ვი ეტავა დოლგაა ჟდაააალიიიი
და რავარც იქნა..
ჩემმა მთვარემ რა დააშავა,თორემ აღარ ვაპირებდი დადებას

მაშ ასე და მას აშე
"ყველაფერი" ჩვენს შესახებ
ყველაფერი(ჭუკლ)
ძრწოდეთ და გიყვარდეთ
მთვარე მორიელში"ცოფიანი"
Лариса Назарова "კარმული ასტროლოგია" მთვარე წყლის ნიშნებში. წყლის მთვარეები გამოირჩევიან მაღალი მგრძნობიარობითა და ძლიერი ემოციურობით. რეაგირებენ უმცირეს ზემოქმედებაზეც კი. გარედან ზეწოლის დროს საკუთარ თავში იკეტებიან,მაგრამ შეიძლება მოულოდნელად გამოავლინონ არაპროგნოზირებადი რეაქცია. მათი შინაგანი სამყარო მხოლოდ ჰარმონიულ პირობებში იხსნება.
მთვარე მორიელში. ემოციური აღგზნება,მოჭარბებული სექსუალობა,ისტერიულობა, მოქუფრულობა,განწყობის მკვეთრი ცვლა,ფსიქოლოგიური რეგენერაციის მოთხოვნა. ეს პლუტონისეული მთვარეა. მორიელის ნიშანში ჩადებულია საკუთარი თავისა და გარშემომყოფების განადგურების პროგრამა. ემოციური დაუკმაყოფილებლობა წარმოშობს თვითსრულყოფის მოთხოვნას.
ხშირად ქენჯნის სინდისი და საკუთარ თავს ხრავს. ყველაფერს მუქ ტონებში ხედავს. ცუდი წინათგრძნობები; მშვიდდება,როცა მართლდება. ემოციური სიმძიმე,რომელიც ქვეცნობიერად ტრანსლირდება სხვა ადამიანებზე. გაუცბიერებელი მიდრეკილება გაანადგუროს ჰარმონია და "გაყინული" ურთიერთობები. შეიძლება განვითარდეს ულმობელი სარკაზმი,ნეგატიური ფსიქოლოგია,კაცთმოძულება.
საუკეთესო შემთხევაში: ღრმა ფსიქოლოგიური უნარები-ნათელხილვა,მედიუმიზმი.
უარეს შემთხვევაში: ქვეცნობიერის განადგურება.
Сергей Вронский “მთვარე მორიელში” ©
logosმთვარისთვის არაა კარგი მდებარეობა. რბილი მთვარე მდებარეობს ძლევამოსილ და შეუპოვარ ნიშანში როგორიცაა მორიელი...
ამ მდებარეობით ადამიანები გაცხელებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდნენ, თუ სხვა უფრო ოპტიმალური გზა ვერ მოუძებნეს დაგროვილი ენერგიის დახარჯვისთვის.
ძალიან არიან დამოკიდებულები განწყობილებაზე, მაგრამ კიბოს მთვარისგან განსხვავებით, რომელსაც რთულ პერიოდში შეუძლია იწუწუნოს, იტიროს, მთვარე მორიელში არ დაიწყებს თავისი გრძნობების გამოხატვას. გარეგნულად შეიძლება თავშეკავებული, მომთმენი და თავაზაიანი და მზრუნველიც ჩანდეს, და ეს იქამდე სანამ მათთვის მნიშვნელოვან შინაგან სიმებს არ შეეხებიან. როდესაც მათი მოთმინების ფიალა ივსება, მაშინ ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია მათი წონასწორობიდან გამოყვანა. მაშინ გარშემომყოფები დაინახავენ მთვარე მორიელის მეორე მხარეს: დაუფარავი აგრესია, სარკაზმი, დაუნდობელი ხასიათი. მთვარე მორიელში წყენას დიდი ხანი ატარებს, განსაკუთრებით თუ ეს მის თავმოყვარეობას ეხება. ფეთქებადობა, აგრესიულობა მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.. უყვართ თავისუფლება, ცდილობენ საკუთარი გზა გაიკვალონ ცხოვებაში, თვითონ გადაწყვიტონ რა სჭირდებათ, საკუთარი ხელებით გამოიჭედონ ბედი. ვერ იტანენ როცა მათ პირად ცხოვრებაში ერევიან, არ უყვართ მითითებები და შეზღუდვები. არიან დიდი მესაკუთრეები, თავგანწირულად იცავენ ყველაფერს რასაც საკუთრებად მიიჩნევენ(მათ შორის ადამიანებს)
არიან სექსუალურად მიმზიდველები, შეუძლიათ განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე. მათი სექსუალური პოტენციალი საშუალოზე ბევრად მაღალია, სხვათა შორის ამის გამო მათი პარტნიორები მზად არიან დაივიწყონ ის აგრესია და იმპულსურობა,რომელსაც დროდადრო გამოხატავენ მთვარე მორიელის პატრონები.
