სასტიკად მაღიზიანებენ მერწყულები ხშირ შემთხვევაში, ხოდა როცა იმაზე დავფიქრდები, რომ ობიექტური მიზეზებით მაღიზიანებენ, ეგრევე ბიძინა ივანიშვილი მახსენდება და ვხვდები, რომ ჩიტსა ოპოზიციური ბაზარია
მაგრამ როგორც ლომები არიან, ეგოცენტრიკები და ხშირ შემთხვევაში აუტანლები
არც მერწყულები ჩამორჩებიან, უპასუხისმგებლობით და კიდევ, ტიპს უყურებ და იცი რომ ფსიქოპატია
ხოდა ივანიშვილი მევასება მაგრად
აი real aquarius

მეტოქეების მიერ დაქირავებული მკვლელები მასზე ნადირობდნენ; ქარხნის დირექტორი, შეგზავნილი კაცი, აივანზე საყელოთი გადმოკიდეს; მის პარტნიორს კრასნოიარსკის აეროპორტში ბანდიტები დახვდნენ, ადგილობრივ სასაფლაოზე წაიყვანეს და ის ხალხი შეახსენეს, ვინც ალუმინის ომებს შეეწირა.
„ჩემი მთავარი ღირებულება თავისუფლება და სიცოცხლეა“, – ასე ხსნის ივანიშვილი ალუმინის ბიზნესიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას. „იმ დროის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენი დაიღუპა, რამდენმა დაკარგა თავისუფლება, ღმერთო ჩემო!“
ივანიშვილი, ყველაზე უმცროსი ხუთ შვილს შორის, 1956 წლის თებერვალში ჭორვილაში დაიბადა, მაღაროელისა და დიასახლისის ოჯახში. სოფელი ძალიან ღარიბი იყო. „ხანდახან შეგვეძლო ფეხსაცმლის ყიდვა, მაგრამ ყოველთვის როდი გვწყალობდა ბედი,“ ამბობს ივანიშვილი. „ელექტროენერგია მაშინ ჩაგვირთეს, როდესაც 7 თუ 8 წლის ვიყავი, რადიო – 14-15 წლის, ტელევიზია – მხოლოდ ამის შემდეგ. დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ვატარებდით, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობდით. ყველას უნდა ეშრომა“. 13 წლის იყო, როდესაც სამშენებლო ბრიგადებს აყალიბებდა.
მაგრამ ამასთანავე ბეჯითად სწავლობდა. საღამოს სკოლის საფასურს იმით იხდიდა, რომ ფოლადგადამამუშავებელ ქარხანაში ლითონის ნარჩენებს გვიდა. ქარხანაში სწრაფად მიიწევდა წინ და ეკონომიკური განვითარების განყოფილების გამგედ დააწინაურეს. მაგრამ თანამდებობაზე უარი თქვა, რადგან მისი კოლეგები ფულს იმით აკეთებდნენ, რომ ლითონის არალეგალურ საამქროებს ამუშავებდნენ.
This post has been edited by Qwerty-1 on 30 Aug 2012, 21:57