ჰოო რაც აქ წავიკითხე მივხვდი, რომ ნამეტანი უცნაური სასწორი ვარ.
გადაწყვეტილებებს ვერ იღებსო. არადა ელვისებურად ვიღებ

ნუ ახლა საჭმელს და ფარდის ფერს რაც შეეხება, მანდ ვიჭედები ბაზარი არაა, მაგრამ ცხოვრებისეულ და სერიოზულ ამბებში არ ვარ ძალიან მერყევი.
ნუ ჰო კიდევ კონფლიქტი არ მიყვარს, მაგრამ არც ვერიდები, განსაკუთრებით თუ პირად ცხოვრებაში რამე პრინციპულ საკითხებს ეხება,

ფარდის ფერზე და ხინკალი ყველით თუ ხორცით, არ ვდავობ, კი ბატონო
რომანტიკოსი ვარ კი, თან ძალიან, მაგრამ უემოციო სექსიც შემიძლია, განსაკუთრებით ისეთ ქალებთან, ვინც შეიძლება ლამაზია, მაგრამ დიდად არ მიზიდავენ (ნუ აქ ჩემი კრიტერიუმები მაქვს, რაც სასწორისას ემთხვევა პრინციპში)
ჰო ნუ დანარჩენი სიმართლე წერია პრინციპში.
განსაკუთრებით პარტნიორებს რაც ეხება. ახლა მივხვდი რატომ დამთავრდა ყველა ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა კრახით: ყველა თხის რქები იყვნენ.
ახლა მერწყულს ვეჩალიჩები და ვნახოთ ერთი რა გამოვა. დიდი იმედი კი არ მაქვს, მგონი ამ ნიშნისხალხს ემოციური უჯრედები საერთოდ ამოღებული აქვთ ტვინიდან.

ისე დიდად მაინც არ მჯერა ამ ჰოროსკებების

აუ ეს ასტრო რაღაცები როგორ გამოვთვალო მასწავლეთ რა

რაღაც მთვარის ზონაო იუპიტერს კვეთსო მზის ასტრალში შედისო და რაღაცები, ვერაფერი ვერ გავიგე
This post has been edited by Walt on 20 Dec 2011, 02:26