განსაკუთრებული ყურადღება მისაქცევია მთვარე მორიელის ცუდ ასპქტები მარსთან ან სატურნთან!
მთვარე მორიელში ©
matilda123ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია, სიჯიუტე და დაჟინებულობა, ამტანობა და გამძლეობა, მოთმინება, თვითგარკვევის და თვითდამკვიდრების ნიჭი, დიდი გამჭრიახობა და გონიერება, მდიდარი ფანტაზია და ცოცხალი წარმოსახვა, გონების და ხელის სიმარჯვე. საკუთარი ღირსების ძლიერი შეგრძნება, მხნეობა, გაბედულება, მიდრეკილება- სიმამაცის, ვაჟკაცურობის,თავდადებისაკენ . საწინააღმდეგო სქესზე ახდენენ ენითაღუწერელ შთაბეჭდილებას, აჯადოებენ დაბრმავებამდე.
სიზუსტე, მოწესრიგებულობა, შემსრულებლობა და პასუხისმგებლობა, სხვებისგანაც იგივეს ითხოვენ. მიდრეკილება ოკულტური და იდუმალი მეცნიერებების, სიმყუდროვის,კომფორტისადმი. წარსულის სიყვარული, დაინტერესება ბუნების საიდუმლოებებით და არაამქვეყნიური ცხოვრებით. მარსთან და სატურნთან ცუდი კონფიგურაციისას -მოსალოდნელია საფრთხე, ოპერაციები.
1 დეკანადა(0° - 10°)- წარმატება ექიმი -ქირურგის , ფითოტერაპევტის, სამხედროს პროფესიებში.
2 დეკანადა(10° - 20°)- ფანტაზიების სიჭარბე, ნათელი წარმოსახვის უნარი უნდა გამოყენებულ იქნას პროფესიებში.
3 დეკანადა(20° - 30°)-გრძნობების და აზრების მოძრაობა,გარდაქმნების და ავანტურების სიყვარული, მიდრეკილება საზღვაო მოგზაურობისაკენ, უცხო ქვეყნებში მოგზაურობისაკენ და საერთოდ მოგზაურობისაკენ.
Павел Глоба “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
მთვარე მორიელში მარსს და პლუტონს სტუმრობს,წყლის სტიქიაში და ეს მისი დაცემული მდგომარეობაა.
საერთოდ,დაცემული პლანეტების თვისებათა სპექტრი ძალზედ ფართოა. მთვარე მორიელში განიჭებთ თვითანალიზისა და ფსიქოლოგიური რეგენერაციის მოთხოვნას(მაგალითად,გამოიტიროთ მოვლენები და ადამიანები),შესაძლოა პესიმიზმსაც. ის ასევე წარმოშობს დაუნდობელ სარკაზმს და მიზანთროპულ გამოვლინებებს. თქვენ გაუცნობიერებლად ყოველთვის განწყობილი ხართ კრიზისულ სიტუაციებზე,განადგურებაზე,შინაგანი სტრუქტურების გადაწყობაზე ანუ სიკვდილსა და ტრანსფორმაციაზე. რაც არ უნდა მოხდეს,ნებისმიერ სიტუაციაში,თავდაპირველი სტრუქტურა ნადგურდება-ეს პლუტონის ხელწერაა,რომელსაც ქაოსი შემოაქვს. თუმცა შემდგომ არსებობს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი:
1. თვითგანადგურება და ამ შემთხვევაში, თუ პიროვნება არ ფლობს უზენაესს ფასეულობებს და აღმშენებლობით ძალებს,ის იწვნევს დესტრუქციასა და სიკვდილს.
