Lilian
YOUR MAJESTY

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8877
წევრი No.: 116660
რეგისტრ.: 4-June 10
|
#28571442 · 2 Dec 2011, 00:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მუნ ინ აქუარიუს <><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>
მთვარის ნათელი მხარე მერწყულის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო იდეალისტები, შემოქმედებითები, მომთმენები და პროგრესულები ხდებიან.
მთვარის ბნელი მხარე მერწყულის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო არასტაბილურები, ჯიუტები, ქედმაღლები და უტაქტონი ხდებიან.
მერწყული მთვარისთვის ყვალაზე სასურველი ნიშანია, რადგან იგი აჯილდოვებს ადამიანს მგრძნობელობითა და ამთვისებლობის უნარით. მერწყული რაციონალური აზროვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნიშანია. მერწყულის ნიშანში მთვარის გავლენა ვლინდება მკვეთრ ლოგიკაში და ადამაინებზე ალტრუისტულ ზრუნვაში.
მთვარის მერწყული გაწონასწორებული და ზუსტია შეგრძნებებში. უშუალო შთაბეჭდილება შეგრძნებებზე, რომელსაც იგი ღებულობს გარე სამყაროდან, ეს არის მისწრაფება, განსაჯოს ობიექტურად, მეცნიერულად და ადამიანურად. მთვარის მდებარეობა მერწყულის ნიშანში, არ იწვევს ხასიათში უკიდურესობებს, მისი მიდგომები არ არის სუფთა მენტალური და სუფთა ემოციური. ის გამჭრიახია, მაგრამ არა ექსცენტრიული.
მთვარე მერწყულის ნიშანში, აჯილდოვებს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თვითგამოხატვის უნარით. მთვარის მერწყული გონებამხვილი მოსაუბრე და შესანიშნავი მეგობარია, ის ორიენტირებულია ადამიანებზე, კომუნიკაბელურია და ინტერესდება სხვისი პრობლემებით, თუმცა წყლის ნიშნებთან შედარებით (მთვარის კირჩხიბი, მთვარის მორიელი, მთვარის თევზები), მისი ემოციონალური გატაცებები არასოდეს არ არის ისეთი ძლიერი, რომ გავლენა მოახდინოს მის ცხოვრებაზე. ადამიანებთან ურთიერთობებში იგი არასოდეს მიდის ძალიან შორს.
ვნებები, რომელიც მთვარის მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ, მოდის გონებიდან, მათ აინტერესებთ ახალი იდეები, ფილოსოფია, მათემატიკა, უყვართ მეცნიერება, აგრეთვე ხელოვნება, მუსიკა და ლიტერატურა. ინტელექტუალურად განვითარებულები არიან, გააჩნიათ ინტერესთა ფართო სპექტრი და ურთიერთობა აქვთ განსხვავებული ტიპის ადამიანებთან.
მერწყული წინასწარმეტყველების ნიშანია, იმყოფება რა მთვარის გავლენის ქვეშ, იგი ინტერესდება შეუცნობელით და მომავლის პერიპეტიებით. მთვარის მერწყულებიდან ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ნათელმხილველობის უნარი გააჩნია და შეუძლია იწინასწარმეტყველოს მომავალი. თუმცა ამავდროულად ის არც ისე პრაქტიკულია, შეიძლება ითქვას, რომ მისი ფართო თვალსაწიერი შერწყმულია მისივე სიბეცესთან. იგი ოპერირებას ახდენს მასშტაბურ კატეგორიებზე, მაგრამ როდესაც საქმე მივა მძიმე, დამაუძლურებელი ჩანაფიქრის რეალობაში განხორციელებაზე, გადართვება და იწყებს ფიქრს სხვა იდეის განხორციელებაზე. მთვარის მერწყულები ხშირად პირდებიან ოქროს მთებს, მაგრამ სინამდვილეში მისი დაპირებები ფუჭი აღმოჩნდება ხოლმე. უჩვეულო ადამიანები, ადგილები და პროექტები - ესაა მისი ყველაზე დიდი ინტერესის სფერო.
სიყვარულზე მთვარის მერწყულები სწრაფად რეაგირებენ, რათა მალე მიიღონ ახალი შეგრძნებები, რომელიც სავარაუდოდ მალევე ქრება ხოლმე. ასეთ ურთიერთობებში ისინი ორმაგ ხასიათს ამჟღავნებენ, ერთის მხრივ რომანტიკული საფარით აღჭურვილთ, ეშინიათ არ დაიხრჩონ ვინმეს მოთხოვნების ქვეშ, რადგან არ უყვართ მესაკუთრული ხასიათის პარტნიორები, მეორეს მხრივ კი ცდილობენ მოძებნონ ოქროს შუალედი ერთგულებასა და დამოუკიდებლობას შორის.
მთვარის მერწყულებიდან, ბევრი, ნამდვილ სიყვარულამდე უიღბლო რომანების სერიას გაივლის ხოლმე, მაგრამ თუ ისინი შევიდნენ ქორწინებაში (ხშირად მოწიფულ ასაკში), ამყარებენ პარტნიორთან უფრო მეგობრულ, ვიდრე ცოლ-ქმრულ ურთიერთობას.
