აბა დავწეროთ რა გვიყვარს ჩვენი ნიშნის და რა არა ^^
მე ყველაზე მეტად მერწყულებში ვაფასებ იმას, რომ პროგრესირებადი ნატურაა, ცოდნის და სიახლის მიმართ გახსნილია, მაგრამ აქ პატარა პრობლემაა, თუ მერწყული განუვითარებელია ყველაფერი თანამედროვეს მიმართა ქაოსურად მიმღებია... განურჩევლად, გაუაზრებლად იღებს და მიაჩნია, თუ ახალია ე.ი. კარგია, თუ ძველი - ცუდი. თუმცა, როცა მერწყული გონებასთან მეგობრობს, კარგად არჩევს სასარგებლო, ღირებულ, პოტენციალის მქონე ნოვაციას და გადასარევად არგებს საკუთარ თავს და გარემოს, ასევე იცის, რომ ძველის გამოყენებაც შეიძლება დააფდეითების სახით, იმიტომ რომ სიახლე ციდან არ ვარდება... მიყვარს ამ ნიშნის კაცთმოყვარეობა, თუმცა კაცობრიობის სიყვარული უკეთესად გამოსდის, ვიდრე ინდივიდების. შესაბამისად, მისი საქმენი უფრო მასშტაბურია, ვიდრე კონკრეტული... ამის გამო ხშირად ხედავენ ცივ, პოფიგისტ ადამიანად, მაგრამ არც ასე მარტივად და ზედაპირულადაა საქმე... თუმცა რაღაც დონეზე "პრინციპ ნევმეშაწელსტვა" და მით უფრო ეგოიზმი ახასიათებს, ესეც მისი მასშტაბურობითაა გამოწვეული.
ერთდროულად გუნდურია და ინდივიდუალისტია, უყვარს ხალხი, "კამპანიისკია", ჯგუფში მეტი ხალისითა და ენთუზიაზმით მუშაობს, მაგრამ ყოველთვისაა ზღვარი, ხან ხილული და ხან უხილავი, რომლის იქითაც რაც არ უნდა თავზე დადგე ვერ გადახვალ მასთან ურთიერთობაში, რაც არ უნდა უახლოესი მეგობარი იყო. მაგრამ, ხშირად, დაუდევრობით და აჟიტირებულობით თვითონ კვეთს თავისი მეგობრის ზღვარს. ნუ გაბრაზდებით, ამას მხოლოდ კეთილი სურვილებით აკეთებს. თვითონ შეიძლება შეეშალოს და მერე იმავე შეცდომაზე შენ დაგტუქსოს, არაუშავს, შესაძლოა ორმაგ მორალად მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში შენზე ზრუნავს. არ არის სანაქებო თვისება ჯუსტ ასეთია და მოგიწევს მიიღო, ვერ შეიცვლება.
ბევრი ამხანაგ/"მეგობარი" ყავს, მისი მეგობრები კი ერთეულები არიან. ხანდახან გგონია, რომ შენც მის გარშემო შეყრილი მასის რიგითი წევრი ხარ, მაგრამ თუ კარგად ჩაუკვირდები, მიხვდები, რომ მის "რჩეულთა" რიგებში ხარ... შესაძლოა "ჩამოგშორდეს", დღეები, თვეები, წლები, საუკუნეები არ გნახოს სადღაც გადაიკარგოს, მაგრამ იცოდე ერთხელ თუ გაღიარა "ეტა ნა ვსუ ჟიზნ"...
რაღაც სასწაული რწმენა აქვს მომავლის, უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, როგორ არ უნდა იყოს ის კარგი და ნათელი მისთვის. წარუმატებლობები დიდად/დიდხანს არ ტეხავს, მალევე დაისახავს ახალ მიზანს და ძველს ნაგავში მოისვრის, თან ისე, რომ გულისწყრომა არ შერჩება. ზედაპირული და უპასუხისმგებლოა? არა! რატომ უნდა იდარდოს დიდხანს იმაზე, რაც წარსულში დარჩა...
ხანდახან სატურნი შემოუტევს და დეპრესიას მიეცემა, მერე გათენდება და ურანი გამოჩნდება ასპარეზზე... აი ასე ერთობა ^.^
რაც არ უნდა ნაგავი იყო, გულწრფელობისთვის უფრო დაგაფასებს და შეგიყვარებს, ვიდრე კარგად მორგებული ნიღბისთვის. არა, თამაში კი უყვარს... ჭკვიანური, მახვილგონივრული, მსუბუქი ავანტოურიზმით, მაგრამ არა ყალბი.
ყალბ და შეთითხნილ ადამიანებს ვერ იტანს, ცნობს ეგრევე...
მისი გამორჩეულობა არ არის მორგებული, ასეთია... ჯუსტ განდახან "წაიკეკლუცებს", სხვა არაფერი.
რაც არ უნდა მცირედი სიკეთე გაუკეთო, ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ემახსევრება. ბოღმა და შურისძიება ეზარება, ესიკვდილება... მაგრამ ხანდახან საყვარლად წაგკბენს ხოლმე ცოდვებისთვის :დ
წვრილმან საქმეებში გადამგდებია, ხოლო როცა შენთვის სერიოზულ, გრანდიოზულ საქმეში სთხოვ დახმარებას, ბოლომდე წამოგყვება, არ გიღალატებს.
უმცირესობაში მყოფი ადამიანების გვერდში დგომა უყვარს. ავტორიტეტებზე ეცინება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ღირსეულ ადამიანებს ვერ აფასებს, პირიქით.
ზედაპირულ დონეზე უმეტესობასთან კარგად ყოფნა შეუძლია, მაგრამ მუმიფიცირებული აზროვნების და რეგრესულ პიროვნებებს ვერა რა...
უი... სულ კარგი რაღაცეები დამიწერია
You’re dining with a psychopathic murderer.