2. თუ უმაღლესი ფასეულობები გამოიძებნა,მყისვე ყალიბდება ახალი წესრიგი,ახალი სტრუქტურა. მიმდინარეობს ტრანსფორმაცია და ცვლილებები.
ამიტომაც თქვენ გაუცნობიერებლად განწყობილი ხართ ტრანსფორმაციის,ცვლილებების და კრიზისულ სიტუაციებზე. რადგან ასეთი ინდივიდის შინაგანი სამყაროს გაუცნობიერებელი სტუქტურები საკმაოდ ხშირად ექვემდებარება ამა თუ იმ დესტრუქციას,ბუნებრივია,რომ ის გამორჩეული იქნება გარკვეული დონის ისტერიულობით. ყოველ შემთხვევაში,მისთვის დამახასიათებელი იქნება ძლიერი აღგზნებადობა,განწყობის მკვეთრი ცვლილებები და ფსიქოლოგიური განახლების მოთხოვნა,რადგან მისი შინაგანი სამყარო იშვიათად იმყოფება გაწონასწორებულ მდგომარეობაში.
ამასთან,როგორი სტრუქტურაც არ უნდა წარმოიქმნას,ის მაინც იწყებს ნგრევას და ყოველთვის იმყოფება ამაღლებული აქტიურობის მდგომარეობაში. ასე გამოიხატება მთვარეული მორიელის მუდმივი ცვლილებების და ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბების მოთხოვნა. თუ ასე არ ხდება,თქვენ შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ ნეგატიური ფსიქოლოგია ანუ რასაც არ უნდა ხედავდეთ,თქვენ აღიქვამთ როგორც განადგურებადს,რომელსაც არავითარი ფასეულობა არ აქვს და ამიტომ დესტრუქციას ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში,თქვენთვის აღარაფერი დარჩება სამყაროში,რაც არსებობას იმსახურებს. იმისათვის,რომ არ ჩავარდეთ მსგავს სიტუაციაში,აუცილებელია შინაგანი ტრანსფორმაცია ანუ ცვლილებების მოთხოვნამ თავისი გამოხატვის გზა უნდა იპოვოს.
მთვარე მორიელში განიჭებთ გამძაფრებულ ფსიქოლოგიურ ნიჭს; ადამიანთა არამხოლოდ შინაგანი სამყაროს,არამედ მათი მყიფე წერტილების,მანკიერი მხარეების,ნაპრალების,სუსტი ადგილების შეგრძნების უნარს. ამასთან,პლუტონის ზემოქმედებით,თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ მათი სისუსტეების აქტივაცია,ხოლო მარსი საშუალებას მოგცემთ,მიიღოთ მძაფრი გამოვლენა. ამიტომ,თქვენი სულიერი ორიენტაციიდან გამომდინარე,შეგიძლიათ იყოთ შესანიშნავი ფსიქოთერაპევტი,ფსიქოლოგი,რომელიც უშეცდომოდ ხედავს ადამიანის სისუტეებს ან,თუ თქვენი ნიჭი ბოროტებისკენ არის მიმართული,შეიძლება გახდეთ სადისტი და მანიპულატორი,რომელსაც შეუძლია საჭირო ღილაკებზე თითის ერთი დაჭერით მართოს ადამიანები.
