
როდესაც თქვენ დაიბადეთ
მთვარე იყო კირჩხიბში ზოდიაქოს მეოთხე ნიშანში და თავის ბუნებრივ სამყოფელში. კიბო კარდინალური ჯვრის წყლისმიერი ქალური ნიშანია და მიეკუთვნება"ინ"-ს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ თქვენ ხართ უსასრულოდ მგრძნობიარე, თანამგრძნობი ადამიანი , მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გულქვაც გახდეთ ( როგორც კარდინალური ჯვრის ნიშანი).
მთვარე კირჩხიბები არიან ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანები დედამიწის ზურგზე. ეს ნიშანი ასოცირდება აგრეთვე ოჯახის სიმყუდროვესთან და თავისი სახლის სიყვარულთან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ კირჩხიბები სულ სახლის მოწესრიგებით და დალაგებით არიან დაკავებულნი( ეს ქალწულის თვისება უფროა), უბრალოდ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან მათი გარშემომყოფი გარემოს მიმართ. მათი სახლი უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო სტანდარტებს და არა აქვს მნ-ბა მანსარდაა ეს თუ ვილა.
სახლი- ეს არის ადგილი სადაც კირჩხიბს ყოფნა უყვარს. რადგან კირჩხიბი წყლის ნიშანია მას უყვარს წყლის ახლოს ყოფნა, იქნება ეს ოკეანე, ზღვა, ტბა თუ მდინარე. წყალი მას განსაკუთრებით სავსე მთვარის შუქზე იზიდავს. მისი სახლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი რომელთანაც ქვეცნობიერი აკავშირებს და სადაც სიმყუდროვეა.
ეს ადამიანი სიამოვნებას ოჯახურ ცხოვრებაში მიიღებს ან ყოველ შემთხვევაში ესწრაფვის მას. მას ახასიათებს განწყობის ხშირი ცვალებადობა. უფრო მეტად ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნები ის განიცდი ის მთვარის ფაზების გავლენას. განსაკუთრებით მწვავედ გრძნობს ახალ და სავსე მთვარეს. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით მთვარე კირჩხიბის ხასიათის ცვალებადობას, ვნახავთ რომ ისინი საოცარი სიზუსტით ემთხვევა მთვარის ფაზებს.
იმის თქმა რომ მთვარე კირჩხიბის გრძნობები ძლიერია, ნიშნავს რომ არაფერი არ გვითქვია. მთვარე კირჩხიბი ამძაფრებს ადამიანის აღქმას ექსტრასენსორულ შესაძლებლობებამდე. ყველა ადამიანი იბადება ამ უნარით მაგრამ დროთა გან-ში ჩვენ ვკარგავთ მას, თუ სპეციალურად არ ვიზრუნებთ მის განვითარებაზე. თუმცა კირჩხიბ მთვარეებს ეს უნარი შენარჩუნებული აქვთ, ისე რომ ამაზე საერთოდ არ უვარჯიშიათ და ისინი ძალიან ადვილად იყენებენ მას. ეს ჯადოსნური თვისება ძალიან დაეხმარება მათ ცხოვრებაში.
მთვარე კირჩხიბი აიძულებს ადამიანს იფიქროს მომავალზე, თავის მატერიალურ უზრუნველყოფაზე სიბერეში ( თუმცა როცა მზე მშვილდოსანში გყავთ, მთვარე კირჩხიბი ბევრს ვერაფერს გიშველით, მაინც მფლანგველად დარჩებით

), მაგრამ ეთვისება პარანოია კი არაა, ეს უბრალოდ მისწრაფებაა დატკბეს ცხოვრების ყველა სიხარულით.
მთვარე კიბოს თვისებები-დადებითი: მისწრაფება დაიცვას და იზრუნოს სხვებზე, მიჯაჭვულობა სახლზე და ოჯახზე, არიან ძალიან კარგი მშობლები, ნაზი და მგრძნობიარე შეყვარებულები.
უარყოფითი: ზედმეტად გამოკვეთილი მესაკუთრული გრძნობა, ზედმეტად მგრძნობიარე, განდეგილი, მიდრეკილნი არიან ინრავერტიზმისკენდა არიან სოციალურად არამყარნი. (

(()
მთვარე კირჩხიბის ემოციებიისინი მთელი ცხოვრება მწვავედ გრძნობე დედასთან კავშირს, ამასთან არა აქვს მნ-ბა მათ კარგი ურთიერთობა აქვთ დედასთან თუ ცუდი და ეს უნარი შემდგომში გავლენას ახდენს სხვა ურთიერთობებზეც. ისინი ორიენტირებულნი არიან წარსულზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ნიშნები. მათ უჭირთ დაივიწყონ წარსულში დარჩენილი მოვლენები თუ ადამიანები, მაშინაც კი როცა მათთვის ეს მოგონებები უსიამოვნოა.
