ზოდიაქოს სისტემაში თხის რქა 22 დეკემბერი - 20 იანვარი ინდური ჰოროსკოპის მიხედვით :
15 -27 დეკემბერი : მულა ცხოველი - ძაღლი (მამრ.)
28 დეკემბრიდან 10 იანვრამდე : პურვა-ასადხა ცხოველი - მაიმუნი (მამრ.)
11 - 23 იანვარი: უტარ-ასადხა ცხოველი - მანგუსტი
15 -27 დეკემბერი : ცხოველი - ძაღლი (მამრ.)
მულა ითარგმნება, როგორც "ფესვი", და მიუთითებს ცხოვრების საწყისის ძიებაზე და მათზე ვინც იმყოფება შედარებით ცუდ პირობებში. ის დაკავშირებულია ვარსკვლავ იზიდისთან (მორიელის ნესტარი), რომელიც არის მკვეთრი ვარსკვლავი, მფარველობს ყასბებს და საზოგადოების სხვა უხეშ ელემენტებს.
ამ ვარსკვლავის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ჭკვიანები, მოხერხებულები და სულიერი საგნების ერთგულნი არიან, მაგრამ გარემოცულნი არიან ეჭვების ატმოსფეროთი. ისინი მამაცები არიან, უყვართ თავგადასავლები, შადრევანივით აფრქვევენ იდეებს, შესწევთ ადამიანების წინამძღოლობისა და მოულოდნელი ცვლილებებისადმი, რომლებითაც სვსეა ცხოვრება ადაპტირების უნარი. მიისწრაფიან ყველაფრის შეგრძნებისა და გაგებისაკენ, გაგაჩნიათ აშკარა მიდრეკილება თავგანწირვისადმი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს ადამიანები უზრუნველყოფილები არიან, ისინი მაინც მოკრძალებით (რომ არ ვთქვათ ასკეტურად) ცხოვრობენ. სიყვარულში ისინი იდეალისტები არიან, რომლებსაც თავგადასავლები სწყურიათ და თან ეშინიათ მათი. პარტნიორს მათთან შეგუება მოუწევს, და არა პირიქით. ისინი ძალიან ძნელად მიდიან დათმობებზე. ძაღლი ვნებიანი დ აქტიურია, ის მგრძნობიარე არსებაა, სექსუალურობის დიდი მარაგით, და სწრაფად პოულობს იმას, ვინც უყვარს. და მაინც სექსში ისინი ხშირად ავლენენ შეშფოთებას და ეჭვიანობასაც.
გაუბედავ, ცვალებად და არასაიმედო მულას არ შეუძლია დარჩეს ქცევის საყოველთაოდ მიღებულ ჩარჩოებში. ისინი გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებენ და პოულობენ განსაკუთრებულ სიამოვნებას ცხოვრებაში დასაშვებ ზღვარზე. მათ არ სჭირდებათ სერიოზული და სტაბილური ურთიერთობები, თუმცა მათ შეუძლიათ ხანგრძლივი კავშირის დამყარება, მხოლოდ იმ პირობით, თუ მეგზური მათ არ მოსთხოვს ნორმებისა და წესების დაცვას.
საუკეთესო პარტნიორები არიან: ძაღლი (მდედრ.) (არიდრა), მაიმუნი (მამრ.) (პურვა - ასადხა) და ვეფხვი (მდედრ.) (ჩიტრა).
ამ სახლს მართავს კეტუ-დრაკონის კუდი.
28 დეკემბრიდან 10 იანვრამდე : ცხოველი - მაიმუნი (მამრ.)
პურვა-ასადხა დაკავშირებულია ვარსკვლავ β-მშვილდოსანთან. ეს ბუნებით მიწიერი ვარსკვლავია, მასზე გავლენას ვენერა ახდენს და მიუთითებს პოპულარობაზე. სახელწოდება ითარგმნება, როგორც "დაუმარცხებელი","დაუპყრობელი" ან "გამარჯვებული წინაპარი". ეს მიანიშნებს დამოუკიდებლობაზე, სიმდიდრეზე და იმაზე, რომ ადამიანი აკეთებს იმას, რაც მას მოსწონს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე. სიმბოლურად მას მარაოს სახით გამოსახავენ.
ეს ადამიანები ერთდროულად არიან შეუპოვრები და ჭირვეულები, დისციპლინირებული და მოუხელთებელები, უნარი აქვთ კარდინალურად შეცვალონ არა მარტო თავიანთი აზრი, არამედ პიროვნული თვისებებიც კი. მათ მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ და მრავალმხრივი ნიჭი, მათი რთული პიროვნება მუდმივ განვითარებაში იმყოფება, რამაც მათი გარშემომყოფები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს... ისინი საკუთარი აზრების გამტანი არიან, მაგრამ ხშირად იცვლიან თავიანთ აზრებს. მათთვის აუცილებელია მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შეგრძნებები. ეს მოთხოვნილება ცვლილებებისადმი არ უნდა რჩებოდეს საიდუმლოდ პარტნიორისთვის, რომელსაც მოუწევს მასთან ყველაფერში შეხმატკბილებული ყოფნა. ის არის შთაგონებული და გამომგონებელი საყვარელი, რომელიც არასდროს ამბობს უარს ლოგინზე, ადვილად ეწყობა საპირისპირო სქესს, მაგრამ იშვიათად თანხმდება ხანგრძლივ ურთიერთობებზე.