აღსანიშნავია,რომ ეზოთერულ დონეზე,რადგან მორიელის ენერგიისგან ხდება "სხვა სამყაროსთან" დაკავშირება,მთვარეულ მორიელებს შორის ხშირად ვხვდებით მედიუმებსა და ნათელმხილველებს,რომლებიც გაუცნობიერებლად შეიმეცნებენ უხილავ სამყაროს. მაგალითად,მიშელ დე ნოსტრადამუსი,ვოლფ მესინგი.
სამედიცინო უკუმაჩვენებლები. თქვენი ყველაზე სუსტი წერტილი არის სასქესო ორგანოები. ამიტომ არ ღირს სექსუალური სფეროს გადატვირთვა. ხშირად მიმართეთ სქესობრივ თავშეკავებას. შეიძლება იყოს მენსტრუალური ციკლის დარღვევები(ქალებში). თქვენ სწრაფად კარგავთ ძალებს ავადმყოფობების და თავშეუკავებლობის გამო.
როდესაც ტრანზიტული მთვარე მორიელის ნიშანს გადის,არ არის რეკომენდებული ცხარე საკვების მიღება. რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა და ჰემოროი. ამასთან უკუჩვენება აქვს აქტიურ მკურნალობას.
კარგია მკურნალობა ენდოკრენულ სისტემაზე(პროსტატის გარდა),ყელზე,ზედა სასუნთქ გზებზე. შეიძლება გლანდების,ადენოიდების ამოჭრა. უმკურნალეთ სურდოს,ჰაიმორიტს,რინიტს.
Авессалом Подводный “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
მართალია,მთვარე მორიელში დაცემულია,მაგრამ ნატურის ემოციურობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. თუმცა ეს შეიძლება არც კი იგრძნობოდეს,სანამ მას ცუდად შეეხებიან. დაზიანებისას,ვითარდება ნეგატიურ-სკეპტიკური დამოკიდებულება ყველა იმ სფეროსადმი,რომელსაც მართავს მთვარე: ოჯახი(საკუთარი ან მშობლების), საზოგადოებრივი მოძრაობები,ქალები საერთოდ და ა.შ.
მთვარე მორიელში ძლიერი სექსუალობით გამოირჩევა,თუმცა ამასთანავე უნდა განვიხილოთ ვენერასა და მარსის მდებარეობა,V და VII სახლების მდგომარეობა. მაგრამ ყველა ვარიანტში,სექსთან დამოკიდებულება უაღრესად ემოციურია. ხშირად ექსტაზის მწვერვალებსა და სრულ დაუკმაყოფილებლობას შორის მერყეობს.
ასეთი ადამიანები ემოციებით ცხოვრობენ და იკვებებიან. ძლიერი ასპექტების შემთხვევაში,მეტ-ნაკლებად ჰარმონიული მეთოდებით ვამპირობენ. ასეთი დედა,პირდაპირი გაგებით არ შეჭამს შვილებს,მაგრამ საფუძვლიანად დაუზიანებს ნერვულ სისტემას და შედეგად,მთელ მომავალ ცხოვრებას. ძლიერი ვნებები ემოციებში კარგია,მაგრამ დოზირებულად. ზოგადად,აქ ემოციური დაკმაყოფილება ძალიან გართულებულია და როგორც წესი,ირიბი გზებით მიიღწევა_კონსტრუქციული მუშაობით იმ სფეროებში,რომელზეც მიუთითებს მთვარის სახლი და ასპექტები. აქვე გამომუშავდება "პური არსობისა".
დამუშავებისას,მთვარეული მორიელმა,პირველ რიგში,საკუთარი თავის იდენტიფიცირება უნდა ისწავლოს თავის ემოციებთან,რაც გარედან უხილავია. თუმცა ეს უნარი საკმაოდ რთულად ეძლევა,რადგან მისი ემოციები ძლიერი და საჭირო,თუმცა უმეტესად დესტრუქციულია.
ძლიერი დაზიანებისას,აქტიურდება განადგურების პროგრამა,როგორც საკუთარი თავის,ისე გარშემომყოფების მიმართ. ფსიქოანალიზის გარეშე,ძალიან გაუჭირდებათ მასთან გამკლავება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ მათ თერაპევტსაც არაერთი უმძიმესი საათის გადატანა მოუწევთ,რადგან ქვეცნობიერში შეღწევის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება საშინელი აგრესია.
