ni ka
Super Member

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 945
წევრი No.: 135857
რეგისტრ.: 13-September 11
|
#27817193 · 13 Oct 2011, 13:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მომინდა ძველი ნაწერებისთვის გადამეხედა და... აღმოვაჩინე, რომ...
* * * თეთრი, რძისფერი ნისლი გადაეკრა. თბილ საბურველში გაახვია და მიაძინა... თავიდან ვერ გაერკვა სად იყო... -სად ვარ?! -აქ... -სად აქ?! -სადაც გინდოდა მოხვედრა... -მე ვერავის ვხედავ, ხმა კი მესმის... -ვერ ხედავ, იმიტომ რომ აქ არ არსებობს ისეთი მატერია, რომელსაც შენი თვალია შეჩვეული... გაახსენდა, ბოლოს რაც გააკეთა იყო ის, რომ საწოლში ჩაწვა და ფიქრი დაიწყო. მერე რა მოხდა აღარ ახსოვს... "ე.ი. სიზმარში ვარ" დაასკვნა... -არა, სიზმარში არ ხარ... -შენ რა იცი მე რა გავიფიქრე? -ვიცი, ზუსტად მაგ "სხეულით" ვარ შემოსული რასაც თქვენ ფიქრს უწოდებთ... "აი, ისევ დაიწყო" გაიფიქრა და შეაჟრჟოლა, "აუ, მგონი ვგიჟდები, თუმცა... ისეთმა ფიქრმა არ გამიელვოს ახლა თავში, რომელიც გამაშიშვლებს ამ რაღაცის თუ ვიღაცის წინაშე... წარმოგიდგენია? ფიქრიც კი საშიში ყოფილა. კი ,მაგრამ როგორ უნდა შევწყვიტო ფიქრი, როდესაც აზრები თავისით მიმდიან თავში?" - დამშვიდდი, შენ უკვე შიშველი ხარ ჩემს წინაშე - გაეღიმა რაღაცას თუ ვიღაცას- მაგაზე ადვილი არაფერია, უბრალოდ შორიდან შეხედე საკუთარ თავს, საიდან მოდიან აზრები და მიხვდები, რომ მათი 99%-ი შენი არაა, უბრალოდ ისინი გაიძულებენ, რომ დაიჯერო თითქოსდა ისინი შენი ნაყოფია, ილუზიას გიქმნიან. შენც და ჩვენც ასე გვაწყობს. ხოდა შენც იღებ ასეთ "რეალობას"... შეცბუნებულმა ტანზე დაიხედა, არა ისევ ისეა ჩაცმული როგორც ყოველთვის, "თუმცა, ხო, აზრებით გაშიშვლება იგულისხმა, ალბათ, მეც ხომ ასე გავიფიქრე... კი ,მაგრამ საკუთარ თავს ვხედავ", ხელები გაშალა, დახედა მათ, თითები გადათვალა, ორივე ხელზე, როგორც ყოველთვის ათი თითია, შეეხო, იგრძნო შეხება "აშკარად მატერიაში ვარ, ხმის პატრონს კი ვერ ვხედავ..." - ხომ გითხარი, შენი თვალი რასაც არის შეჩვეული, იმას ხედავს მეთქი, შენ შენი თავი იმიტომ დაინახე, რომ შენმა თვალმა დიდი ხანია დაიმახსოვრა მატერიალური სხეული, ამიტომაც ეს იყო დამახსოვრებულის "ხილვა", ანუ ილუზია და არა ახლა აღქმული და დანახული, ხომ გაგია, ხანდახან საკუთარი თვალებიც გატყუებენო. თუმცა, ეს რომ აგიხსნა ახლა მაინც ვერ გაიგებ, ეს შენთვის ჯერ ადრეა.. მაგრამ მოვა დრო და რეალურად დაინახავ ყველაფერს... მდას, მართლაც საშიშია აქ ყოფნა - გაიფიქრა... - არა, საშიში არაა, უბრალოდ აქ იმიტომ ხარ რომ ისწავლო, ისწავლო ყველაფერი, გამოიწრთო, რათა, როცა მართლა საშიშ ადგილას მოხვდები არ გაყიდო საკუთარი თავი. დაიცვა იგი და