უკან მოძრაობისას პენისის ჩუჩის დაბოლოება იშლება და ეფარება ასოს თავს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქალის აღგზნებას.
ვიმეორებთ, რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქალის სქესობრივი აპარატის აღგზნებისა და სიამოვნების გაზრდისათვის.
ზემოთ ნათქვამი ამტკიცებს, თუ რა შედეგი მოაქვს სქესობრივ ცხოვრებაზე წინდაცვეთის ჩვეულებას.
ცემავაუპეს ხალხი, ბრაზილია
როცა ქალს პირველი მენსტრუაცია მოუვა, ხშირად ამას სხვადახვა ტომები აღნიშნავენ და დღესასწაულად მიიჩნევენ, ვაუპეს ხალხსაც თავისი რიტუალი აქვს მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით. ეს კი გოგონას კარგი გატყეპვით არ შემოიფარგლება

საქმე ეხება სერიოზულ ცემას. გოგონა ჯერ ერთი თვის მანძილზე განმარტოებული ყავთ, მხოლოდ წყალსა და პურს აძლევენ. როცა ეს პერიოდი დამთავრდება გარეთ გამოდის შიშველი და ოჯახის წევრები, ასევე მეგობრებიც უკვე ელიან ჯოხებით შეიარაღებულნი. ისინი გოგონას სცემენ შეიძლება ითქვას სიკვდილის პირამდე. ერთი ცემა კი დამთავრდება, მაგრამ არ გეგონოთ,რომ გოგონა შვებით ამოისუნთქავს და კუნტრუშიც წავა სახლისკენ, არა ბატონო, 6 საათის მერე მეორე ცემა ელის, და ასე გაგრძელდება სანამ 4-ჯერ არ გაილახება.
ამის მერე კუნტრუში არამგონია, მაგრამ შეუძლია ლასლასით გაემართოს სახლისკენ და უკვე ითვლება ჩამოყალიბებულ ქალად, რომელსაც გათხოვება შეუძლია.
http://ucnauri.com/2010/%E1%83%A3%E1%83%AA...%91%E1%83%98-16 * * *
უცნაური რიტუალები,რომელიც ხშირ შემთხვევაში სადიზმს ემსგავსება ებრაული კაპაროტიერთერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელიც ცხოველებისადმი სისასტიკის წინააღმდეგია, გააპროტესტა ეს რიტუალი სხვადასხვა მიზეზების გამო. რიტუალის მიზანია გადაიტანონ ადამიანის ცოდვები ქათამზე. ქათმებს თავიდან აშიმშილებენ, შემდეგ ადამიანს სამჯერ შემოატარებენ თავზე, ბოლოს კი კლავენ. ამ რიტუალის დროს ასობით და ათასობით ქათამს ხოცავენ, რასაც ეწინააღმდეგება ASPCA ( ამერიკული ორგანიზაცია ცხოველებისადმი სისასტიკის წინააღმდეგ)
ტაილანდიყოველ წელს, სექტემბრის ან ოქტომბრის ერთერთ დღეს ტაილანდელები ქალაქ ფუკეთში იკრიბებიან და იწყებენ თავიანთ რიტუალს. ისინი თავს იკავებენ ხორცის ჭამისგან 9 დღის განმავლობაში. ამასთანავე ადგილი აქვს მაზოხიზმს: ყველა, დიდი თუ პატარა, ლოყებში იყრის დანებს და სხვადასხვა ბასრ საგნებს. ხალხს სწამს, რომ ჩინელი ღმერთები დაიცავენ ტკივილისა და ტანჯვისგან. აღსანიშნავია,რომ დღითიდღე იკლებს ამ რიტუალის მიმდევრების რიცხვი.
კენიაკენიაში,მაასაიში ადგილობრივები ძროხას ისარს ესვრიან ყელში ისე,რომ ძარღვში მოხვდეს, სისხლს ჭურჭელში ათავსებენ, შემდეგ ამ სისხლს იმავე ძროხის რძეს შეურევენ და სვამენ. ზოგიერთ სოფელში კი პირდაპირ ძარღვიდან სვამენ სისხლს. ამ ხალხს სჯერა, რომ ძროხის სისხლი ღვთიური სასმელია,რომელიც ძალას და სიმამაცებს ჰმატებს მათ.
ისევ კენია..ამჯერად რიტუალი ქალებს ეხებათ. ეს ხდებოდა ადრე და საბედნიეროდ ახლა აღარ ტარდება, როცა გოგონა მომწიფდებოდა მას აჭრიდნენ სასქესო ორგანოს, ეს რა თქმა უნდა საშინლად მტკივნეული და სადისტური პროცესი იყო.. რიტუალის შემდეგ გოგონებს მგრძნობელობა აღარ ჰქონდათ. რიტუალი უამრავმა ადამიანმა გააპროტესტა, საბოლოოდ კი მიზანს მიაღწიეს და დღესდღეობით ეს სადიზმი დავიწყებას მიეცა.
ბაჰააქ სიკვდილს მიიჩნევენ მხიარულების მაცნედ. ხალხს სჯერა, რომ სული სხეულის სიკვდილის შემდეგ ცოცხალია და დედამიწაზე მოგზაურობს. როცა ადამიანი მოკვდება აუცილებლად უნდა დაიმარხოს სიკვდილის ადგილიდან 1 საათის სავალ მანძილზე, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით წავლენ. მიცვალებულს არანაირ ბალზამირებას ან კრემაციას არ უკეთებენ. უბრალოდ კარგად გარეცხავენ , ნაჭერში გაახვევენ და მარხავენ. ისინი დასაფლავების „ცერემონიაზე“ კითხულობენ თავიანთ ლოცვებს. არ დასტირიან მიცვალებულს, უფრო მეტიც, ცერემონიის ბოლოს საფლავის გარშემო ცეკვავენ.
ახალი გვინეამატაუსელი ხალხი თვლის ,რომ იმისათვის, რათა პატარა მორცხვი ბიჭი ნამდვილ რაინდად და ქალების გულთამპყრობელად გადაიქცეს, საჭიროა მოიშოროს დედისგან გამოყოლილი “ბინძური” სისხლი. ხალხი თვლის,რომ ყველა ქალი თავის შვილს სისხლით გადასცემს ქალურ თვისებებს, რაც მამაკაცებისთვის სრულიად გამოუსადეგარია. ამიტომაც ეძახიან “ბინძურ” სისხლს. ბიჭები ამ რიტუალის დროს საკუთარი ხელით ისერავენ ტანს, ბასრ საგნებს ირჭობენ ნესტოებში, ისარს იყრიან ენაში რამოდენიმეჯერ. ასე “თავისუფლდებიან” გამოუსადეგარი სისხლისგან.
http://ucnauri.com/2010/%E1%83%A3%E1%83%AA...%83%91%E1%83%98 This post has been edited by folkman on 6 Sep 2011, 18:54