ჰარმონიულ ვარიანტში,ყველაფერი გლუვადაა,ქვეცნობიერის ტრანსფორმაცია მუდმივად,ნელა და თანაბარ ტემპში,მაგრამ უმტკივნეულოდ მიმდინარეობს,მათი ქვეცნობიერისგან შეუმჩნევლად. გარშემომყოფები მას თეთრ მაგად აღიქვამენ.
მთვარე მორიელში იძლევა უკიდურეს ემოციურობას და რაც მთავარია,ზედმეტად დამოკიდებულს ხდის ადამიანს ემოციებზე. აქ აქცენტირდება შინაგანი ცხოვრება. ძლიერი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და გარშემომყოფების მიმართ გადაჭარბებით მომთხოვნი დამოკიდებულება წარმოადგენს საკუთარი არასრულყოფილების(ენეგეტიკული ხვრელები; შინაგანი კონფლიქტები,ხშირად სექსუალურ ნიადაგზე) პროექციას მათზე. დამუშავება საკმაოდ რთულია,რადგან მთვარე წარმოშობს ძლიერ და ყალბ ეგზისტენციალურ აქცენტებს ანუ ადამიანს ეჩვენება,რომ ენერგიის ბევრი სახეობა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია,რაც სინამდვილეში ასე არ არის. მას უბრალოდ სჭირდება და შეუძლია,გადაეწყოს და ისწავლოს კაპრიზების და საჭიროებების ერთმანეთისგან გარჩევა,შინაგანი წესიერების და თვითანალიზის განვითარების ხარჯზე.
საკმაოდ რთულია დაუმუშავებელი მთვარეული მორიელის გულის მოგება,ის ყველაფრით უკმაყოფილოა და ხშირად სექსუალურად დაუკმაყოფილებელი.
მაღალ დონეზე მთვარე მორიელი იძლევა შინაგანი მუშაობის არაჩვეულებრივ სიზუსტეს,როდესაც პიროვნებას ეძლევა უნარი თავისი უმდაბლესი "მე" და პრიმიტიული ინტინქტები უკან დაწიოს და უზენაეს მიზნებს მოახმაროს.
თავდაპირველი ფსიქოლოგიური თვითანალიზი ძალიან რთულია(მთვარე ვარდნაშია),მაგრამ დამუშავების შემთხვევაში,ყალიბდება ბრწყინვალე ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი,რომელიც ადამიანებს გამჭოლად ხედავს,განსაკუთრებით მათ უმდაბლეს პროგრამებს და მიდრეკილებებს და შეუძლია დაეხმაროს ფსიქოლოგიურ და სულიერ განვითარებაში.
თუ მთვარე ჰარმონიულად დგას ჰოროსკოპში,ენერგეტიკული ხვრელები მცირეა და ადამიანი ყოველთვის ახერხებს ფსიქოლოგიური წინააღმდეგობებიდან თავის დაძვრენას და განახლებას.
დაზიანების შემთხვევაში,მაღალია ფსიქოლოგიური აშლილობის,საკუთარ თავში ჩაკეტვის,სამყაროსა და საკუთარ თავზე გაბოროტების,ხანგრძლივი დეპრესიის,კოშმარების ალბათობა. თუმცა მორიელის რეგენერაციული უნარები ამოუწურავია და გარკვეული დროის შემდეგ პიროვნება მაინც ამოყვინთავს,გარკვეული იარებით ან სრულიად განახლებული.