მთვარის - ლომი
<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>
მთვარის ნათელი მხარე ლომის ნიშანში - ადამიანები ამ დროს უფრო ენერგიულები და შემოქმედითები ხდებიან, უყვართ გართობა და მათი თვალთახედვის არე შესამჩნევად ფართოვდება.
მთვარის ბნელი მხარე ლომის ნიშანში - ადამიანები ამ დროს უფრო ეგოისტურები, პატივმოყვარენი, იმპერატიულები და უხეშები ხდებიან, ყოველნაირად ახალისებენ და ხელს უწყობენ საკუთარი სურვილების განხორციელებას.
მომხიბვლელ და სიცოცხლისმოყვარულ ლომის ნიშანში, მთვარე თავს ძლიერად, პოზიტიურად ავლენს და მისი ბნელი მხარეც კი, სხვა ნიშნებთან შედარებით ნათელია. ლომი შესანიშნავი ნიშანია მთვარისთვის, რადგან იგი მის გავლენას უმატებს დიდ სითბოსა და მუდმივობას, აგრეთვე იდეალიზმს.
მთვარის ლომი ძალიან ემოციურია, ამიტომ მის გრძნობებზე ზემოქმედება უფრო ადვილია, ვიდრე გონებაზე. თუ ის გრძნობების ზეგავლენის ქვეშაა, ყველაფერს ზუსტად და აღმაფრენით ითვისებს ხოლმე, მაგრამ თუ რაიმე საგანი ან საკითხი არ იწვევს მასში ემოციებს, ინტერესი ძალიან მალე უქრება ხოლმე. გრძნობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებებს, რომელიც მოდის გარესამყაროდან, მთვარის ლომი იღებს ემოციონალურ დონეზე, ამიტომ, თუ ვინმეს სურს ლომს შეაცვლევინოს გადაწყვეტილება, საჭიროა მის გრძნობებზე მოქმედება.
მთვარის ლომის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მას არ სურს დაემორჩილის სხვის თამაშის წესებს. იგი ძალიან ჭკვიანია და სიახლეების ათვისების კარგი უნარით გამოირჩევა, ვერ იტანს დაწვრილმანებასა ვიწრო აზროვნებას. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ცდილობს საზოგადოებაში შესამჩნევი როლი ითამაშოს.
მთვარის ლომი კარგად ამჟღავნებს თავს ერთობლივ პროექტებში, რადგან შეუძლია შთააგონოს და პირადი მაგალითი მისცეს ადამიანებს. პრობლემების შემთხვევაში, იგი არ ყრის ფარხმალს და არ წუწუნებს, პირიქით, მაშინვე იწყებს გამოსავლის ძებნას. მოწოდებით ლიდერია და ხშირად გრძნობს ხოლმე, რომ განსაზღვრული მისია აკისრია ცხოვრებაში. ზოგჯერ ძალიან უყვარს მბრძანებლობა და საერთოდ, ლომს უფრო ბრძანებების გაცემა უყვარს, ვიდრე მისი შესრულება. თუმცა ამას ადვილად პატიობენ, რადგან მისი ჭარბი ენთუზიაზმი, ენერგია და სიცოცხლის სიყვარული გადამდებია სხვა ადამიანებისთვის და მათში დადებით ემოციებს იწვევს.
პატივმოყვარეობა ლომის მთავარი სისუსტეა, ის ადვილი "ნადავლია" მათთვის, ვისაც შეუძლია ხელოვნური, ყალბი კომპლიმენტებისა და ქათინაურების თქმა. მთვარის ლომს ყოველთვის სჭირდება აუდიტორია და ძალიან უყვარს ყურადღება.
მთვარის ლომს ხიბლავს მიწიერი სიკეთეებიც - ნოყიერი საკვები, ძვირფასი ღვინოები, ეფექტური სამოსი. იგი შესანიშნავი მასპინძელია ხოლმე და კარგად გამოსდის შესანიშნავი საღამოების მოწყობა. საბედნიეროდ უფრო ხშირად, მათ ექსტრავაგანტულ გემოვნებას ფინანსური მდგომარეობაც უმაგრებს ზურგს.
სიყვარულში მთვარის ლომი რომანტიკულია, მას შეუძლია თავის რჩეული კვარლცხბეკზე აიყვანოს და ხაზი გაუსვას მის ისეთ ღირსებებს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, ხოლო როცა პარტნიორი მის იმედებს ვერ გაამართლებს, იმედგაცრუებას განიცდის არა მარტო სიყვარულისადმი სერიოზული დამოკიდებულების, არამედ სიამაყისა და თავმოყვარეობის გამო. იგი ეჭვიანი და სიყვარულში მესაკუთრეა, ამასთან ერთად უყვარს ფლირტი და ძალიან უხარია როცა სუსტი სქესის წარმომადგენლები მის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ.
