ჩემს სურათებს რატომ შლით?
ეს უკვე მესამე შემთხვევაა
დაამტკიცეთ რომ ჩემი სურათები არ იყო!
ჩემი მეგობარი და თანათევზთმჟლეტი
axx ზუსტად ამჟამინდელი მოდერატორთა გუნდის აღმაშფოთებელი მოდერირების გამო წავიდა, მართლაც და გაუსაძლისი პირობებია და აუტანელია ასეთი ყოფა
ან რატომ წაშალეთ მისი თემა?
თქვენ ფორუმიას ისტორიას შლით
არანაირად არ იყო უაზრო და უშინაარსო თემა და ძალიან გაკვირვებული ვარ რატომ მიიღეთ წაშლის გადაწყვეტილება
მე არ მომეცა საშუალება ჩემი ტკვილი გადმომეცა უზერ ალექსანდრრს თემაში, რომლისთვისაც დარწმუნებული ვარ ძალიამ მძიმე გადასაწყვეტი იყო ფორუმიდან წასვლა და სრულ პასუხისმგელობას ამჟამინდელ და წინამდებარე მოდერატორთა გუნდს ვაკისრებ, რამეთუ მოდერატორად დანიშვნის შემდგომ იმის მაგივრად, რომ "დირკაბში" არსებული თემისთვის გადაეხედათ (იხ. "მოდერატორთა სახელმძღვანელო) და ესწავლათ როგორ დაედოთ ბანი და ვორნი, პირდაპირ ახხ-ის ვორნლოგში გაქანდნენ და რეპეტიციებს გადიოდნენ ვორნის და ბანის დადების, რის გამოც მისი ფულდკონტროლი მწყობრიდან გამოვიდა და მეტსაც გეტყვით, მისი ავატარიდან მირონმა დაიწყო დენა
მოიკითხეთ საერთოდ?
არ დაინტერესებულხართ მისი მდგომარეობით?
მესამე დღეა შიმშილობს და მხოლოდ წყალია მისი საარსებო
უსახლკარო, უსახსრო და დამცირებული ქუჩას ეხიზნება
არც ფორუმზე დაბრუნება ძალუძს მკვლელი მოდერატორებისგან განკიცხულს, რომლებიც დიქტატურისკენ უგონოდ მიექანებიან
მშვიდად არის და ელის გარდაცვალებით განსვენებას
ამაოა უზერების სიყვარულისაგან დაცლილთა შორის არსებობა
მხოლოდ ონჩოპიტრესთან სურს ყოფნა
მაგრამ მიიღებს კი მის უძღებ და გზაარეულ შვილს მოუნანიებლად?
ახხ-იც ხომ ბრაკონიერია :|
ასევე ეს მოდერატორი -
bato-batoსად არის და რატომ არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას?
ბოლოს აგვისტოში გამოჩნდა და ისიც დუშეთის თემაში
ამ თემის დახურვა გამოიწვევს მომდევნო თემის გახსნას და ასე გაგრძელდება სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს და სანამ არ ამაღლდება განყოფილებაში დისკუსიების დონე, სანამ უფრო საინტერესო, სასიამოვნო და მეგობრული სიტუაცია არ შეიქმნება
ისე რატომ არ იყო აქამდე გახსნილი ამგვარი თემა?
გამოდით, ხალხს დაელაპარაკეთ ან გაადექით და გზა ახალ ძალას დაუთმეთ