Фрэнсис Сакоян. “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
თქვენ თავდაჭერილი და სიტყვაძუნწი ადამიანი ხართ. გარშემომყოფებს უჭირთ გაიგონ,რა იმალება თქვენი სულის სიღრმეში. თქვენ ხომ მხოლოდ ერთეულებთან იხსნებით. საკუთარ თავს არ აძლევთ სისუსტეების გამოვლენის საშუალებას და არ დაუშვებთ,კონტროლი დაკარგოთ ურთიერთობებზე. გიყვართ და გძულთ თანაბარი ინტენსივობით. ეჭვიანი მეგობარი ხართ და ახლობელ ადამიანებს ისე ექცევით,როგორც პატარა ბავშვებს.
ძალიან საშიში მტერი ხართ. გახასიათებთ არც თუ ისე სასიამოვნო თვისება-დაიმახსოვროთ და გულში ჩაიდოთ წყენა. აუცილებლად უნდა ისწავლოთ პატიება და დავიწყება. ასევე კარგი იქნება თუ გრძნობებს არ დათრგუნავთ და ღიად და პირდაპირ გამოხატავთ.
თქვენთვის არასდროს საკმარისი არაა ზედაპირული ხილვადობა. ყოველთვის ცდილობთ არსში შეაღწიოთ,რომ ჩაწვდეთ ჭეშმარიტ მოტივებს. თქვენთვის დამახასიათებელია ძლიერი ლტოლვა,რომელსაც ნება აკავებს. სწრაფი ქვეცნობიერი გადაწყვეტილებები,რის გამოც რთულდება საფუძვლინი სიმპათიის თუ ანტიპატიის ჩამოყალიბება.
ფანატიზმი,ძლიერი მგრძნობიარობა,მუდმივი კონფლიქტი გრძნობებში. ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება პირად საქმეებთან,რასაც მიჰყავხართ უკიდურეს ეჭვიანობამდე. ვითარდება დაუფლების ხარბი სურვილი.
ხშირად გესლიანი და დამცინავი ხართ,არასდროს ივიწყებთ წყენას. არც ისე იშვიათად გიჩნდებათ ოჯახის და შინაური სიტუაციების შეცვლის სურვილი. თავნება ადამიანი ხართ და მხოლოდ საკუთარ სურვილებს უწევთ ანგარიშს. შვილებს ზრდით "მათრახისა და თაფლკვერის" პრინციპით.
ავადმყოფობები: შეშუპება, სიმსივნეები. შარდის ბუშტის,სეკრეციული სისტემისა და სასქესო ორგანოების დაავადებები. ქალებში მენსტრუალური ციკლის არევა.
Het Monster “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
გრძნობების ცალმხრივობა. იძულებულია შეაკავოს მოჭარბებული ჟინი. პარტნიორთან ურთიერთობაში აქტიურდება მესაკუთრის ფსიქოლოგია და ეჭვიანობა. პირად წყენას არასდროს ივიწყებენ. შურისმაძიებლები. თავნებები,მხოლოდ საკუთარი სურვილები ადარდებთ. როდესაც მიზანს დაისახავენ,არად აგდებენ სხვების შეხედულებებს და მოსაზრებებს,მსხვერპლის წინაშეც არ შეჩერდებიან,ოღონდაც სასურველს მიაღწიონ.
Семира и В. Веташ “პროგნოზირების ხელოვნება”
დაცემული მთვარე კარგავს თავის მოქნილობასა და სიფაქიზეს,ბუნებრივ-ზნეობრივ ორიენტაციას და საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს. თუმცა ის უაღრესად ინტუიციურია,საზრიანი და მოხერხებული. უყვარს თვითანალიზი და ყველაფრის სიმყარეზე შემოწმება. მთვარეული მორიელები ხშირად არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ გარშემომყოფებზე. მათი შინაგანი სამყარო და ჭეშმარიტი არსი ყოველთვის ბურუსითაა მოცული; შინაგანად დაძაბულები,ყველას ეჭვის თვალით უმზერენ. მაგრამ ეჭვიანობა შეიძლება ტრანსფორმირდეს გამჭრიახობის ნიჭში,ხოლო შინაგანი დაძაბულობა ძალიან საინტერესო შემოქმედებით ინდივიდებს აყალიბებს. ისევე როგორც მთვარეული ვერძები,მთვარე მორიელიც უზარმაზარ შინაგან იმპულსს იღებს მოქმედებისთვის. თუმცა აქ ბევრად ძლიერია ინტუიცია. ეს ადამიანები გაუცნობიერებლად გრძნობენ,ვისგან და საიდან შეიძლება მიიღონ სარგებელი.
