მთვარე მორიელშინაწილი lll
"თქვენი საყვარელი მონსტრი"
მთავარი შტრიხი: ემოციური თავშეკავება მთვარეულ მორიელთა სურვილები ძლიერი ემოციური მუხტისგან აღმოცენდება. ისინი არ ინტერესდებიან ისეთი მოვლენებით ან ადამიანებით,ვინც მათ ემოციურად ვერ „კვებავს“. ბევრი შავბნელი თვისების პარალელურად,ეს ადამიანები არაერთი გამორჩეული ღირსებით დააჯილდოვა ღამის მნათობმა. თუ მათი ენერგია კონსტრუქციისკენ არის მიმართული,მარტივად შეუძლიათ განკურნონ ადამიანები,განსაკუთრებით თუ პრობლემები ემოციურ-ენეგეტიკულ დაბინძურებასა და ფსიქოლოგიურ კომპლექსებს ეხება.
შინაგანად საკმაოდ მყიფე ბუნების ხალხია. თვითტკონტროლი ის ფარია,რომელსაც მთვარეული მორიელები თავდაცვისთვის იყენებენ. თუმცა რადგან მორიელი დესტრუქციული ნიშანია,სისასტიკე და დაუნდობლობაც ახასიათებთ.
მთვარის ასეთი დგომა ნამდვილად არ არის ჰარმონიული პარტნიორული და საქორწინო ურთიერთობების მომასწავებელი. რთულია ურთიერთობები დედასთან და შვილებთანაც. მთვარე მორიელში შეპყრობილია კონტროლის სურვილით და ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში დომინირებს. მას ძალაუფლება წყურია,თუმცა აქაც თავს იჩენს ანტაგონიზმი_მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერს აკეთებენ,რათა საყვარელი ადამიანები დათრგუნონ,სულაც არ მოსწონთ ემოციურად მათზე დამოკიდებული პარტნიორები. მათი რჩეული უნდა იყოს სულით ძლიერი,მაგრამ არა დაჟინებული და მომაბეზრებელი; რბილი ხასიათის,მაგრამ არა სუსტი(კოსმოს ჩემო,რა მტკივნეულად ნაცნობი თემაა

).
ისინი ინტერესდებიან მგრძნობიარე,ემოციური და ვნებიანი ადამიანებით. მთვარეული მორიელისთვის უბრალოდ აუცილებელია შეერწყას თავის რჩეულს არამხოლოდ სხეულით,სულიერად და მენტალურადაც.
თუ თქვენ ერთგვარი ქიმიური კავშირი ვერ იგრძენით მათთან,სჯობს მაშინვე უარი თქვათ დაახლოების მცდელობებზე,აზრი არ აქვს. ხუმრობით წამოწყებული თამაშის შემთხვევაშიც კი,მთვარე მორიელი რამეს მაინც უნდა გრძნობდეს შინაგანად. თუ თქვენს შორის მიზიდულობა წარმოიშვა,ის ამას თქვენზე ადრე იგრძნობს და მისი მოსაჯადოებელი ტაქტიკის შემუშავებაც აღარ დაგჭირდებათ.
აუცილებლად უნდა წარმოაჩინოთ,რომ თქვენ თბილი და მზრუნველი ადამიანი ხართ,კარგი იუმორის გრძნობით,რომელსაც შეუძლია სიღრმისეული ურთიერთობა. არასდროს ეცადოთ ეშმაკურად დასციცნლოთ,რა ხდებოდა მის ცხოვრებაში თქვენს გამოჩენამდე. ეცადეთ იყოთ იდუმალებით მოცული,მორიელი აღმერთებს საიდუმლოებების და ადამიანების ამოცნობის პროცესს. ეცადეთ გამოირჩეოდეთ სხვებისგან,თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ აუცილებლად ექსტრაორდინარულად და ეპატაჟურად უნდა იქცეოდეთ,უკარება ითამაშოთ და პირველი ნაბიჯები გაურთულოთ. მორიელი ვალდებულად თვლის თავს,იყოს არამხოლოდ თქვენი საუკეთესო საყვარელი,არამედ უახლოესი მეგობარიც. მთვარე მორიელთან ურთიერთობაში ყოველთვის გულწრფელობის პოლიტიკა აირჩიეთ,არასდროს დაუმალოთ თქვენი გრძნობები,მაგრამ მთელი ძალისხმევა გამოიყენეთ,რომ ეჭვიანობის სიმპტომები ჩანასახშივე ჩაუხშოთ და არასდროს დაუშვათ,რომ თქვენი სიყვარულის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანოს.