იბრძოლო. აი, თქვენ, ადამიანები, როცა ბრძოლის ველზე გადიხართ, ინიღბებით, ცდილობთ ზურგის ქარი არ გიბერავდეთ, სიგარეტი არ მოწიოთ, შეინიღბოთ და გარემოს მოერგოთ, ბუნებასთან იქცეთ ერთ-არსად, ამას თქვენებურად კამუფლიაჟი ეწოდება, ხომ ასეა?!. ასეა აქაც, როცა ბრძოლას იწყებ, ჯერ უნდა იცოდე შენიღბის ოსტატობა, უნდა იცოდე თუ რა შეუძლია შენს მტერს და რა შეგიძლია შენ, რა იარაღს ფლობს იგი ოსტატურად და რას - შენ... აქ შენი მატერიალური იარაღი არ გამოგადგება... ხოლო ფიქრი, პირველი შენი გამცემი იქნება, იგი წამში ჩაგიშვებს მტერთან და წამში აპოვნინებს შენს კვალს... უნდა ისწავლო იქცე უხილავად, უხილავ მებრძოლად, ამისათვის კი, პირველ რიგში, ისწავლე ფიქრების მართვა, შენ შეგიძლია ფიქრები მიმართო საპირსპირო მხარეს, იქითკენ, საითკენაც გინდა რომ მტერი მცდარ კვალზე დააყენო... "მდას, მგონი მართლა ვგიჟდები..." - არა, არ გიჟდები, შენ ხომ გინდოდა ყოფილიყავი გმირი, საკუთარ თავზე აგეღო მისია, მისია რჩეულისა... რჩეულობამდე კი ჯერ სწავლების პროცესია... "აჰა, ისევ სწავლა, ვერ ვიტან, ალბათ, ისევ წიგნები, თუმცა აქ წიგნები სად ექნებათ, რა კარგია, პრაქტიკული მეცადინეობები სჯობს, ასიანი..." -ცდები, ზუსტადაც, ჯერ თეორიული ცოდნა უნდა მიიღო. შენ ნუ ნერვიულობ, წიგნების მეტი რა გვაქვს, თანაც ისეთი, რომელიც პირველსაწყის ცოდნას გადმოგცემს, თორემ ვინც კი თქვენთან ამ ცოდნაზე პრეტენზიას აცხადებდა და აცხადებს, მხოლოდ მეასედი იცოდა და იცის იმისა, თუ რა წერია ამ წიგნებში. თქვენ რასაც სიბრძნეს უწოდებთ, იგი ბავშვების გასართობი ზღაპრებია... "ვაიმე, ეს სად მოვხდი, გალუცინაციები მჭირს, თუ ამდენი კითხვისაგან შიზოფრენია დამეწყო?! ისევ, კითხვა... მგონი ეს ჩემი მეგობრების ბოროტი ხუმრობაა, აჰა, მართლა ხუმრობაა. თუ წიგნი არ წავიკითხე, გიჟდებიან, ძალით მაჩეჩებენ და მაკითხებენ, თანაც, რაც ხელში მოხვდებათ ისეთებს. მგონი იმ წიგნების ბრალიცაა ის, რაც ახლა ჩემს თავს ხდება..." -ურწმუნო, რწმენა არ გაქვს, განდიდების მანიით კი ხარ შეპყრობილი! თავად გსურდა ყოფილიყავი რჩეული, მაგრამ ისე, რომ არ გინდოდა ამისათვის არანარი საზღაური გაგეღო. რჩეულების საზღაური დიდია, შენ კი იმასაც ვერ მიხვდი, რომ შენს ნებისმიერ ფიქრსა თუ აზრს აქ კითხულობენ... ბრიყვი ხარ! - ხმამაღლა გაეცინა ხმას, ხმას, რომელსაც ბგერაც კი არ დასცდენია... "ოოოო, მგონი მართლა მაგრად გავები"... - კარგი, ოღონდაც შეურაცხყოფების გარეშე ო.