წყლის ნიშნები საერთოდ გამოირჩევოან მომატებული მგრძნობელობით და როცა ეს მგრძნობელობა კიდევ მთვარის გავლენით არის გაძლიერებული, ადვილი წარმოსადგენია ვისთან გვაქვს საქმე. ის ან გჩუქნით ბედნიერების დაუვიწყარ წუთებს ან გიმწარებს სიცოცხლეს და თვითონაც იმწარებს.
მთვარე კიბო ჰგავს ღრმულს,- იწოვს გარშემო ყველას და ყველაფერს. მედიტაციას რომ მიმართოს მას შეუძლია სასიცოცხლო მატერიალისგან რაღაც სულიერად სასარგებლო შექმნას. ეს უმჯობესია ვიდრე საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და ისტერიკების მოწყობა როცა რაღაც არ გსიამოვნებთ.
რადგან მთვარე კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, შინაგან სიმშვიდეს ის მოიპოვებს მხოლოდ მაშინ თუ ჰარმონიაში იცხოვრებს თავის შინაგან "მე"სთან. მთვარე კიბო ვერ ეგუება მარცხებს და დაცემებს ცხოვრებაში , მაგრამ ესენი რარაც დონით სასარგებლოც კია, რადგან დეპრესიაში ჩავარდნილი მთვარე კირჩხიბი იყენებს მთვარის ინტუიციას, რომელიც შესანიშნავი დამხმარეა მისთვის, ოღონდ ის უნდა მიენდოს მას.
ამ ადამიანისთვის ძრვისპირას Mთვარის ქვეშ სეირნობა უბრალოდ რიტუალი კი არა ემოციური საკვებია. ემოციურ დონეზე მხოლოდ მან იცის , რა უნდა ცხოვრებისგან და ემოციურ დონეზე მან უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს ოქროს შუალედი.
მთვარე კირჩხიბის კარიერარითაც არ უნდა დაკავდეს, მისი სამსახური უნდა მოიცავდეს ადამიანების დახმარებას, რადგან ამას მისი არსი მოითხოვს. ის ძალიან განიცდის სამუშაო ატმოსფერის ზეგავლენას. მას გაუჭირდება შეუფერებელ სიტუაციაში და მისთვის უცხო ადამიანებთან მუშაობა. ეს არ ნიშნავს რომ მას მარტო მუსაობა უნდა, არა. მისთვის აუცილებელია რომ გარშემომყოფებში თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოს. მისი სამსახური პირდაპირ თუ არაპირDაპირ მოიცავს ადამიანების დახმარებას. ასეთია მაგალითად სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ან პედაგოგობა.
არაა გამორიცხული ოტელის მმართველობა, ანტიკვარიატის გაყიდვა, უძრავი ქონების აგენტობა, ექიმობა, ვეტერინარობა,საბანკო საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში მთვარის ინსტიქტები მას სწორი მიმართულებით წაიყვანს.
მთვარე კიბოს ოჯახი და მეგობრებიის ბოლომდე იაზრებს ოჯახის სიწმინდეს, ტრადიციებს, თაობების ცვლილებას და ა.შ. უარეს შემთხვევებში ის ისეა მიჯაჭვული ოჯახზე, რომ უჭირს შვილების გაშვება სახლიდან, ასეთ დროს მან უნდა დაუგდოს ყური მთვარის ინტუიციას და გააკეთოს ის რასაც ინტუიცია კარნახობს, მაშინაც კი როცა ამის გაკეთება არ უნდა.
იგივე შეიძლება ვთქვათ მეგობრებზე, მართალია ის მორიელივით ეჭვიანი არაა, მაგრამ ხანდახან ეჩვენება რომ მეგობრებმა მიივიწყეს და ებუტება მათ.
მაგრამ ის დაუჯერებლად ლოიალურია ახლობლების და ოჯახის წევრების მიმართ და გყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი ნამდვილი ბედნიერებაა.
....
ხვალ დავწერ შეყვარებული მთვარე კირჩხიბზე და მთვარე ქალწულზე. ეს უკანასკნელი მეც ძალიან მაინტერესებს რადგან "ჩემს ერთადერთს და განუმეორებელს " ჰყავს მთვარე ქალწულში.
This post has been edited by matilda123 on 20 May 2012, 00:55