შეყვარებული მთვარეული მორიელები მზითვერძში: ენერგიის კონა,ბევრია,ზედმეტია,დამღლელია...მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობების საწყისი პერიოდისთვის მშვენიერია!
Celebrities: Charles Chaplin, Lady Gaga, Hayden Christensen, Shannen Doherty, Claudia Cardinale, Eddie Murphy, Edie Sedgwick, Marcia Cross, Warren Beaty, Eric Clapton, Harry Houdini ,Mariah Carey, Linda Goodman, Jenna Jameson, Steven Tyler, Penny Thornto, Agnetha Faltskog(ABBA), Francis Ford Coppola, Timothy Dalton, James Caan, Martin Lawrence, Tracy Chapman, Montserrat Caballe, Fernando Torres ...
კუროში : მკვეთრად გამოხატული მესაკუთრული ინსტინქტი და ეჭვიანობა. ისწრაფვის მყარი და საიმედო ურთიერთობისკენ.
Celebrities: BONO, Tori Spelling, Bruno Madinier, Craig Ferguson, Mark Zuckerberg, Joey Jordison, Swami Muktananda, Hosni Moubarak, Paula Yates, Louis IX of France, Harry S. Truman, Claudie Haigneré, Pierre Curie, Kim Gordon, Nicolas Ghesquière, Eric Burdon, Max Weber, Nick Cassavetes, Jeffrey Donovan ...
ტყუპებში : თანამოძმე ტყუპებისგან გამორჩეულად საინტერესო ეგზემპლარი.ინტელექტისა და მაღალგანვითარებული ინტუიციის თანხვედრა.
Celebrities: Johnny Hallyday, Elizabeth Hurley, Briana Banks, Alanis Morissette, Mark Wahlberg, Priscilla Presley, Miles Davis, Isadora Duncan, Mick Hucknall, John Wayne, Ron Wood, Adam Smith, Diego Velazquez ...
კირჩხიბში : ძალიან მყიფე და სათუთი,განწყობის მუდმივი ცვლა ერწყმის დაძაბულ და მრვალსაათიან ფიქრებს.
Celebrities: Zinedine Zidane, Nelson Mandela, Gisele Bündchen, Will Ferrell, Hilarie Burton, John Cusack, Ian Curtis, Cyndi Lauper, Vincent Lindon, Rembrandt, Julian Assange, Selma Blair, Patrick Stewart, J. J. Abrams, A. J. Cronin, Joe Satriani, Raymond Moody, Hubert Reeves, George Steinbrenner, Raúl González ...
ლომში : ეფექტური,გამორჩეული,მგრძნობიარე ინდივიდი. ნებისმიერ სფეროში ღიად პირველობის არც თუ ისე ჭკვიანური სურვილით შეპყრობილი. ცნობიერის და ქვეცნობიერის ძლიერი კონფლიქტი. "ვინ ვინ არის" გამოაშკარავების დიდი მოყვარული.
Celebrities: Louis XVI of France, Jennifer Lopez, Ben Affleck, Casey Affleck, Roger Federer, Alfred Hitchcock, Louis de Funes, Matthew Perry, Lisa Kudrow, Frederic Mitterrand, Stanley Kubrick, Mila Kunis, Rosanna Arquette, Stacy Valentine, Steve Martin, John Logie Baird, Vera Farmiga, Tom Green, Christine Taylor ...
ქალწულში : ბრწყინვალე საგამოძიებო და კვლევითი უნარები. გესლიანი კრიტიკულობა. გრძნობები რთულად ვლინდება.
Celebrities: Wolf Messing, Beyonce Knowles, Jason Statham, Raquel Welch, Roger Waters, Grichka & Igor Bogdanoff, Antoine Lavoisier, Barry Gibb, Friedrich Hegel, Jennifer Tilly, Michael Keaton, Hippolyte Fizeau, Franz Beckenbauer, Jimmy Fallon, Cesária Évora, Dario Argento ...
სასწორში : მომხიბვლელობა შერწყმულია დაუნდობელ დაჟინებულობასთან,როდესაც ცდილობს დაეუფლოს პარტნიორს,რომელშიც მონათესავე სულს ხედავს.