პლუტონის დაჟინებული და მომთხოვნი ბუნება ხშირად აუტანელია გარშემომყოფებისთვის,ამიტომ მთვარის ეს მდებარეობა მნიშვნელოვნად ართულებს სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებს. თუმცა კი იძლევა ძლიერ სექსუალობას.
ეს ადამიანი დაბადებით მებრძოლია და ისეთ საქმიანობას ჰკიდებს ხელს,რასაც სხვები თავს არიდებენ.
Александр Колесников “მთვარე მორიელში”
მთვარე ვერ გრძნობს თავს მყუდროდ მორიელის ნიშანში. მისი ინტენსივობა და მუდმივი შინაგანი ბრძოლები ეწინააღმდეგება ყოფითი ცხოვრების მთვარეულ გაგებას. მათ რთული და ნეგატიური გრძნობები ავსებთ. ვერც კი ამჩნევენ,რომ წყარო შიგნიდან მომდინარეობს და გარესამყაროს მუქ ტონებში გაფერადებას იწყებენ. თუ მთვარეული მორიელი შინაგანად საკმარისად სუფთაა,ის იქცევა ბოროტებასა და სიბინძურესთან გულანთებულ მებრძოლად,მაგრამ ამისათვის მას მუდმივად სჭირდება გამოავლინოს ნებისყოფის ძალისხმევა,რომ თავად არ გაისვაროს გარემომცველ ჭუჭყში.
როდესაც მორიელის უსაზღვრო ენერგია მთვარის ფუნქციებში ვლინდება,წარმოიშობა გაუმაძღრობა, მნიშნველობა არ აქვს სფეროს. მთვარე მორიელის უზარმაზარი მადა თანაბრად ვრცელდება საკვებზე,სექსზე,შრომაზე,ცოდნაზე,ფულზე,ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლურ სასმელებზე. ალბათ,თქმაც კი ზედმეტია,რომ მსგავსი სტილის ცხოვრება დამღუპველია ჯანმრთელობისთვის. ყველაზე მეტად ზარალდება ქალის ორგანიზმის სპეციფიური ფუნქციები.
მთვარეულ მორიელებს ინტუიციურად ესმით ყველაფერი იდუმალი და თვალისთვის უხილავი. ისინი თავად ტოვებენ უსაზღვროდ ღრმა და იდუმალებით მოცული ადამიანების შთაბეჭდილებას. მაგნიტივით იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. თუმცა ჰარმონიული არსებობისთვის მათთვის აუცილებელია ისწავლონ საკუთარი ენერგიის ბნელი და მტანჯველი მხარეებისგან განთავისუფლება. ეს კი სულაც არ არის მარტივი ამოცანა.
სტრესული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მთვარეული მორიელებისთვის არის სექსი. სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება უბრალოდ აუცილებელია ამ მთვარის მფლობელთათვის. თუმცა დაკარგული წონასწორობის აღსადგენად არსებობს სხვა მეთოდებიც.
