აჰათ ამ თვის პროგნოზი

შეხედეთ და დააკვირდით აბა, რამდენად ამართლებს

თვის პირველი დეკადა ვერძების უმრავლესობისთვის გამოცდის პერიოდი იქნება. ამ პერიოდში მათ მოუწევთ წარსულში დაშვებული შეცდომების განეიტრალება. გადაჭარბებული თვითშეფასება და არსებულ სიტუაციასთან შეურიგებლობა ხშირად კონფლიქტის საბაბი გახდება, ასევე შესაძლებელია ურთიერთობებში გარჩევები და განშორებები.
ბევრად უფრო პოზიტიური იქნება პერიოდი 14 ნოემბრიდან. ამ დროს ვერძები შეძლებენ წარმატებით განახორციელონ დასახული მიზნები, მიაღწიონ სასურველ შედეგს. ისინი ბევრად უფრო პოზიტიურად იქნებიან განწყობილნი კოლექტიური მუშაობისკენ. მათი ინტუიცია და შემოქმედებითი დამოკიდებულება დაეხმარებათ ვერძებს ახალი იდეების აღმოცენებაში, რომლებსაც ისინი თამამად გაუზიარებენ სხვებს და გაიმყარებენ პოზიციებს კოლექტივში.
მე-3 დეკადაში ვერძები ბევრად უფრო თვითდაჯერებულად იგრძნობენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ 22-25 ნოემბრის პერიოდში საქმე შედარებით ნელა წაიწევს წინ, ვერძები მაინც კმაყოფილნი იქნებიან, როგორც თავისი პროფესიული საქმიანობით, ასევე ფინანსური მდგომარეობით.
ჯანმრთელობანოემბრის პირველი დეკადა არ იქნება სასიამოვნო ვერძების უმრავლესობისთვის. ისინი განიცდიან დაღლილობას, ფსიქოემოციურ აშლილობას და არამდგრადობას. განსაკუთრებით არასასიკეთო პერიოდია 3 ნოემბრამდე, ასევე 7-დან 11 ნოემბრის ჩათვლით, როცა ვერძები ინფექციური დაავადებებისკენ იქნებიან მიდრეკილნი იმუნური ბალანსის დაქვეითების გამო. გარდა ამისა, სასურველია ვერძები ამ პერიოდში ერიდონ ემოციურ და ნერვიულ დაძაბულობას, რამაც დიდი შანსია გამოიწვიოს სისხლძარღვების დაავადებების გამწვავება, სპაზმა და საბოლოოდ მიიყვანოს სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და გულის მუშაობის დასუსტებამდე (
უიმე დედაააა....). ამ დროს მათ დრო ძირითადად სუფთა ჰაერზე უნდა გაატარონ, ნაკლებად იყონ ტელევიზორთან და კომპიუტერთან.
მესამე დაკადაში ვერძები უფრო გააქტიურდებიან. მათი ორგანიზმის ენერგეტიკა სტაბილური გახდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას და ხასიათს.