მეც

და ზეთისხილს ვერ ვუმურამებდი , მერე და მერე შემიყვარდა

)
დისშვილს რაღაც ვიტამინი ხომ არ სჭირდება? მაგიტომ ხომ არ ჭამს?
უიჰჰჰმ, ისევ ამ საიტიდან მოვიტანო სტატია , დაგაინტერესებთ ^_^
წყარო :
http://astrologia.ge/index.php/2011-06-30-...-12-08-21-05-25
"თხის რქა - ( ძველბერძნული ღვთაება პანი )
მე-10 ზოდიაქოს ნიშანი, გამოხატული ძლიერი ჩლიქებით, შეუპოვრად მიიწევს წინ კლდის მაღალი ფერდობების დასაპყრობად.
უძველესი დროიდან თხის რქის სიმბოლოს გამოსახავდა ნახევრად თხა, ნახევრად თევზი (თევზის კუდი). ზოგიერთ ასტროლოგიურ წყაროებში კი თხის რქა მოიხსენება, როგორც ზღვის (ოკეანის) თხა.
ბაბილონის ისტორიაში (მითოლოგიაში) ზღვის თხა ითვლებოდა ყველაზე დიად ღმერთად,
ის ცნობილი იყო ეა-ს სახელით, რომელმაც მესოპოტამიის ხალხს მისცა განათლება და კულტურა. აქვე მიწათმოქმედების კულტურა დაიწყო დიდი მოქცევის (Тигра и Евфрата )
მდინარეების წყალდიდობის შემდეგ.
ამის გამო ხალხს სჯეროდა, რომ აქ არსებობდა მიწისქვეშა ოკეანე, რომლის მბრძანებელიც იყო ღმერთი ეა. ყოველ დღე ეა ამოდის დედამიწაზე , რადგან მოგვცეს განათლება,ცოდნა... ღამე კი ის შინ (მიწის ქვეშ) ბრუნდება-ესე ამბობდნენ მესოპოტამიელები.
ძველ საბერძნეთსა და რომში კი თხის რქა ასოცირდებოდა პან-ის ღვთაებასთან, ის იყო მხიარული უყვარდა ბუნებაში ყოფნა, მფარველობდა ტყეებს, ველებს, მწყემსებს. პანი წელსზევით იყო ადამიანი ქონდა თხის ყურები და რქები, წელსქვევით კი თხა ( ძველბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში თხის რქის და მშვილდოსნის პერსონაჟები არის ერთმანეთში გარდამავალი, მათში ბევრი მსგავსებაა ).
პანს საოცრად უყვარდა მუსიკა, მან სახელი გაითქვა ფლეიტაზე დაკვრით,
მისი ფლეიტა სინამდვილეში იყო ნიმფა, რომელმაც პანის სექსუალურ ძალადობას წინააღმდეგობა გაუწია, პანმა ვერ აიტანა უარყოფა და ნიმფა მუსიკალურ საკრავად გადააქცია .
არა აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა იქნები, შენ ნებისმიერი სახით მაინც მე უნდა მეკუთვნოდე! - ბრძანა მან.
პანი ცნობილი გახდა როგორც ბუნების მფარველი ღვთაება. ზოგიერთი პანის სახასიათო შტრიხი მაგ. სექსუალურობა, ურცხვობა, სიჯიუტე და ბუნების სიყვარული კარგად შემოინახა თხის რქის ფსიქოტიპმა. "