მთვარი მორიელი
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
მთვარის ნათელი მხარე მორიელის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო შეუპოვრები, პატივმოყვარენი, ემოციურები, იდეალისტები ხდებიან, უმძაფრდებათ წარმოსახვის უნარი.
მთვარის ბნელი მხარე მორიელის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო ჯიუტები, ეჭვიანები, ჩაკეტილები, მოუთმენლები და ძალაუფლების მოყვარულნი ხდებიან.
სკორპიონი სიკვდილის, განმეორებისა და ემოციონალური უკიდურესობის ასტროლოგიური ნიშანია. სკორპიონი ხაზს უსვამს მთვარის მგრძნობიარობას და ამავდროულად გავლენას ახდენს მის ძალაზე. თუ მთვარე იმყოფება სკორპიონის ნიშანში, ადგილი აქვს სულიერების მოზღვავებას და გრძნობების გამძაფრებას, რაც მოქმედებისთვის მეტ მოტივაციას იძლევა.
მთვარის მორიელს შეუძლია ხელოვნურად დამალოს თავისი ჭეშმარიტი გრძნობები. მთვარე მორიელის ნიშანში ძალიან წინააღმდეგობრივია, მთვარის მორიელს მართავენ ძლიერი ვნებები, მაგრამ ისინი მიდრეკილი არიან დამალონ მთი მამოტივირებელი როლი. ისინი ხშირად არიან უკმაყოფილო საკუთარი ემოციებით (მაგალითად მრისხანებით ან ეჭვიანობით), ამიტომ საკუთარ რეაქციებს ხშირად მალავენ სიმშვიდისა და სიხალისის ნიღაბს ქვეშ. თუ რაიმე ტკივილს აყენებთ, შეუძლიათ გაუმკლავდნენ საკუთარ გრძნობებს, აღმოფხვრან ტკივილის მიზეზები და ბოლო მოუღონ ტანჯვას.
მთვარის მორიელები, უზარმაზარ სულიერ ძალითა და მახვილი დაკვირვების უნარით გამოირჩევიან, მათი აზროვნება და ანალიზის უნარი ღრმა და ზუსტია ხოლმე. ფენომენალური მეხსიერება მათთვის როგორც დადებითი შედეგის, ასევე დისკომფორტის მომტანია, რადგან თუ ეხმარებათ საქმიანობაში, აიძულებთ კიდეც დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაიტანონ მიღებული ემოციური ტრამვა. ზოგიერთი მთვარის მორიელი არასოდეს იუვიწყებს წყენას და წლობით ელოდება შესაფერის მომენტს შურისძიებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სასტიკები და შურისმაძიებლები არიან, თუმცა ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიხსენონ ჭრილობა, რომელიც მიაყენეს მის სიამაყესა და თავმოყვარეობას.
შეუპოვრობა და დაჟინებულობა ეხმარებათ წინააღმდეგობის გადალახვაში, რომლებიც სამწუხაროდ მთვარის მორიელებს მრავლად გააჩნიათ სხვა ადამიანებთან შედარებით. ცხოვრებაში მათ ძალიან ხშირად აქვთ ფარული გაჭირვება ან პრობლემა საკუთარ ოჯახთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
მართალია ვნებებს დიდი ადგილი უჭირავთ მთვარის მორიელების ცხოვრებაში, მაგრამ მათი სექსუალურობა შესაძლოა სუბლიმირებული იქნეს სხვა სფეროებში, მაგალითად შემოქმედებით საქმიანობაში ან კარიერაში, რომელიც ითხოვს საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანას. საქმე და საქმიანობა მთვარის მორიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აქ ყველაზე კარგად ახერხებენ საკუთარი თავის წარმოჩენას. გააჩნიათ მაღალი მოთხოვნები და პროფესიონალური სიამაყე კარგად ჩანს მათ ყველა წამოწყებაში. ისინი პატივმოყვარენი არიან და შეუძლიათ იყვნენ ძალიან კარგი ადმინისტრატორები.
მთვარის მორიელები ძალიან მგრძნობიარეები არიან, რითაც ძალიან იზიდავენ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს, თუმცა თავად ვერ აცნობიერებენ ამას. პირად ცხოვრებაში ამ თვისებას მათთვის გართულებები მოაქვს და ბევრი მთვარის მორიელი არაერთხელ ქორწინდება ხოლმე. სხვის მიმართ მორჩილების შიში, ასევე არც თუ ისე კარგად მოქმედებს მათ სასიყვარულო ურთიერთობებზე, რადგან ძალიან უჭირთ ბოლომდე მიენდონ ვინმეს და დიდი ხნის განმავლობაში არ უხსნიან გულს საყვარელ ადამიანსაც კი. ამის შესაძლო მიზეზია ის, რომ ისინი საჭიროებენ ემოციონალურ დაცულობას და საფრთხის შეგრძნების გამო ვერ ახერხებენ ძლიერად შეიყვარონ.
This post has been edited by Papillon on 29 Jan 2012, 15:19
--------------------
❄❄❄ Limited edition - I never worry, life is a journey - never give up ♒
|