კ.? არ გვინდა მასე, ისედაც უთანასწოროდ მიდის ჩვენი საუბარი, შენ მე მხედავ, მე კი ვერა, არ ვიცი ვისთან მაქვს საქმე... თანაც ცოტა უჩვეულოა ჩემთვის ასეთი რამეები, ნუ კი ვკითხულობდი ასეთ რამეებზე, მაგრამ... - ხო, გაები, აწი მოგიწევს ყოველივე მატერიალური დავიწყო და თავიდან აითვისო ის, რაც უნდა იცოდე... მაშ, დავიწყოთ, დღეს პირველი გაკვეთილი უკვე ჩაგიტარდა. უკვე იცი, რომ საკუთარი ფიქრები და აზრები გყიდიან. ხვალ მეორე გაკვეთილი იქნება. შეეცადე წაიკითხო აზრი და ფიქრი, თუ რას შეეხება მომდევნო გაკვეთილი... -?! -ბრიყვი ხარ, განდიდების მანიით შეპრობილი ბრიყვი, ტყუილად "ვსაუბრობ" შენთან "შეურაცხყოფასაც მაყენებს ეს საშინელი რაღაც თუ ვიღაც, უკვე მეორედ, ამდენს უკვე ვეღარ მოვითმენ, ნეტავ ვხედავდე, ერთი გემრიელად ვუთავაზებდი... დამცინის კიდეც..." -ჯერ დაგვინახე და მერე გვითავაზე - გადაიხარხარეს აზრმა და ფიქრმა და გაუჩინარდნენ. შორიდან კი ექოსავით გაისმა - იფიქრე, ხვალ რას გასწავლით...
გაკვეთილი მეორე...
ის რაც მატერიაში ხდება, შეიძლება ილუზიური იყოს... ადამიანები საკმაოდ კარგად ფლობენ ილუზიის ხელოვნებას, შენიღბის ხელოვნებას... თუ გინდა სიმართლე გაიგო და სინამდვილე დაინახო მოაშორე ილუზია, თქვენებური ლოგიკა გადაიყვანე ალოგიკuრობაში და... ყველაფერი თავის ადგილას დაჯდება... ეს თავიდანვე იდო შენს კოდში, ახლა კი მოგიწევს იმის აღდგენა და გაცოცხლება რაც ქვეცნობიერში გედო... ალოგიკურობა შეიძლება ყველაზე მეტად ლოგიკური იყოს, ეს იცი, მაგრამ... ყველაზე ალოგიკური აზრი შეიძლება ყველაფრის საწყისი იყოს... დაუგდე ყური ამ აზრს, მის წარმოშობას და მიმართულებას... ნუ უგდებ ყურს სიტყვებით ნათქავმს. ადამინები ხშირად იმას არ ამბობენ, რასაც ფიქრობენ, შენ უბრალოდ ეს სიტყვები გამოიყენე გზად, გზად მათ ფიქრებამდე.. გაჰყევი ამ გზას და ყველაზე ბნელ სიღრმეებში ჩადი. ნუ შეგეშინდება იქაურობის, იქ არსებული ილუზიისა. ილუზიასა და სინამდვილეს ადვილად გაარჩევ, თუმცა ილუზია და სიმართლე ერთად არსებობენ და თითქმის იდენტურები არიან, მაგრამ მათ შორის განსხვავება ძალიან დიდია... სიმართლე არ ქრება, ილუზია კი ქრება, ქრება მაშინათვე როცა მიხვდები, რომ ილუზიაა და მოგინდება მისგან გათავისუფლება... ადამიანებს გიწევთ დუალურ სამყაროში ცხოვრება, თუმცა ამ დუალობას კი აღიარებთ, მაგრამ რატომღაც ვერ იყენებთ მის არსს... ორი სიმართლე, ორი ჭეშმარიტება - იქნებ მოახერხო და გააერთიანო... ვიცით, რომ ჯერ გიჭირს ამის გაკეთება, თუმცა ნელ-ნელა ამასაც აითვისებ... ადვილია ინფორმაციის მიღება, მართლა ადვილია, მაგრამ ძნელია მისი გადამუშავება, გაანალიზება სწორად და უფრო ძნელი მისი შენახვა, დამახსოვრება შენში ცნობიერ დონეზე. რატომღაც, უფრო ხშირად ცნობიერი გძალავთ და ქვეცნობიერს არ უგდებთ ყურს, არ ხედავთ. არადა გავიწყდებათ, რომ ქვეცნობიერი მართავს ცნობიერს... ახლა კი გაიღვიძე, გაიღვიძე და არ დაგავიწყდეს ის, რაც ახლა აითვისე და გაიხსენე... მოგვიანებით კიდევ შევხდებით... 22.08.2007.