ერთგულების ფიცის მას სჯერა და იცავს კიდეც.... სხვა შემთხვევამდე. პურვა - ასადხა შეიძლება ჩაითვალოს მონოგამიის მიმდევრად. თავის რჩეულს, როცა ერთგულებას ეფიცებიან არ ატყუებენ. თუ მეგზური შეიცნობს მაიმუნის სერიოზულ ბუნებას, მაშინ კავშირი დაურღვეველია. როგორც საყვარლები ისინი შეიძლება იყვნენ გამომგონებლები და დაუღალავნი.
საუკეთესო პარტნიორები არიან: მაიმუნი (მდედრ.) (შრავანა), სპილო (მდედრ.) (რევატი), ძაღლი (მამრ.) (მულა), ცხენი (მამრ.) (აშვინი), სპილო (მამრ.)(ბჰარანი), კატა (მდედრ.) (პუნარვასუ), კატა (მამრ.) (აშლეშა) და ცხენი (მდედრ.) (სატაბხიშა).
ამ სახლს მართავს პლანეტა ვენერა.
11 - 23 იანვარი: ცხოველი - მანგუსტი
უტარ-ასადხა დაკავშირებულია ვარსკვლავ ალრამინთან (α-მშვილდოსანი). ის ბუნებით დედამიწის ვარსკვლავია, სასურველი და მზიანი. ის წარმოადგენს ლიდერის თვისებების ნიშანს, მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც "საყოველთაო", "შემდგომ გამარჯვებული". ის ანიჭებს ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარების უნარს, ზრუნავს კაცობრიობის სულიერების ამაღლებისთვის, ანიჭებს მონადირის ინსტიქტებს და გადაჭარბებული სქესობრივი მოთხოვნილებისადმი მიდრეკილებას. ასევე ანიჭებს ცოდნის სფეროში ღრმად შეღწევისა და რაიმეთი გატაცების უნარს. ამ ნიშნის ადამიანები ხშირად თავმოყვარე და ჭკვიანი მარტოხელები არიან. მათ სძულთ ტყუილი, მოტყუება და მოსყიდვა.
ისინი თავიდან ფეხებამდე იდეალისტები არიან, და მზად არ არიან მიიღონ რეალობა ისეთი, როგორიც ის არის. ძალიან უჭირთ იცხოვრონ სხვასთან, და ხანდახან საკუთარ თავთანაც კი. ინდურ ზოდიაქოში მხოლოდ მანგუსტს არ ჰყავს წყვილი. შეიძლება მას მართლაც არავინ ჭირდება? ყოველ შემთხვევაში პარტნიორს მოუწევს გაითვალისწინოს მისი დამოუკიდებლობა, მისი მაღალი სულიერი მოთხოვნილებები, განმარტოების სურვილი. ტრადიციული ურთიერთობა მისთვის მიუღებელია. საქმიანი, ჩქარი, დაუღალავი, მხიარული მანგუსტი ყოველთვის ცხოვრობს თავისი საკუთარი წესებით. ის მაღალი სულიერების მქონე ქმნილებაა, ძალიან რთული მოთხოვნილებებით სიყვარულში. ხშირად მისი აზრები კონცენტრირებულია სექსიდან განყენებულ მატერიებზე.
ის გველ ადამიანებთან ურთიერთობას, ბუნებრივია, უნდა მოერიდოს. უტარ-ასადხას მოთხოვნილება რთულია და წინააღმდეგობრივი ისინი თამაშობენ თავისი წესებით და არ არიან ბედნიერნი ცხოვრების ტრადიციული კავშირებით. იმისათვის, რომ იგრძნონ თავისი გამორჩეულობა მათ სჭირდებათ თავისუფლება. ისინი გამომგონებლები არიან სექსში, შეუძლიათ დააინტრიგონ მათთვის სასურველი ობიექტი.
საუკეთესო პარტნიორები არიან: ძროხა (უტარ - ბჰადრა), ცხვარი (მდედრ.) (კრიტიკა), ცხვარი (მამრ.) (პუშია). მაიმუნი (მამრ.) (პურვა - ასადხა), მაიმუნი (მდედრ.) (შრავანა) და მანგუსტი (უტარ-ასადხა).
ამ სახლს მართავს მზე.
წყარო :
http://horoscope.interes.ge/