როგორც მოგეხსენებათ ახალი წელი მოდის, კარზეა მომდგარიო რომ იტყვიან, ეგრე არის

ამ თემაში ყველამ თქვენ-თქვენი აზრი დაწერეთ თუ ვისთან, სად, როგორ გაატარებდით ახალი წლის ღამეს!!!
ოღონდ ოცნებები და ღრუბლებში ფრენა არ გვინდა

სახლში ვიჯდე და უცებ ოქროს ზოდები დამეცესო

ან ბაყაყს ვაკოცო და მშვენიერ უფლისწულად გადაიქცესო
რეალური იყოს თქვენი სურვილი და რა იცით, იქნებ აგვიხდეს, ან ვინმე ისეთმა ადამიანმა წაიკითხოს ვინც საახალწლო სურვილს აგვისრულებს, სრულიად მოულოდნელად

პირველი მე დავწერ
ახალი წლის საღამო მინდა გავატარო სადმე მყუდრო ბარში, სადაც ვიქნები საყვარელ ადამიანთან ერთად, იქნება ბუხარი, ჩვენ ბუხრის წინ ვისხდებით მაგიდასთან და მოვწრუპავთ ღვინოს, ვისკს ან ნებისმიერ სხვა ალკოჰოლურ სასმელს... მაგიდაზე გოზინაყი, ჩურჩხელა და რამდენიმე კანფეტი რომ იყოს, ღარიბული სუფრა მირჩევნია...
ნელ-ნელა საამური სითბო დაგვივლის ძარღვებში და საუბარიც უფრო გულახდილი და ტკბილი გახდება.... ცოტა ხანში, უკვე შეზარხოშებულები რომ ვიქნებით, მის ბაგეებს დავეკონები, დავეწაფები უკვდავების წყაროს
აი, 12 საათიც შემოჰკრავს და ერთმანეთს კიდევ უფრო გულმხურვალედ მივულოცავთ ახალ წელს... თუმცა ეს სიხარული იმდენად ახალი წლის შემოსვლით კი არ იქნება ბედნიერი ჩემთვის, რამდენადაც ის რომ პირველად დგება ახალი წელი რომელსაც მასთან ერთად შევხვდები...
უკვე მთვრალები ვიქნებით, თვალები მასაც უჟუჟუნებს და მეც... ეს უკვე სიყვარულის თანმდევი ვნებიანი თვალების ჟუჟუნი იქნება....
მერე ის გონს მოვა ერთი ორს გამიტყლაშუნებს ლოყაში

მერე თუ თოვლი წამოვიდა, ვიგუნდავებთ....
და ბოლოს, სახლამდე მივაცილებ და თვითონაც გავუყვები სახლისკენ გზას
პ.ს
აი, ასე ვისურვებდი ახალი წლის ღამის გატარებას
This post has been edited by MySweetAudrina on 11 Dec 2015, 20:09
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!