Celebrities: Avril Lavigne, Will Smith, Snoop Dogg, Dannii Minogue, Pedro Almodovar, Romina Power, Julie Andrews, David Trezeguet, Truman Capote, Shannyn Sossamon, Michael Ballack, Andrei Chikatilo, Guy Pearce, Jimmy Carter, Jade Jagger, Nancy Kerrigan, François Mauriac, Louis Lumière, Ralph Lauren ...
მორიელში : თავს დაუმარცხებლად თვლის. ერიდეთ მისგან ემოციების გამოვლენას.
Celebrities: Björk, Katy Perry, Ryan Reynolds, Owen Wilson, Brittany Murphy, Whoopi Goldberg, Althea Flynt, David Schwimmer, Ellen Pompeo, Jena Malone, Mohammed Reza Pahlavi, Cat Deeley, Ennio Morricone ...
მშვილდოსანში : თავისუფლებისმოყვარე,აქტიური,გახსნილი,ბასრი. აი,ვის სჭირდება "თავისი ტერიტორია".
Celebrities:Scarlett Johansson, Bruce Lee, Steven Spielberg, Anna Nicole Smith, Miley Cyrus, Adam Brody, Bette Midler, Anders Celsius, Dominic Howard, Emir Kusturica, Hector Berlioz, Dave Brubeck, Ridley Scott, Dick Van Dyke ...
თხის რქაში: მიაჩნია,რომ ემოციების გამოვლენა სისუსტის და დაუცვლობის მაჩვენებელია. საკმაოდ გარყვნილია.
Celebrities: Orlando Bloom, Gerard Depardieu, Nostradamus, Kate Moss, Ralph Fiennes, Rod Stewart, Cyndi Lauper, Henry Miller, Amanda Peet, Jean Racine, Nina Ricci, Alexander Scriabin, Gary Barlow ...
მერწყულში : სიჯიუტის და არაპროგნოზირებადობის საოცარი ნაზავი. ცივი განყენებულობის მიღმა თერმონუკლეარული რეაქციები ბობოქრობენ,მაგრამ მთვარეულ მორიელებს არ უყვართ ამის აღიარება.
Celebrities: Robbie Williams, Caroline de Monaco, Bob Marley, James Dean, Jules Verne, Elijah Wood, Denise Richards, Natalie Imbruglia, Phil Collins, Farouk of Egypt, Abdullah II of Jordan, Placido Domingo, David Hilbert, Minnie Driver, Laura Linney, Vince Neil, Anne Queen of Great Britain ...
თევზებში : უჩვეულო მგრძნობიარობა სიყვარულითა და სინაზით ვლინდება. თუმცა დონ ჟუანის ტიპისაა.
Celebrities: John Steinbeck, Cyrano de Bergerac, Alan Rickman, George Harrison, Elizabeth Taylor, Adam Levine, Johnny Cash, Shaquille O'Neal, Gérard Darmon, Quincy Jones, Linda Fiorentino, Bernardo Bertolucci ...
მთვარეული მორიელის შეთავსება სხვა მთვარეებთან"შენთან ან უშენოდ" © მთვარეული მორიელი
მთვარეული მორიელი + მთვარეული ვერძი*„პარადოქსი“. შეუთავსებელი ურთიერთობა. თუ მიზიდულობა წარმოიშვა,ის მტკივნეული და დამღუპველია. უამრავი კომპრომისი და დიდი მოთმინებაა საჭირო,რომ ურთიერთობა შედგეს.
* ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ვერძი ურთიერთობენ კვინკონსის ასპექტით(150°).
* სახლების სისტემის მიხედვით,ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 8-6: მორიელი ვერძის „ვექტორული ბატონია“. ვერძი მორიელის „ვექტორული მსახური“.
მორიელს დაუოკებელი სურვილი უჩნდება მოათვინიეროს ეს ძლევამოსილი მხეცი. მარსიანული ენერგიების შეჯახება,ემოციურ ჭრილში,მხოლოდ ნაპერწკლებით არ შემოიფარგლება.
მართალია,ორივე ძლიერ ემოციურად რეაგირებს სიტუაციებსა და ადამიანებზე,მაგრამ ისინი სრულიად განსხვავებულად გამოხატავენ საკუთარ თავს. ვერძი სულსწრაფი და მოუთმენელია,მარტივად ეუფლება იმედგაცრუება და მიდრეკილია ხშირი,მაგრამ მოკლევადიანი „აფეთქებებისკენ“. მორიელი გაცილებით რთული,კომპლექსური ინდივიდუალური სისტემით ხასიათდება. უზარმაზარი ემოციური რეზერვუარი აქვს. მორიელს უყვარს ან სძულს მთელი თავისი არსებით. ვერძი უფრო პირდაპირი და პრიმიტიულია და შეიძლება სრულად ვერც დააფასოს მორიელის გრძნობები.
