მზე პინგვინის ფრთაშითქვენ ხართ სულმკრზელი ადამიანი, გახასიათებთ სიჟიუთე, სიმახვლე, სიქარგე, სიმზღვავრე, და არაპროგრნოზირებადი ფერთხებადობა
პინგვინის ფრთა უგებს საუკედესოდ თხის რქას, რადგან ორივემ იცის რომ ისინი მხოლოდ სხეულის ნაწილები არიან და ამასთან ორივე ეულია
პინგვინის ფრთას რბილი ხასიათი გააჩნია, რა თქმა უნდა თხის რქამაც კომპრომისებზე წასვლა უნდა ისწავლოს
პინგვინის ფრთას მიუხედავად იმისა რომ გააჩნია რბილი ხასიათი, მისი სიცივე და გულგრილობა ხანდახან აუტანელია, სამაგიეროდ მას მხოლოდ ეს იარაღი გააჩნია მტრულ გარემოში და მტარვალ სამყაროსთან. იგი არ იბნევა და თვით ფეთქებადობისას ინარჩუნებს ცივ გონებას და შეუძლია საღი კრიტიკა და ანალიზი, პანიკებში იშვიათად ვარდება, უყვარს სიმშვიდე და სტაბილურობა, ოდნავი ცვლილება კი ხდის ცივსა და მიუსადეგარს.
უყვარს ფრენა , ჰაერი და ზემოდან ყურება , სამწუხაროდ ის ვერ დაფრინავს , ამის მიზეზია რომ ზოდიაქო პინგვინის ფრთა გაერთიანებულია წყლისა და ჰაერის ნიშნებში თანაბრად, მეხუთე სახეობად რასაც ქვია : ბოლი
პინგვინის ფრთის ოცნებები უფრო მეტად აუსრულებელია ვიდრე თევზისა, სამაგიეროდ მან იცის სიმართლე და ამიტომ ჰაერში ნავარდს წყალში ცურვას აიძUლებს მისი საღი კრიტიკა, მაგრამ მათ ვერ გადაარწმუნებთ იმაში რომ ისნი იფრენენ სიკვდილის შემდეგ!
ბოლი-ს ნიშნები მალაქროლადები არიან, მათ თუ არ მოეწონებათ ერთი ადგილი მეორეგან გადავლენ
ბოლის ნიშნებშI გამოყოფენ შემდეგ ნაირსსახეობებს
ცეცხლი-ბოლი (კვამლი)
წყალი-ბოლი (უბრალოდ ბოლი)
მიწა-ბოლი (ინერტული აირი)
მათ ახასიათებთ ბრძოლა სიმართლისთვის და სინათლისთვის ერთად, მაგრამ ისინი არ იხვეჭენ სახელს, არ სჭირდებათ ეს , სხვათაშორის ვერცერთმა ვერ მოახერხა და ამიტომ არ გვყავს ცნობილი ბოლები , ინერტული აირები, და კვამლები.
ყველა ნაწარმოები ავტორობით: " ავტორი უცნობია " ბოლების დამსახურებაა
ისინი იყვნენ , იცხოვრეს და აორთქლდნენ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ახლა კი ისინი მეორე სამყაროში დაფრინავენ
პინგვინის ფრთის შურის ძიება:
ელოდები , ელოდები, ელოდები და მერე ნერვები გეშლება : |
პინგვინის ფრთის სიყვარული:
ელოდები, ელოდები, ელოდები და თუ მაინც არ შეეშვი დარჩება შენთან ოღონდ ისეთი ცივი რომ ზაფხულში საწოლში კარმის ჩადგმა დაგჭირდება, იციან რომ ბოლოს მაინც დასასრული გარდაუვალია და დიდად არ გამოხატავენ გრძნობებს, მათ ჰგონიათ აქ მხოლოდ ცურვისთვის არიან ხოლო მეორე სამყაროში სიკვდილის შემდეგ იფრენენ
ბედნიერი რიცხვი 41
ფერი თეთრი
ბედნიერი ქვა: ყინული
დანარჩენის თარგმნა მეზარება
This post has been edited by Future> on 23 Jan 2013, 20:52