ჩემი ასტროლოგიური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე,როდესაც პერსონალური კომპიუტერები ჯერ კიდევ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა,ერთერთი გაზეთის რედაქციის კომპიუტერით ვსარგებლობდი. მაშინ ხშირად მომმართავდნენ რედაქციის თანამშრომლები კონსულტაციისთვის. მთვარის მდებარეობა და მის მიხედვით სტრესული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება ყველაზე მთავარი ხელმოსაჭიდი იყო,რადგან საშულებას მაძლევდა,განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე,ზუსტად ამომეცნო ადამიანის არსი,მისი პრობლემები და მეპოვა გამოსავალი. ერთხელაც რედაქციის სრულიად ახალგაზრდა თანამშრომელმა გოგონამ მომმართა,რომელმაც სულ იმხანად დაამთავრა საშუალო სკოლა. მისი მთვარე მორიელის ნიშანში აღმოჩნდა,მაგრამ მოცემულ სიტუაციაში მასთან სექსზე საუბარი,რბილად რომ ვთქვათ,უხერხული იქნებოდა. მაშინ გამახსენდა მთვარეულ მორიელთა მიდრეკილება ყველაფერი კონცენტრირებულის და მსუყეს მიმართ და ვურჩიე: "როდესაც წამოიზრდები და სტრესის შემდეგ აზრზე მოსვლა დაგჭირდება,შენთვის სასარგებლო იქნება თუ ერთ ჭიქა კარგ კონიაკს მიირთმევ". რაზეც ახალგაზრდა ყმაწვილქალმა მიპასუხა:"რატომ როცა წამოვიზრდები?..მე ახლაც მივმართავ ამ საშუალებას".
ძლიერი ინტუიცია ხშირად კარნახობს მთვარეულ მორიელებს შინაგანი წონასწორობის აღდგენის მეთოდებს. ისინი გიჟდებიან (გაძლებამდე)ცხელ აბაზანებზე. აქ იგულისხმება მათი ინდივიდუალური გაძლების მიჯნა,რადგან სხვა ნიშნის ადამიანები თითსაც ვერ ჩაყოფენ მსგავსი ტემპერატურის წყალში. თითქმის მდუღარე წყლის სიმბოლო მშვენივრად შეესაბამება ცხელი მარსის მკვიდრ მორიელის წყლის ნიშანს. ამიტომ,პირდაპირი გაგებით,მაგიური საშუალებაა შინაგანი ენერგიის ჰარმონიზებისთვის.
მთვარეული მორიელები რთული მშობლები არიან. ერთის მხრივ,მათ შეუძლიათ არანორმალურად გაათამამონ შვილები და მთელი თავისი ენერგია და რესურსები მათზე დახარჯონ. მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს მეორე უკიდურესობა,გადაჭარბებული სიძუნწე. მორიელი,საერთოდ,უკიდურესობების ნიშანია. უჩვეულო ხელგაშლილობისა და გულუხვობის პერიოდებს უაზრო ხელმომჭირნეობა ცვლის. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში,მთვარეული მორიელის საბოლოო მიზანი ყოველთვის არის,სრულად დაუქვემდებაროს კონტროლს ბავშვი,მისი სულის უმცირეს ჩიხებშიც კი შეაღწიოს. ეს შესაძლოა არც ისე ცუდია,რადგან მშობლის და შვილის უხილავი კავშირი ძალიან მჭიდრო და უწყვეტია. თუმცა ასეთი მიდგომის შედეგად,მათ შვილებს ხშირად უვითარდებათ ემოციური დამოკიდებულება მშობელზე,რაც მათ არათვითმყოფადს ხდით. მათ არ შეუძლიათ და თითის განძრევის სურვილიც არ აქვთ ძლევამოსილი მშობლის გარეშე.
ბავშვი,მთვარით მორიელში,შეიძლება დედას აღიქვამდეს,როგორც ძალაუფლებიან დიქტატორს. თუმცა მას თავად შეუძლია დიქტატურა გამოავლინოს დედასთან ურთიერთობაში,მისი ფულის,დროისა თუ პირადი ცხოვრების კონტროლის სახით. სწორედ მთვარე მორიელში არის ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობა,თუ შეიძლება ასე ეწოდოს,იმისთვის,რასაც ფსიქოლოგები ოიდიპოსის კომპლექსს უწოდებენ.
ხომ არ გგონიათ,რომ სულ ეს არის და მთვარის მორიელის ბნელ სულში ჩაიხედეთ?
გათხრა-კვლევითი სამუშაოების
გაგრძელება იქნება P.S. იცით თუ არა,რომ
მთვარეული მორიელებისთვის დიდხანს თვალებში ყურება იწვევს გამოთაყვანებას?