ფლუდავიკებო და ჩათერებოოო, თქვენიიიიი

როგორ ხართ?

დღეს კიდევ ერთი მშვილდის დღეა, ლოგოსის

შეგირცხვათ ნამუსი, ამდენი ხანია და მშვილდისთვის მისალოცი თემა მშვილდს არ გაუხსნია, სავსემ ნე უვაჟაემ ბლიზკიხ
* * *
ფ. შვაბი
მშვილდოსანი (Sagittarius). არის ზოდიაქოს მეცხრე ნიშანი. ეს არის მესამე ცეცხლოვანი და მესამე ცვალებადი ნიშანი. გამოისახება კენტავრის სახით, რომელიც ისვრის ისარს. აქვს ურთიერთობა ცნობიერების ტრანსფრომაციასთან. ვიბრაციის (იმ სფეროებში გარდასახვის მომცემი, რომელიც წარმოადგენს მის/მშვილდოსნის ძალებს) ნიშანია.
დაბნეულობისა და დიფერენციაციის ძალა, რომელიც დამახასიათებელია ვერძისთვის ერთიანდება და კონცენტრირდება ლომში და სულიერი სინათლით გამოიხახება მშვილდოსანში.
მშვილდის გახსნილობა ვლინდება გენიოსის სახით, რომელიც ცნობიერის ტრანსფორმაციას ახდენს და ის ტვინის აქტიურობის გამოვლინების დონეზე გამოჰყავს. მშვილდოსანი, წარმოადგენს წინასწარმეტყველების ნიშანს, აერთებს მთლიანობაში სულს, სამშვინველსა და სხეულს სიცოცხლეშივე. ამ ნიშნის ძალა შეფერილია თვითშეწირვისა ყოფიერების უმაღლესი სფეროებისკენ მისწრაფების ფერებით. ნიშნის ორსახოვანი ბუნება ვლინდება ინტუიციური ცნობიერების ობიექტურ და სუბიექტურ მხარეებში. ორივე სფერო ურთთიერთქმედებს ენერგეტიკული წყაროების მეშვეობით. მშვილდოსნის განმასხვავებელი და მახასიათებელი ნიშანია მოგზაურობის სიყვარული. და თუ ვეძი პირველია/ანუ გზის გამკვლევია, ლომი _ ორგანიზატორი, მშვილდოსანი ამ შემთხვევაში - სამუშაოს მწარმოებელია.
ამ ნიშნის მიერ გამოვლინებული ეგოიზმი დანარჩენი ორი ცეცხლოვანი ნიშნის (ცეცხლის ტრიგონის ნიშნები _ ვერძი და ლომი) მიერ გამოვლინებული ეგოიზმის მსგავსია. მშვილდოსანი გამოირჩევა ძლიერი ეგოცენტრისტულობითა და მკვეთრი პატივმოყვარეობის გამოვლინებით. სხვებზე მბრძანებლობისკენ სწრაფვისას მას შეუძლია "კედელი თავით გაანგრიოს". მისმა სხვებზე მბრძანებლობის სურვილმა შესაძლებელია მიიყვანოს ავტოკრატიამდე ანდა მეგალომანიამდე, ხოლო მისი ყველა ამბიციის კრახის შემთხვევაში - თვითმკვლელობამდეც კი. მასწავლებლის, წინასწარმტყველის, მოძღვრის როლში მშვილდოსანი არ ითმენს განსხვავებულ აზრს და ითხოვს სხვებისგან უსიტყვო მორჩილებას. მშვილდოსანი თავისთავში წარმოდგენს იმ ადამიანის ტიპს, რომელსაც შეუძლია დაუქვემდებაროს სხეული თავის ნებას, და ავლენს სულიერი აუტოტრენინგისკენ, ცხოველური ინსტიქტების ჩახშობისა და სულიერად სრულყოფისკენ მიდრეკილებას.
სამომავლოდ რელიგიურ და ფილოსოფირ საქმიანობაში ჩათრეული, მშვილდოსანს აქვს უნარი გასცეს ბევრი ფასეული მკვეთრად გამოკვეთილი ოპტიმიზმის წყალობით. მხოლოდ ერთია, მისი მდიდარი წარმოსახვა, რომელიც ვლინდება დიდსულოვნების ფორმაში, ნაწილობრივ იწვევს გაუგებრობასა და გაოგნებას. ის მიდრეკილია სეპარატიზმისკენ და ბუნტისკენ. გარშემომყოფებს უწევთ შეგუება იმასთან, რომ ის მათ უყურებს ზევიდან. გარშემომყოფების სუსტი მხარეების კარგად ცოდნა მას ეხმარება ზუსტად გამოთვალოს ოპტიმალური მომენტი თავდასხმისთვის. მხოლოდ, მათთვის მისაყენებული ტანჯვის დროს სულის სიღრმევდე შეძრულია და ამ დროს ის ისწრაფვის, შესაძლებლობის ფარგლებში, დარტყმა რაც შეიძლება რბილად მიაყენოს. თუ ტყუპები (რომელიც არის მშვილდოსნის საპირსპირო ნიშანი) ამ შემთხვევაში მოქმედებს გათვლით ანდა იმისთვის რომ დაინახოს გარშემომყოფთა გაბრიყვებული სახეები, მშვილდოსანი მოქმედებს შინაგანი იმპულსების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ დახმარებისას მათ მიერ განცდილი სულიერი მღევლარება შეუდარებლად დიდია იმ პრაქტიკულ დახმარებაზე, რომელიც მას შეუძლია გაუწიოს სხვებს, თუმცა მშვილდოსნის შესაშური მოხერხებულობა ხელს უწყობს დახმარების რეალიზაციას, ძირითადად, სხვა ადამაინების ხარჯზე.