მათ შორის ხშირია ღვარძლიანი კონფლიქტები,მაგრამ მიზიდულობაც საკმაოდ ძლიერია.
მთვარეული მორიელი + მთვარეული კურო*
„ოპოზიციური მაგნიტიზმი“. ურთიერთსაპირისპირო ემოციური სისტემები. ერთმანეთს ამაღელვებლად,დამაინტრიგებლად და დამანგრევლად ხედავენ_და ეს ყველაფერი ერთდროულად.
* ზოდიაქალურ წრეში მორიელი და კურო ურთიერთობენ ოპოზიციური ასპექტით(180°)
* სახლების სისტემის მიხედვით,ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 7-7: მორიელი და კურო ყველაზე მსგავსი და ანტაგონისტური ნიშნები არიან.
დაცემული მთვარეს მინიმალური საჭიროებები აქვს ცხოვრებაში და მეტ ემოციურ სიახლოვეს,ინტიმურობასა და სიღრმეს ითხოვს პარტნიორებისგან. ეგზალტირებულ მთვარეს არ აქვს ემოციური ნაპრალები,თუმცა დაკმაყოფილებისთვის გაცილებით მეტი სჭირდება ყოფით ცხოვრებაში. კუროს მიწიერი სიყვარული შეიძლება კარგი იყოს მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით,მაგრამ სულიერ დონეზე მორიელი მალე იგრძნობს,რომ სიყვარულის შემადგენელი ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკლია.
ამ ორს შორის კურო უფრო პრაქტიკული და მიწიერია. ალერსიანი ბუნების მთვარეულ კუროებს ძალიან უყვართ საკუთარი ბუდე,კომფორტული და მშვიდობიანი ურთიერთობები მათთვის იდეალურია. თუმცა მთვარეული კუროები ემოციურად ბევრად მარტივები არიან და მათი დაკმაყოფილებაც არ უკავშირდება დიდ სირთულეებს. მაშინ ,როდესაც მთვარეული მორიელები ძალიან ღრმა და ანტაგონისტური შინაგანი განცდებით ხასიათდებიან. მათ ძლიერ უყვარდებათ,მაგრამ აუნაზღაურებელი ზიანის მოტანა შეუძლიათ საყვარელი ადამიანებისთვის,თუ მათ გული ატკინეს ან უღალატეს.
მორიელს ყოველთვის აქვს პრივატული,გასაიდუმლოებული მხარე,სადაც თავის გრძნობებს მალავს. ბრაზი,დანაშაულის გრძნობა და ეჭვიანობა ის ემოციებია,რომელთაც მუდამ თან ატარებენ. მთვარეული მორიელი ბრმად არაფერს იწამებს,ამიტომ კუროს ხშირად ეჩვენება,რომ მისი პარტნიორი უაზროდ ართულებს ურთიერთობას პერმანენტული კვლევებით. ასეთი ემოციური დაძაბულობა გაუგებარია კუროსთვის,მიუხედავად იმისა,რომ მორიელის მსგავსად,ძლიერი მესაკუთრული გრძნობები აქვს სასიყვარულო პარტნიორის მიმართ.
ორივე საშინლად ჯიუტი და უტეხია. როგორც კი რამეს გადაწყვეტენ,მათი გადარწმუნება შეუძლებელია. ვერანაირი ლოგიკა და არგუმენტები ვერ მოახდენენ სასწაულს. თუ ისინი შუბლებით შეასკდნენ ერთმანეთს,გააჩნია რომელი დაიღლება პირველი.
ოპოზიციურ მთვარეებს შორის ძლიერი მაგნიტური მიზიდულობაა. მათ შეუძლიათ მიაღწიონ ემოციურ სიახლოვეს,თუ ისწავლიან ერთმანეთის ინდივიდუალობისა და სულიერი დაახლოების თავისებურად განსხვავებული მეთოდების პატივისცემას.
