serapitiმთვარე თევზებშიიიიი. რა შეიძლება ითქვას. ზოგის აზრით ეს მთვარის საუკეთესო მდებარეობაა ადამიანის რუკაში, თუმცა ყველაფერი სადავოა. მაინც გააჩნია კიდევ სხვა პლანეტების თანაშერწყმას მთვარესთან და იმასთან თუ როგორ ვლინდება და რეალიზდება ეს მთვარე.
თავად მთვარეზე ვიცით რას წარმოადგენს მაგრამ არა ბოლომდე. გაიხსენე მთვარეს აქვს მეორე მხარე რომელიც მუდამ უხილავია, ეს მის ნატურაზე მეტყველებს ადამიანის რუკაშიც. ნებისმიერი მდებარეობა მთვარის არასდროს არ ვლინდება ბოლომდე და მას ყოველთვის აქვს ის მხარე რომელსაც ასე ცხარედ მალავს.
მთვარე არის ადამიანის პირველადი ინსტინქტი და ასევე მისი მოთხოვნილება. თავად მის სიმბოლოზე იძახიან რომ ის თითქოს მილეულია და გამოჭმული და მუდამ ცდილობს თავის შევსებას და კომპენსირებას. ეს მიდრეკილებები ვლინდება ზუსტად ნიშნებსა თუ სახლებში, ასევე ასპექტებში. მას ასევე უკავშირებენ ადამიანის ქვეცნობიერს, და მის ნაგროვ ცოდნას, გამოცდილებებსა თუ კარმას. კარმული კვანძებიც კი მთვარიდან გამომდინარეა და მისი ორბიტით გამოითვლება მზის ტრაექტორიასთან გადაკვეთის წერტილით ცაზე.
იძახიან რომ მთვარე თევზებში არის წყალი რომელიც უფორმოა და იმის ფორმას იღებს რაშიც მას ჩაასხავენ. წყალი რომელიც ქიმიურად არის იდეალური გამხსნელი. ასეთი მთვარე იძლევა შესაძლებლობას და თვისებას ადამიანში რომ ის ემოციურ დონეზე გაერკვეს და გახსნას ყველა მსგავსი კვანძი. ხშირად ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას ადამიანებს უქრებათ კომპლექსები და ისინი თავიანთი ჭეშმარიტი სახით წარსდგებიან ხოლმე. მაგრამ არა ყველასთან.
რაკი მთვარე არის ასევე მოთხოვნილება. ასეთი ადამიანი ესწრაფვის რომ ასეთი ფორმები მისი წყლისთვის აიღოს სხვებისგან, გაიზიაროს მათი შინაგანი თუ გარეგანი სამყარო. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის საკუთარს კარგავს. ის ამით ასევე დიდ ცოდნასა და გამოცდილებას იძენს. განიცადოს თუ რას ნიშნავს სხვადასხვა ჭურჭელში ყოფნა და შესაბამისი ფორმების მიღება, (ეს პროცესი ადამიანის ევოლუციას გავს რეინკარნაციის პროცესში)
მთვარეს თევზებში ადარებენ მთის მდინარეს რომელიც მუდმივად იცვლის დინების სისწრაფესა და კალაპოტის ფორმას გამომდინარე იქიდან თუ სად და რა პირობებში მოედინება. მაგრამ ის არის ოკეანე რომელშიც ყველა მდინარე ადრე თუ გვიან ჩაედინება და გროვდება

ეს მთვარე ადამიანს აძლევს თანდაყოლილ ცოდნას ადამიანის ფსიქიკაზე და ქვეცნობიერზე. და კიდევ შვიდ ამდენს ინახავს იმ მხარეზე რომელიც უხილავია. თან თევზები ისედაც იდუმალი ნიშანია, და მთვარეც აქ გასაოცარ იდუმალებას იძლევა. ის ლამაზი ნისლივითაა დღისით. ასეთი ადამიანები ძირითადად ღამის ადამიანები არიან, მითუმეტეს თუ მთვარე მე 12 სახლშია. დაზიანებული მთვარის შემთხვევაში ის ეძებს და ითხოვს თანაგრძნობას სხვისგან უფრო. არადა გასაკვირი და მტკივნეული არაფერია ამაში გვინდა არ გვინდა ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ სხვებს თუნდაც არ იმსახურებდნენ