სამომავლოდ, ბუნებით დამოკიდებული ადამიანი, ის უპირატესობას ანიჭებს სხვა ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა იმუშოან მის მაგიერ, და ამ დროს საკუთარი დისულოვნებით ტკბობა გააგრძელოს . ხანდახან მშვილდოსნის ინტუიცია არსის სუმბლიმაციას უწყობს ხელს, რომელაც ის მიჰყავს უმაღლესი წარმოდგენების გამო თვითუარყოფისკენ და თვითშეწირვისკენ. განმასხვავებელ ნიშნებს (ტყუპებისა და მშვილდის ერთნაირი დამახასიათებელი მხარეები) წარმოადგენს მერყეობა და შეხედეულებათა წამიერი ცვალებადობა, მაგრამ თუ ტყუპები ნებისმიერ საფუძველზე სიტყვებს ტყუილად ფლანგავენ, მშვილდი - დიალექტიკის უდიდესი ოსტატია, ძინწი სიტყვებში, _ ავლენს სიტყვაკაზმულობას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
ამ ნიშნის წარმომადგენლები ფლობენ მკვეთრად გამოხატულ ეროტიულ საწყისებს და, მორიელისგან გასხვავებით, მშვილდოსნები ამ საწყისების ფუჭად ფლანგვისკენ არ არიან მიდრეკილნი. თვითფლობისა და ზომიერების თანდაყოლილი გრძნობის გამო, იმპოტენცია მათ არ ემუქრებათ, მაგრამ მშვილდოსნები ვერ შეედრებიან მორიელებს სქესობრივი ენერგიის დანახარჯებში. ეროტიულ სფეროში გამოცარიელება მათთვის მთავრდება მძიმე დეპრესიით. მშვილდოსანი ვალდებულია შეინარჩუნოს თანდაყოლილი წონასწორობა. მორიელისგან განსხვავებით, მშვილდოსნისთვის უფრო მარტივია გახდეს ასკეტი. თუ მორიელს ეროტიული საწყისი აქვს სულიერ სრულყოფილებასთან განუყოფლად, ხოლო მოთხოვნილება - შესაძლებლობასთან ჰარმონიაში, მშვილდოსნის ეროტიული საწყისი ადაბლებს მის სულიერებას, იმ დროს როდესაც ეროტიული შესაძლებლობანი დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.
სასქესო ორგანოების ფუნქცია მშვილდოსნის მიერ აღიქმევა როგორც შემოქმედებითი აქტის ხარისხი, რომელისკენაც ის ისწრაფვის, მაგრამ ამავ დროს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. ყოველი ზედმეტი გამოვლინება ამ სფეროში, იწვევს ორგანიზმის ბალანსის ძლიერ დარღვევას. ამ ნიშნის წარმომადგენლებთან დაკავშირებით შეიძლება აღინიშნოს, რომ ისინი ხასიათდებიან თავშეკავებულობითა და პლატონური სიყვარულით. ეროტიული ურთიერთობების ხასიათი, დიდი ნაწილით, დამოკიდებულია პარტნიორის არჩევაზე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება. პარტნიორი მვკეთრად გამოხატული ეროტიული ტენდენციით შეიძლება გახდეს მშვილდოსნის ჯანმრთელობის მიშლის მიზეზი, ასევე, კარიერის აწყობის დაბრკოლებად.
მშვილდოსნების ეროტიული ცხოვრების ამოცანა და ტრაგედია იმაშია, რომ სქესობრივი აქტის შერწყმა ხდება უმაღლესი აღქმის ასპექტებთან. მშვილდოსანს ექვემდებარება კუნთოვან-მამოძრავებელი სისტემა მთლიანად. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი შეიძლება იყვნენ კარგი სპორტსმენები. ნიშნის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება მშვილდოსანს ჰქონდეს უბედური შემთხვევები, თიაქარი, მძიმე ჭრილობები, სახსრების ანთებები. დამატებითი ინფორმაცია _ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მტერი, განწირულია ძლიერი ნერვიული გადატვირთვისთვის.
ქიმიური შეერთებით, მშვილდოსნის ნიშანს შეესაბამება, ფოსფორმჟავის ნატრიუმი, რომლის უკმარისობამ ან არქონამ ორგანიზმში შეიძლება გამოწვიოს რძის მჟავის უკმარისობა, სახსრების რევმატიზმი, ამაღლებული მჟავიანობა, ფაღარათი.
მიზნის მიღწევაში და სურვილების შესრულიებისთვის მშვილდოსნისთვის კეთილგანწყობილი ქვებია ის ქვები, რომელიც შეესაბამება ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს, რომელიც მფარველობდა ამ ადამიანს მისი დაბადების მომეტისთვის, კერძოდ: გიაცინტი, ძოწი, ფირუზი, ცირკონი, ყველა მწვანე და წითელი ქვები.
მშვილდოსნის საპირისპირო ნიშნის (ტყუპების) თანავარსკვლავედის ქვები დისონსნში იყოფება მშვილდოსნის ხასიათთან და შეუძლიათ დაანგრიონ მისი ცხოვრება და კეთილდღეობა. ასეთი ქვებია: ტოპაზი, ბერილი, ყველა მჭრელი ქვა.
ძველად თვლიდნენ, რომ მშვილდოსნისთვის ყველაზე ბედნიერი თილისმა იანვარში იქნება გიაცინტი და ძოწი, თებერვალში _ გიაცინტი, მაისში, ივნისა და ივლისში _ ზურმუხტი, ოქტომბერსა და ნოემბერში _ ბერილი.