აჰა, ალტერნატიული 2012 წლის პროგნოზი

ვნახო, ვნახოთ.....
2012 წელი, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი, ვერძთა უმრავლესობისთვის შემოქმედებითი წელი იქნება და ხელს შეუწყობს სულიერ ზრდასა და განვითარებას. მათ ცხოვრებაში ცვლილებათა ქარიშხალი დატრიალდება, რაც კარიერულ წინსვლასა და აღმავლობას განაპირობებს. ბევრი ჩაფირებული პროექტი თუ გეგმა ხორცს შეისხავს წლის პირველ ნახევარში და შემოსავლის ახალ წყაროდ იქცევა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი კვარტალი (იანვარი, თებერვალი), როცა სასიამოვნო შეხვედრებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება შიტანოს ვერძთა ბედში. ამ პერიოდში აუცილებელია აქტიურად ქმედება, რადგან ჩნდება შანსები ახალი ნაცნობების და პარტნიორების მოზიდვისა, რომლებიც დაინტერესდებიან ვერძთა იდეებით და გეგმებით. ასევე, დიდი იქნება უკვე არსებული ნაცნობების დახმარების და მხარში დგომის შანსიც. ამასთან ერთად, ვერძები შესანიშნავად გაართმევენ თავს საქმიანი ცხოვრების შეთავსებას გართობასთან. მათ ელოდებათ უამრავი შეხვედრა და ახალი კონტაქტები, რაც დიდ როლს ითამაშებს სასიყვარულო, საოჯახო და შემოქმედებითი ურთიერთობების განსავითარებლად.
მეორე კვარტალში მოსალოდნელია უთანხმოებები პარტნიორებთან. ბევრი გეგმა და ჩანაფიქრი მოულოდნელ დაბრკოლებას წააწყდება. აპრილში მოსალოდნელია ფინანსური სირთულეებიც. მაისი შედარებით სტაბილური პერიოდი იქნება და ვერძები შეძლებენ უფრო ადექვატურად გაანაწილონ ძალები, მოახდენენ გეგმების კოორდინირებას და ძალისხმევას ჩაფიქრებულის მიღწევაში მიმართავენ.
ივნისი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი და ივლისის დასაწყისი ნეგატიური პერიოდია. ამ დროს ჯანმრთელობა, ხასიათი და შრომისუნარიანობა მკვეთრად დაეცემა. ამავე დროს დიდია ნათესავებთან კონფლიქტის ალბათობა და ფინანსური პრობლემები.
ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო კვლავ ჰარმონიულ პერიოდს გვპირდება, ვერძების ენერგეტიკა ისევ გაიზრდება. ეს შესანიშნავი დროა სასიყვარულო შეხვედრებისთვის, ცვლილებებისთვის, მოგზაურობისთვის, ბიზნესის გაფართოვებისა და გაკაჟებისთვის. თუმცა, აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბრის დასაწყისში ვერძებს უფრო მეტი წინდახედულობა ჰმართებთ. ეს მეტად არასტაბილური პერიოდია, როცა შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს ვერძის გარემო და გარემოცვა, არის კონფლიქტების ალბათობა სამსახურსა და ოჯახში.
სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაწყებული ოქტომბრის ბოლომდე, ვერძები საუკეთესო ფორმაში იქნებიან. ბევრი მათგანი ამ დროს მნიშვნელოვან სარისკო პროექტებს მოკიდებს ხელს. ახალი სასიყვარულო თავგადასავლები, ახალი მეგობრები, რომანტიული შეხვედრები და საქმიანი პარტნიორები, ვერძს წარმატების მწვერვალზე აგრძნობინებენ თავს!
ნოემბრის დასაწყისში ვერძები უფრო ფრთხილები უნდა იყვნენ როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე გარშემომყოფებისაც. ეს არც ისე სასიკეთო პერიოდია ჯანმრთელობისთვის. დიდია ინტრიგის წარმოშობის ალბათობა. მსგავსი სიტუაცია იქნება დეკემბრის მეორე ნახევარშიც, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე თუ შეხვედრა სჯობს დასრულდეს ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბრის დასაწყისში, როცა ვერძები საკმაოდ თვითდაჯერებულნი იქნებიან საკუთარ შესაძლებლობებში.