მთვარე პირველ სახლში სასწორში :
თავაზიანობა და კარგი მანერები. მეგობრულობა და კაცთმოყვარეობა. საღი აზრი თავისუფალ მეტყველებასთან ერთად. მიდრეკილება მეცნიერებებისა და ხელოვნებისაკენ.
ქალის ჰოროსკოპში - საკმაოდ წარუმატებელ ცხოვრებაზე მიუთითებს, თუ არ იქნება მზის, იუპიტერისა და ვენერას მხრიდან დახმარება.
მთვარე პირველ სახლში მორიელში :
ხასიათი მშვიდი, კეთილმოსურნე.
დაზიანების შემთხვევაში - უხეში და თავხედი, ვერაგი და იაფფასიანი ტიპი ადამიანებთან და ზოგადად ქცევებში. მელანქოლიური შეტევები, ფსიქიკური არამდგრადობები, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.
ქალის ჰოროსკოპში - თუ ცუდი ასპექტებია მარსთან და სატურნთან მიუთითებს ბევრ დარდსა და ტკივილზე. უბედურებასა და იმედგაცრუებაზე მოურჯულებელი ვნებების გამო.
მთვარე პირველ სახლში მშვილდოსანში :
(ჩემიჰ

)
ასეთი ნატურა გახსნილია და სწორხაზოვანია, კეთილი და მიმტევებელი, ვნებიანი და გატაცებული, ამაღლებული და პატივმოყვარე, ბეჯითი და მონდომებული. მიდრეკილია გადანაცვლებებისაკენ, მოგზაურობებისაკენ, ცვლილებებისაკენ.
დაზიანების დროს - იმპულსურობა და წინდაუხედავობა. არალოგიკური ფიქრი და უტაქტობა. მუდმიში შინაგანი შფოთვა.
უნდა უფრთხილდეს სიკვდილს ნაადრევ ასაკში. განსაკუთრებით მოგზაურობისას უცოხეთში.
მთვარე პირველ სახლში თხის რქაში :
პასიური ხასიათი, ეგოისტური, პატივმოყვარე, დამოკიდებული, უჟმური. არაკეთილმყოფელობა საუბრებში, ქცევებში, საქმეებში.
მთვარე პირველ სახლში მერწყულში :
რბილი ხასიათი, ტაქტიანი, საქმიანი და შრომისმოყვარე. კარგი, დამაჯერებელი მეტყველების მქონე. მიდრეკილება გამომგონებლობისაკენ.
დაზიანების შემთხვევაში - ზედმეტად თავისუფალი ქცევა, ექსტრავაგანტურობა.
მთვარე პირველ სახლში თევზებში :
ძლიერი მიდრეკილება გატაცებებისკენ და სიამოვნებისკენ. ასევე ეროტიკული გართობებისკენ. გააჩნია შრომისადმი ზიზღი. უამრავი ცვლილება, გარდატეხა, გადაადგილება ზოგადად ცხოვრებაში. ბევრს დაფრინავს და ეს მის შინაგან შფოთვას აყუჩებს.
დაზიანებისას - თავხედობა. გამყიდველობა. მიდრეკილება სიზარმაცისკენ. კაპრიზები და უცნაურობები, ისტერიკულობა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, პროსტიტუცია.