მთვარეული მორიელი + მთვარეული ტყუპები*
„პარადოქსი“. შეუთავსებელი ურთიერთობა. თუ მიზიდულობა წარმოიშვა,ის მტკივნეული და დამღუპველია. უამრავი კომპრომისი და დიდი მოთმინებაა საჭირო,რომ ეს ურთიერთობა შედგეს.
* ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ტყუპები ურთიერთობენ კვინკონსის ასპექტით(150°)
* სახლების სისტემის მიხედვით,ურთიერთობის ტიპი შეესაბამება ფორმულას 6-8: მორიელი ტყუპების „ვექტორული მსახურია“, ტყუპები მორიელის „ვექტორული ბატონი“.
მათი ემოციური სტრუქტურები ფუნდამენტურად განსხვავებულია,რის გამოც უჭირთ გაგებით მოეკიდონ და გაიზიარონ ერთმანეთის შინაგანი განცდები. მთვარე მორიელი ყველაფერს სიღრმისეულად და დიდხანს განიცდის. მას ძლიერი და რადიკალური რეაქციები აქვს ყველაფერზე_უკიდურესი სიყვარული ან სიძულვილი. მისთვის უცხოა ტყუპების უნარი,გამოთიშოს ემოციები და იყოს რაციონალური და კეთილგონიერი,როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ტყუპებს შეუძლია შეინარჩუნოს სიცივე და სიმსუბუქე ისეთ სიტუაციებში,როდესაც მორიელი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი და მძაფრი ემოციებით იმუხტება. ამ სიტუაციაში მას ხშირად ეჩვენება,რომ ტყუპებს საერთოდ არაფერი აღელვებს და ვერაფერს გრძნობს. ტყუპები უდაოდ ნაკლებ ემოციურია,ვიდრე მორიელი,მაგრამ მიზეზი ისიც გახლავთ,რომ მთვარეულ ტყუპებს აფრთხობს და დისკომფორტს უქმნის ემოციები. ამისათვის იშველიებს იუმორს,ცივ ანალიზს ან უბრალოდ თავს არიდებს მორიელის ფსიქოლოგიურ წნეხს.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ის არის,რომ მთვარეულ ტყუპებს უყვართ ხალხთან ურთიერთობა. აქტიური და ნაირფეროვანი სოციალური კონტაქტები აუცილებელია მათი მენტალური სტიმულაციისთვის. მორიელს კი პრივატული სივრცე ყველაფერს ურჩევნია და აღიზიანებს არაფრის მომცემი სოციალური აქტიურობა. ტყუპებს სჭირდება თავისუფლების შეგრძნება,მათ შორის გადაადგილების და კონტაქტების თავისუფლებისაც და ეს ხშირად ხდება დაძაბული კონფლიქტების საბაბი. ეს მოხეტიალე „ცელქი სიო“ ძალზედ ცვალებადია მესაკუთრე მორიელისთვის,რომელშიც სულ უფრო ხშირად იღვიძებს ეჭვიანობა,რაც თავის მხრივ ტყუპებს ძაბავს.
ამასთან,მთვარეული მორიელი ძალიან მომთხოვნია,რადგან მისთვის აუცილებელია სასიყვარულო კავშირში გრძნობდეს სულიერ სიახლოვეს,ინტიმს,სრულად შერწყმას. ამიტომ ხშირად ისეც ხდება,რომ იმაზე მეტს ითხოვს მთარეული ტყუპებისგან, ვიდრე ამ უკანასკნელს გაღება შეუძლია.
მთვარეული მორიელი + მთვარეული კირჩხიბი*
„იდეალი“. მათი შინაგანი ემოციური სამყაროები საკმარისად მსგავსია,რომ ერთმანეთს გაუგონ და საკმარისად განსხვავებული,რომ ერთმანეთი ააღელვონ.
* ზოდიაქალურ წრეში მორიელი და კირჩხიბი ურთიერთობენ ტრინის ასპექტით(120°)
* სახლების სისტემაში ურთიერთობის ტიპი შეესაბამება ფორმულას 5-9. მორიელი კირჩხიბის „შვილია“. კირჩხიბი მორიელის „მასწავლებელი“.