ეს ძალიან კარგი პოზიციაა და მდებარეობა ფსიქოლოგებისთვის, მე თუ მკითხავ ამ მხრივ საუკეთესოცაა. მას არ ჭირდება დანახვა, ის თვალაკრული შევა ოთახში და უკვე იცის თუ რა ფერის განათებაა, რა ტემპერატურაა, რამდენი ფანჯარა აქვს ამ ოთახს და რამდენი პიროვნება იმყოფება იქ. ეს ნათლად ასახავს ამ მთვარის თვისებას შთანთქოს გარედან შიგნით. ყოველთვის ხვდება რა ტკივა ადამიანს და იცის თუ რა "წამალი" მისცეს.
უნივერსალი ვახსენე. წყალი უფორმოა მარა მას უზარმაზარი ძალა და უნიკალური თვისებები აქვს. ის რომ პარადოქსულია. სამივე სახეობით არსებობს სამყაროში, თხევადი, აირადი და მყარი, ასევე პარადოქსულია ისიც რომ გაყინვის შემთხვევაში ფართოვდება როცა სხვა საგნები და ნივთიერებები მხოლოდ გაცხელების შემთხვევაში ავლენენ ამ თვისებას. ასევე წყალს აქვს მეხსიერება და უნიკალური ინფორმაციის მატარებელია. ასევე მას აქვს აღმასვლის უნარი გრავიტაციის საპირისპიროდ. ფესვებში. და შენ გინდა თქვა რომ მთვარე ამ ნიშანსა და ელემენტში ცუდიაა?

როცა წყლის თვისებებს, სუფთა წყლის, ის ყველაზე მეტად ზუსტად ამ ნიშანში ავლენს. მასში ილექება ყველაზე მეტი ინფორმაცია, ასევე ქვეცნობიერად.
გამომდინარე იქიდან თუ რომელ სახლშია ეს მთვარე. ის სძენს მას ასევე ცოტა ბუნდოვან მაგრამ ვრცელ და ფართო აღქმას იმ გარემოებებისა რომელსაც კონკრეტული სახლი განაგებს. მთვარე თევზებში და მეორე სახლში სულაც არ იქნება ისეთი ილუზიური როგორიც ჰგონიათ ხოლმე არამედ პირიქით ძალიან კარგი შინაგანი შეგრძნება ექნება ამ ადამიანს მიწიერების, რეალობის და მატერიის. მესამე სახლში შეიძლება კავშირი და კომუნიკაცია იმ დონემდეც ავიდეს რომ ტელეპატის უნარიც შესძინოს ამ ადამიანს. მეხუთე სახშლი მაგალითად ის ძალიან ღიად გამოხატავს ადამიანთა დახმარების სურვილსა და ყურადღებას. მაგრამ ასევე მოითხოვს. მე 8 სახლში მას ექნება ქვეცნობიერში ჩალექილი ის რაც სიკვდილს ეხება და მდინარე "სტიქსის" მეორე ნაპირს. ასევე ეს ადამიანი ძალიან კარგად გაერკვევა იმაში რაც სხვისია. ასე შემდეგ და ასე და ამგვარად
ამ ადამიანს ძალიან სტკივა და სხვაზე უფრო განიცდის მაგრამ ის წყენა იქნება თუ დარტყმა რომელსაც მიაყენებენ ადრე თუ გვიან გაიფანტება და დადნება ამ მთვარეში და მის უკიდეგანო სივრცეში და გაიხსნება მისი გამხსნელის თვისებიდან გამომდინარე.
თუ კი შენ მოხვდი ადამიანთა გარემოცვაში და შეამჩნიე რომ რომელიმე მათგანი ცოტა სხვანაირად გისმენს, თუნდაც თვალებში არ გიყურებდეს (ეს კი მუდამ იგრძნობა) და შენ გიჩნდება სურვილი რომ მეტი და მეტი მოუყვე და მის წინაშე გაიხსნა, მაშინ სწორედაც ასეთი მთვარის პატრონს შეხვედრილხარ

მასთან საუბარი წყალივით მიდის. გაჩერება არ გინდა ლაპარაკის, მას კიდე მოსმენის შეწყვეტა არ უნდა

გისმენს და ცოტა ხანში ის გარდაიქმნება შენად. ზოგჯერ იმაზე მეტად ესმის შენი ვიდრე შენ. მაგრამ კიდევ ერთხელ არ ნიშნავს რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი ან ემოცია ან ფორმა. უბრალოდ ამის დანახვა ძნელია, იგივეა რომ ეძებო და დაათვალიერო შენობა ძლიერ ნისლში...
მაგრამ დრო და დრო ასეთ მთვარეს აუცილებლად ესაჭიროება განმარტოვება და ძალების აღდგენა. ასევე განწმენდა რადგან ის ასევე ჭუჭყსა და ნაგავს ისრუტავს გარესამყაროდან. ყოველთვის მოიცალე საკუთარი თავისთვის, მიუხედავად იმისა ვინ როგორ შეხედავს და გაიგებს ამას. რადგან თუ თავს არ მიხედე და არ მოუარე, მაშინ ვერც სხვებს მიხედავ და დაეხმარები. ყოველთვის გჭირდება საკუთარი საყრდენი წერტილი და დასაყრდენი ფეხქვეშ რათა შეგეძლოს სხვის ხელში აყვანა როცა ეს მას ასე ზაან ჭირდება....
საუკეთესო სურვილებით

starchild.
და თავს მოუარეთ და გაუფრთხილდით ძვირფასო ფარფლიანი მთვარის პატრონებო. გახსოვდეთ მეც თქვენიანი ვართ და ერთად კარგად და უკეთესად შეგვიძლია ენერგიის ცირკულაცია
This post has been edited by starchild on 16 Dec 2011, 00:00