დამოუკიდებელ კუროთა საძოვრის ჰიმნითავის დროზე ნაპოვნი და ბოძებულია by diaz_niasamidze
კურო ხელმძღვანელობს პრინციპებით:-
1- ფულის ხარჯვას ცოდნა უნდა.
-
2- სხვისი არაფერი მინდა,ჩემსას ნუ შეეხები.
-
3- ნუ მიბიძგებ. უბრალოდ მთხოვე.
-
4- ვინც მოითმენს,ის მოიგებს.
-
5- ილაპარაკე რაც გინდა, მაინც ისე იქნება, როგორც მე მინდა.
-
6- შემსრულებელი ლიდერზე დიდი ძალაა.
-
7- არ შეაწუხო ის,ვინც კარგად მოკალათდა.
-
8- ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებებს.
-
9- სიყვარული საქმით დამიმტკიცე.
-
10- ხანდახან მე თვითონაც არ ვიცი,ჭამა მირჩევნია თუ სექსი.
(ყველას მადლობას მოგახსენებთ,დემოკრატიულ რეფორმაში მონაწილეობითვის

)
გრძელი დახასიათებების მოკლე შინაარსი ზარმაცი კუროებისთვის
მომთმენი და საიმედო
გულთბილი და მოსიყვარულე
მტკიცე და შეუპოვარი
აუღელვებელი და უსაფრთხოების მოყვარე
ეჭვიანი და მესაკუთრე
წყენია და ტლანქი
თვითშემწყნარებელი და ხარბი
ინტერესები:
ფული,ხელოვნება,სიმღერა,ცეკვა,დიზაინი,მოდა,ხელსაქმე,საჭმელი.
პროფესიები:
კერძო ბიზნესი, ფინანსისტი, ბანკირი, ფერმერი, ბუღალტერი, აუქციონერი, უძრავი ქონების მაკლერი,
არტ დილერი, არქიტექტორი, სკულპტორი, ფლორისტი, მზარეული, მომღერალი,მსახიობი,მოდელიერი.
ვერ იტანს:
შეზღუდვებს. ცვლილებებს. ხელოვნურობას.
საყვარელი ფერი: მწვანე
ძვირფასი ქვა: ზურმუხტი
მეტალი: სპილენძი
საყვარელი სპორტი: "სკამობანა"(წესები: მოწინააღმდეგენი სხდებიან სკმებზე. ვინც პირველი ადგება,აგებს)
ყვავილები:
იასამანი
"ნიავი, მაისი, ბაღში სავანეში...
ასეთ მაისებში გზაა სავალი!
ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამანი."-ის მოტივებზე

ვარდი
"ვარდისფუცლობის ნიშანი არის და დრო პირველი პაემანისა"ს მოტივებზე
ხშირად ასოცირდება: მუთაქას,ბალიშს,სავარძელსა და ყველაფერ რბილსა და ფუმფულასთან

P.S. მე ახლა ამ თემას ოფებისგან გავწმენდ. ჩვენი დეიდა მთვარე მყავს მისახედი და არ მეცლება. ამიტომ,პერიოდულად მოიძიეთ ინფორმაციები. სულ მოდერებს ნუ შეჰყრებთ,ხალხო

თქვენ აქ არ იჩათაოთ,ვინმე თუ მოგეწონათ პიემი მიწერეთ და თავი დაანებეთ სმაილებით ფლირტს
ჰო,გულგაფატრული თუ შემოვარდა ვინმე დასაცლელად,გაგებით მოეკიდეთ და თქვენ არ დაუმატოთ.
აბა,არ იცელქოთ