ახლა ვკითხულობდი უფო საითინგების ისტორიას ვიკიზე.
ოფიციალურ ახსნებს რომ გადახედოთ სიცილით დაიხოცებით.
მაგალითი: 1976 წლის ცნობილი თეირანის ქეისში პილოტი f 4 ით მიუახლოვდა ობიექტს დაახლოებით 46 კილომეტრის მანძილზე, უცებ აპარატურამ უმტყუნა - ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყდა მიწასთან. მან სასწრაფოდ მოაბრუნა თვითმფრინავი და აპარატურის მუშაობაც აღდგა.
ოფიციალური, ზოგიერთისთვის საყვარელი "მეცნიერული" ახსნა: ეს ობიექტი იყო იუპიტერი
პილოტმა მისთვის შეუმჩნევლად გაიარა 628,743,036 კილომეტრი, გავიდა კოსმოსში დახედა იუპიტერს და წამოვიდა
მეორე პილოტიც მიუახლოვდა იუპიტერს, მაგრამ მოულოდნელად იუპიტერი დაიძრა და თვითმფრინავს გაერიდა, თან 50 კილომეტრიან დისტანციას ინარჩუნებდა
კიდევ ბევრი "შედევრია" ამ ე.წ. მეცნიერულ-სკეპტიკურ ახსნაში მაგრამ მე მაინც მინდა დავდო იუპიტერისა და დედამიწის ზომის შედარება, ისე, მაინც. იხილეთ:

ხომ ამხელაა მაგრამ ნამეტანი სხარტიც ყოფილა როგორც იტყობინებიან
This post has been edited by madridiSSta1988 on 17 Jan 2012, 18:42
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.