სორრი. ძალიან დაკავებული ვარ და ისე ვიღლები თარგმნის თავი აღარ მაქვს ხოლმე. ნახევარი ვთარგმნე, რასაც დაგპირდით. მეორე ნახევარი სხვა დროს


როდესაც თქვენ დაიბადეთ,
მთვარე ქალწულის ზოდიაქოში იმყოფებოდა. ქალწული მოძრავი ჯვრის ქალური ნიშანია და მიეკუთვნება "ინ"-ის საწყისს. ამ ნისნის მფარველი მერკურია ოლიმპოს ფრთოსანი მაცნე.
ქალწული მთვარე უდიდეს ძალისხმევას აქსოვს ყველაფერში რასაც აკეთებს, რათა იყოს სრულყოფილი. მთვარე ქალწულს ზოგჯერ იმდენად გაიტაცებს თავისი ემოციების ანალიზი, რომ იმის ნაცვლად დატკბეს შუალედური რეზულტატებით და გააგრძელოს წინსვლა, გააკეთოს ის რაც გასაკეთებელია ამჯობინებს უმოქმედობას და დარდს.
რადგან ქალწულს კრიტიკა და ანალიზი ახასიათებს, მთვარე ქალწულსაც სისხლში აქვს გამჯდარი კრიტიკული ანალიზი. თუმცა უნდა ეცადოთ ცოტა ნაკლებად კრიტიკული იყოთ, საკუთარი თავის მიმართ მაინც..
ქალწული ასევე მსახურების ნიშანია, ამიტომ მთვარის გავლენა ამ ადამიანს ძალიან მზრუნველს ხდის, რომე;ლიც მზადაა მთლიანად მიუძღვნას თავი არჩეულ საქმეს ან საყვარელ ადამიანებს.
რადგან ქალწულს მერკური მართავს, ამ ადამიანების შესანიშნავი მეხსიერება, ძალიან მოქნილი და მახვილი გონება აქვთ. როგორც წესი ქალწულებს თანდაყოლილი ინტუიცია აქვთ და მხოლოდ შინაგან ხმას უნდა დაუგდონ ყური და მიენდონ მას და ეს მათ ძალიან დაეხმარებათ და გაუიოლბთ ცხოვრებას.
თუმცა ქალწულები მზითაც და Mთვარითაც იმდენად არიან ჩაციკლულები სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე, რომ თვაისუფლად შეუძლიათ თავი დაიდანაშაულონ თუ მას ვერ მიაღწევენ. ეს უBიძგებს მათ თვითანალიზისკენ და მოუსვენრობა იზრდება. მთვარე ქალწულს დიდი სიფრთხილე მართებს, რომ მზე ქალწულის რიგებს არ შეუერთდეს, ამ უკანასკნელთა შორის ძალიან ხშირია ფსიქოსომატურ დაავადებათა რიცხვი.
მთარე ქალწული ძალიან დაინტერესებულია ჯანმრთელობით და დიდი ყურადღებას აქცევს თავის ორგანიზმს და მისი გაკაჟების საშუალებებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია ნორმის ფარგლებში, მაგრამ თუ ჯანმრთელობის პრობლემები ამოსავალ წერტილად გადაგექცათ და თქვენ ახალი დიეტის ან მკურნალობის მეთოდის ფანატი ხართ, იცოდეთ რომ ამით თავსაც დაიტანჯავთ და გარშემომყოფებსაც დატანჯავთ.
* * *
ქალწული მთვარის თვისებებიდადებითი: შრომისმოყვარე, იდეალისტი, ჯანმრთელობაზე მზრუნველი, ზუსტი, ცოცხალი გონებით.
უარყოფითი: ვორქოჰოლიკი, მტკივნეულო სწრაფვა სრულყოფილებისკენ, თავის ჯანმრთელობაზე ჩაციკლული, იდეალურად კრიტიკულები, თავდაუჯერებლები.
ამ ნიშანს ახასიათებს მოსწრაფება უსაფრთხოების და სტაბილურობისაკენ, თან იმდენად ძლიერ, რომ ვერცერთი სხვა ნიშანი ამაში ვერ შეედრება. თუ მის უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრა , ქალწული მთვარე პანიკაში ვარდება და აი აქ უნდა დაუგდოს ყური შინაგან ხმას და თუ საშუალება აქვს მედიტაციას მიმართოს.
მთვარე ქალწულის ემოციებიისწავლეთ პატივი სცეთ საკუთარ პიროვნებას, ნაკლი ყველას ადამიანს აქვს. ზოგიერთი ნაკლი ექვემდებარება გამოსწორებას, ზოგი არა. ქალწულის გავლენამ მთვარეზე თქვენ დაგაჯილდოვათ ანალიტიკური უნარით, რომელიც ძალიან სასარგებლოა, თუ სწორად გამოიყენებთ.
კარიერაკარგი ფინანსისტები, საქმეთა მწარმოებლები, ჯანდაცვის სფერო, პედაგოგობა ესაა მათი სფერო. ხოლო მათ კრიტიკულ განწყობას ექნება კარგი გამოყენება თუ ისინი დაკავდებიან თეატრალური, კინოს და სატელევიზიო კრიტიკით.
ოჯახი მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორ მთვარე კირჩხიბისთვის. მათ მართლა ძალიან უნდათ რომ იდეალური მშობლები იყვნენ. მაგრამ მათი მაღალი მომთხოვნობა საკუთარი თავის და სხვების მიმართ ხშირად აფუჭებს მათ ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.
სიყვარულში ისინი ძალიან სერიოზულები არიან. მაგრამ არ ღირს თავის დატანჯვა თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობის ანალიზით. ხანდახან ის ნერვიულობს და ნერვებს იშლის სულელურ წვრილმანებზე და ამ დროს მთვარი გვერდზე რჩება, მათ შორის ის, რომ როგორი ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ.
This post has been edited by matilda123 on 24 May 2012, 01:43