ყველაფერი შესანიშნავადაა. ორივე ერთნაირად ოცნებობს იდეალურ პარტნიორობაზე. ორივე ძალიან მგრძნობიარე და ინტუიციურია ერთმანეთის გრძნობების და საჭიროებების მიმართ. ისინი ეძებენ და საჭიროებენ სრულ ემოციურ შერწყმას პარტნიორთან,ამიტომ სწრაფად და უპრობლემოდ უახლოვდებიან ერთმანეთს. მთვარეული კირჩხიბი ძალიან დამოკიდებულია საყვარელ ადამიანზე,ისევე როგორც მთვარეული მორიელი,თუმცა ამ უკანასკნელს არ უყვარს ამის აღიარება და იშვიათად აჩვენებს,რომ მიჯაჭვულია ვინმეზე. თუ კირჩხიბი ზღვარგადასული ყურადღებითა და მიჯაჭვულობით გააღიზიანებს,მორიელმა შეიძლება საფრთხე იგრძნოს,რომელიც მის პიროვნულ ავტონომიას ემუქრება. როცა ამ წყვილს რაიმე აღელვებს,ძალიან ემოციურები ხდებიან და ხშირად კარგავენ ობიექტურობას.
ორი წყლის მთვარე უმეტესწილად შეთავსებადია,მაგრამ არის გარკვეული სხვაობებიც: მორიელი მეტად ვნებიანია და ემოციურად აღგზნებული. მას ძლიერი გრძნობები და რეაქციები აქვს ადამიანებსა და სიტუაციებზე(ხშირად დამალული). მისი სიღრმეები მხოლოდ ერთეულებთან მჟღავნდება,რადგან ძალიან უჭირს იყოს გახსნილად სუსტი,აჩვენოს თავისი მტკივნეული წერტილები,დაკარგოს კონტროლი ურთიერთობაზე. ნაწყენი ან განრისხებული მთვარეული მორიელი ძალიან საშიშია,აუცილებლად შურს იძიებს. კირჩხიბი უფრო რბილია,ნაზი და თავაზიანი. მას თბილი,ნაყოფიერი და მშვიდი გარემო სჭირდება და ხშირად მორიელის ფსიქოლოგიური თავდასხმებით.
მთვარეული მორიელი + მთვარეული ლომი*
„განხეთქილება“. ერთმანეთის ემოციური თვითგამოხატვის გაგება ორივესთვის დიდი გამოწვევაა. ხშირია კონფლიქტები.
* ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ლომი ურთიერთობენ კვადრატული ასპექტით(90°)
* სახლების სისტემაში ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 4-10: მორიელი ლომის „საყრდენია“. ლომის მორიელის „ხელმძღვანელი“.
ეს კავშირი მარტივად იქცეოდა ტიტანთა შერკინებად,მაგრამ ლომი ერთვალენტიანია მორიელისთვის და როგორც წესი არ უჭირს მისი დაყოლიება. თუმცა მას მოსწონს ლომის მგრძნობიარობა და ემოციური თვალსაზრისით,საკმაოდ საინტერესო კავშირია.
ტემპერამენტის მიხედვით ეს ორი მთვარე დღე და ღამესავით განსხვავდება ერთმანეთისგან. მთვარეული ლომი მზიანი დღესავით ნათელი,თბილი და მხიარულია. ის არ უთმობს დიდ დროს სერიოზულ თვითანალიზს და თვითჩაღმავებას. მთვარეული მორიელი უკუნი ღამესავით იდუმალი და ამოუცნობია. ფრთხილი და წინდახედული მორიელი არ ენდობა ზედაპირულ ხილვადობას და ყოველთვის ღრმად თხრის. ის ეძებს ნამდვილ მოტივებს,ფსკერამდე თხრის წარსულის საიდუმლოებებს. მეტაფორულად რომ ვთქვათ,მთვარეული მორიელი თაფლით სავსე სკას რომ გადააწყდეს,მაინც ფუტკარს დაუწყებს ძებნას.
ლომი ყველაფერს ისე იღებს როგორც არის(ან როგორც ჩანს) და ფიქრობს,რომ მისი მეწყვილე ძალით იწვევს ზედმეტ და უაზრო პრობლემებს,როცა ყველაფერს უღრმავდება. თუმცა მისი ასეთი დამოკიდებულების ნამდვილი მოტივი ის არის,რომ ლომი ძალიან ამაყია და სურს,ყველა კარგად ფიქრობს მასზე. ამიტომ ტკბილ ტყუილს უფრო დასჯერდება,ვიდრე მლიქვნელებს გამოავლენს(რაც ასე დამახასიათებელია მორიელისთვის). და მიუხედავად ამისა,მას ძალიან აღიზიანებს მორიელის გაჭიანურებული ეჭვები და უნდობლობა.
