მთვარე ტყუპებში 
(გრძნობა და მრავალფეროვნება -თვითგამოხატვის განსხვავებული შესაძლებლობანი)
საკვანძო სიტყვები:
მახვილგონივრული, სოციალური, შემგუებელი, საინტერესო, ცნობისმოყვარე, უდარდელი უარყოფითი მხარე:
ნერვიული, უგულისყურო, მერყევ, ზედაპირული, მანიპულატორი ადამიანები, მთვარით ტყუპებში, ზოგადად სასიამოვნო და გონებამახვილი ხალხია, თუმცა სახლში, ოჯახის გარემოცვაში ხშირად ფხუკიანობენ და იცვლიან განწყობას. მათ აინტერესებთ ყველაფერი, ყველგან ყოფენ ცხვირს, ცნობისმოყვარეობით სავსენი არ ერიდებიან შეცდომების ჩადენას და როგორც წესი, არიან კარგად ინფორმირებულნი.
ნერვოზულობა და შფოთიანობა, ხაზგასმული მოსუვენრობა, ჩვეულებრივ, დამასახიათებელი თვისებებია მთვარის ამ პოზიციისთვის. მთვარის ამ ჰაეროვანი და ცვალებადი პოზიცის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ბევრს კითხულობენ, ბევრს ლაპარაკობენ და ბევრს ფიქრობენ.
მათი სახლების დიზანი მუდმივად იცვლება. საერთოდ მთვარე ტყუპებს დიდად არ მოსწონთ სახლის ლაგება და მაგრამ გიჟდებიან ცვლილებებზე. ავეჯის გადაადგილება თუ ნივთებისთვის ადგილის შეცვლა, თუნდაც უმნიშვნელო აბედნიერებთ მათ, რადგან იოლად სწყინდებათ ერთფეროვნება და რუტინული ყოფა. ეს თვისება, ყველაფრის მუდმივად განახლების მცდელობა, ხშირად ამ ადამიანების ქვეცნობიერსაც გამოხატავს პრინციპით- ,,ბალახი ყოველთვის უფრო მწვანეა ღობის მეორე მხარეს’’ –ცდილობენ გარშემომყოფებთ საკუთარი ცხოვრება, ცხოვრების წესი და სტილი უფრო სასურველად დაანახონ. შინაგანად კი, მთვარით ტყუპები ხშირად არიან აწეწილ-გაურკვეველნი.
რაც შეეხება მშობლის ამპლუას, ეს ადამიანები შვილების განათლებასა და ინტელექტუალურ განვითარებას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ემოციურ, შინაგან სამყაროს და ძალუძთ კიდეც ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების სწორი გზით წარმართვა. და თუ შვილებს ემოციური თვალსაზრისით სირთულეები და პრობლემები აქვთ, აქ მშობელი, მთვარით ტყუპები, დიდი დილემის წინაშე დგება.
შინაურულ სიტუაციებში, ისინი ხშირად უკეთებენ ორგანიზებას ოჯახურ შეკრებებს, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო, რაც გამოსდით იმ საქმეების კეთებაა, რაც შორსაა რუტინისაგან.
ადამიანები, რომელთაც მთვარე ტყუპებში ჰყავთ, ლაპარაკის დიდი მოყვარულნი არიან. ისინი ჭკვიანი და გონებაგახსნილი ხალხია, ხშირად წააწყდებით მათ სხვებთან გატაცებით მობაასეს. ეს გულღია და მეგობრული ადამიანები თკომფორტულად გრძნობენ ხალხმრავალ კომპანიებში. ხშირად ისე გაერთობიან ხოლმე სხვების საქციელზე დაკვირვებით, რომ ავიწყდებათ თავად რა სურთ იმ მოცემულ მომენტში. მათ ძალუძთ ხალხზე შშაბეჭდილების მოხდენა, და მათი ფანტაზია უსაზღვროა ხოლმე.
მთვარე ტყუპებიანნი დიდი ენთუზიამით ხვდებიან და იღებენ ახალ-ახალ იდეებს, მრავალფეროვნება და შემგუებლობის უნარი ხომ მათი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოკვეთილი თვისებებია.
ეს ადამიანები იოლად ივსებიან ენერგიით და გამოცოცხლდებიან ხოლმე მცირედი გარიღიანებისასაც. მათი შეუფერებელი საქციელი ხშირად მათი შინაგანი მოუსვენრობის გამოძახილია. ათასი საქმიდან ათასივეს გაკეთება ერთდროულად უნდა და უჭირს გასაკეთებელი საქმიდან რომელიმე ერთს მიეჯაჭვოს.
როდესაც რაიმე პრობლემა წამოიჭრება, პირველი, რასაც მთვარე ტყუპიანები აკეთებენ მის გადასაჭრელად, არის ლაპარაკი ამ პრობლემაზე. მართლაც, შეიძლება ისინი განსაკუთრებულად კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როდესაც საკუთარ განცდებზე საუბრობენ, თუმცა დაბეჯეთებით ვერ ვიტყვით, ნამდვილად განიცდიან თუ არა იმას, რასაც აღწერენ. როდესაც ისინი არ ცდილობენ საკუთარ თავში, განცდებსა და შეგრძნებებში გარკვევას და ყველაფრის რეალურად აღქმას, სხვებსაც უბნევენ ხოლმე თავგზას ამ საუბრებისას. მთვარის ამ პოზიციის მქონეთათვის, ზოგადად, ჩვეულია გაურკვევლობაში ყოფნა. ერთადერთი გზა პრობლემის გადაჭრისა არის ის, რომ მათ კარგად უნდა შეისწავლონ საკუთარი ემოციები და ისე გაანალიზონ/გადაჭრან პრობლემა.
ცნობილი ადამიანები, რომელთაც მთვარე ტყუპებში ჰყავთ:
Jim Carrey, Ewan McGregor, Julianne Moore, Milla Jovovich, Jessica Simpson, Goldie Hawn, Jake Gyllenhaal, Kate Beckinsale, Jennifer Connely, Gwyneth Paltrow, Bette Davis, Fred Astaire, Roseanne Barr, Jeff Bridges, Brett Butler, George Carlin, Jason Alexander აქვე ასტრო-პოეზიაც
Gemini Moon
You fell from the double sided moon
A two-faced Gemini from June
You dripped into me like a trickle of doubt
Till every inch of me was streaming out
I tried to pull myself together
Tried to ride your tempestuous weather
And rooted to this brittle land
I reached for your long-fingered hand
You spun me with alacrity
And then you tossed me out to sea
Your laughing eyes looking back at me
Brimming with a hideous gaiety
And for every storm after every calm
Yet another echoing bell of alarm
Still I stayed bewitched by your charm
My blood running thick with your harm
For a thousand long years I waited
My breath held taut and heavy baited
I waited for an apology
But you had none to give to me
Then ruler Mercury went into retrograde
To punish the mistakes that you had made
And so you returned to the double sided moon
My two-faced Gemini from June
And now at night as I lie awake
One-by-one I forgive your every mistake
And yearn for every month of June
Waiting for the new phase of the moon.
პ.ს. ფოტოსა და ლექსისათვის მადლობა
T1ko-ს

(შენიშვნები ზედმეტად ბევრი თანწყობილ-ქვეწყობილი და ჩიქორთული წინადადებების თაობაზე -მიიღება! :დ)