და ბოლო, რაც არასდროს თქმულა...
ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა დარჩა შეუსმენელი
ორთაგან ერთ-ერთში იყო სხვა, განსახვევებული მისტიკა, მისტიკა სისხლისა რომელიც უნდა შერეოდა მეორეს და ქცეულიყო რაღაც დიდად, მაგრამ მხოლოდ ერთი პასუხი იყო... ყოველთვის არსებობს სიმართლე, სიმართლე, რომელიც ან უნდა ჩაიყლაპოს მეორე სიმართლის მიერ ან თავად უნდა ჩაყლაპოს სხვისი სიმართლე... დაიმახსოვრე გაკვეთილი მესამე - არ არს დაფარულ, რომელიც არ გამჟღავდეს... არასდროს შეცვალო ის, რაც კანონზომერია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიტან კანონზომიერებაში ქაოსს და შეცვლი ყველაფერს, რომელიც კანონზომიერების ერთ დიდ ჯაჭვში გამოიწვევს დაუსრულებელ ცვლილელებს... არასდროს არ იჩქარო, თორემ ნიშნებს აღიქვამ არასწორად და ეს გამოიწვევს საშინელ ქაოსს... "მე უკვე გამოვიწვიე ქაოსი და ეს იყო იმის გამო, რომ..." რის გამო ვიცით, ეს "რის გამო" იყო ადამიანური გადასახედიდან... ზუსტად მაგაზე გეუბნებოდითთ და იგანიშნებდით... ის ტყე, რომელშიც შენ იყავი ბოლოს, შენს გამო დაცარიელდა.. არასწორად შეაფასე და აღიქვი ყველაფერი... ახლა კი ორი გზიდან უნდა აირჩიო ერთ-ერთი - ან გამოასწორო ყველაფერი და თავის ადგილზე დააბრუნო ყოველი რგოლი, ან არაფერი შეცვალო და ახალი შექმნა... "არაფერს შევცვლი..." რთული გზა აგირჩევია, იყავი დაკვირვებული და იჩქარე ნელა "ჩემი უფროსის სიტყვებია..." ჩვენ ყველა ადამიანის მეშვეობით ვცდილობდით შენთვის მიგვენიშნებინა იმაზე, რაც ახლა გითხარით... ეს არის ბოლო გაკვეთილი, ჩვენ უკვე ამოვწურეთ ჩვენი მისია... ოთხივე სტიქიაში გაირე გამოწრთობა, ახლა უკვე მოგიწევს თავად იარო გზაზე მარტომ ან... "უკვე ავირჩიე გზა... მარტომ..." არ დაგავიწყდეს ის, რაც გასწავლეთ... ხმლის სიგრძე მეომრის სულიდან იწყება... არასდროს ჩააყენო შენი სული ბოროტების სამსახურში... იარე მშვიდობით და გამარჯვებით მაშ, ღმერთი გფარავეს, ღმერთი შენთან და შენში... 10.09.2007.
|