მთვარეული მორიელი თავით ეშვება სიბნელის და მისტიკის სიღრმეებში, მთვარეული ლომი უფრო ექსტრავერტია და ცხოვრების ნათელ მხარეებზე კონცენტრირდება. მაგალითად,მას უყვარს და სჭირდება ხალხი,სიამოვნებას იღებს მსუბუქი სოციალური კონტაქტებით და უყვარს გართობა. მორიელს პრივატულ,ინტიმურ ატმოსფეროში,უახლოეს მეგობრების გარემოცვაში გატარებული საღამო ურჩევნია,რაც ღრმა ურთიერთობის და სულიერი დაახლოების საშულებას იძლევა.
ორივე ძლიერი ხასიათის და რამდენადმე ხისტი ინდივიდია. დაჟინებით ცდილობენ თავისი გაიტანონ,მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი კონფლიქტები წარმოიშვას,სანამ ეს ორი განსხვავებული ტიპაჟი გაგებით მოეკიდება პარტნიორის ინდივიდუალობას.
მთვარეული მორიელი + მთვარეული ქალწული*
„ჰარმონია“. მათ შორის მაღალია ურთიერთგაგება,რაც კარგი წინაპირობაა თანამშრომლობითვის.
* ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ქალწული ურთიერთობენ სექსტილის ასპექტით(60°)
* სახლების სისტემაში ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 3-11: მორიელი ქალწულის „უმცროსი და/ძმაა“. ქალწული მორიელის “უფროსი მეგობარი“.
მთვარეული მორიელი სათანადოდ დააფასებს ქალწულის პუნქტუალობას,ორგანიზებულობასა და სისუფთავეს.ქალწული თავის მხრივ,დააფასებს მორიელის ფხიანობას.
მთვარეული მორიელი ხშირად მალავს ძლიერ ემოციებს იმის შიშით, რომ არასწორად ან საერთოდ ვერ გაუგებენ. მაგრამ ისე არ იფიქროთ,რომ თავად წუხდება. პირიქით მას ჭირდება ვნებები,დრამები და დაძაბულობა იმისათვის,რომ თავი ცოცხლად იგრძნოს და შეიძლება განზრახ თუ უნებურად ებღაუჭებოდეს კრიზისულ სიტუაციებს,რათა რაც შეიძლება მძაფრი განცდებით განვლოს ცხოვრება. მას თანდაყოლილი მიდრეკილება აქვს ყველაფერი გასაიდუმლოებულის მიმართ. დიდი გატაცებით უკირკიტებს ადამიანების შინაგან სამყაროს და განსაკუთრებული სწორედ მათი ნაკლოვანებებითა და ბნელი მხარეებით ინტერესდება. ნეგატიური განვითარებისას,ის მანიპულტორი და კონტროლიორია. პოზიტიურ ვარიანტში_ ღრმა,ერთგული და ემპათიური მეგობარი და საყვარელი.
მთვარეული ქალწული საკმაოდ განსხვავებულია. ის რაციონალურად და ლოგიკურად რეაგირებს სიტუაციებზე და არა ინტუიციურად და ინსტინქტურად,როგორც ამას მორიელი აკეთებს. მთვარეულ ქალწულთა ცხოვრებაში ხშირად ხდება ისეთი ფაქტი,რაც მათ უფრო ფრთხილს,მორცხვსა და თავშეკავებულს ხდის ემოციურად ან სექსუალურად. ამიტომ ქალწულს უჭირს გაუგოს და ჩაერთოს მორიელის ემოციურ ვნებათაღელვაში. ამას გარდა,მთვარეული ქალწული საკმაოდ თვითკრიტიკულია,თუმცა ძალიან მტკივნეულად რეაგირებს გარედან კრიტიკაზე,ამიტომ მორიელი ფრთხილად უნდა იყოს სარკასტულ გამოთქმებთან დაკავშირებით,რაც მკვეთრად აქტიურდება მასში,როდესაც ბობოქარ ხასიათზეა. მისი გესლი მომაკვდინებლად მოქმედებს მთვარეულ ქალწულზე.
სამაგიეროდ,მათ აერთიანებთ საერთო თვისება: საკუთარი თავისა და გარშემომყოფების ანალიზი. ასევე თვითსრულყოფის მოთხოვნა.
This post has been edited by VlV on 21 May 2012, 22:06