თუ ასაყოლიებელია ყველას ყველა აიყოლიებს
ან აფიორა არა ?

ხულიგნობისთვის ვერ იმეტებ?

შენ უზომოდ შეყვარებული ხარ თევზებში

მე რა ვიცი, გააჩნია, ისევე ვერ ვკონტაქტობ ყველა თევზთან, როგორც არ მესმის რას ნიშნავს აკვიატებული მყავდეს, მაინტერესებდეს და ვაფრენდე მანდამაინც ერთ რომელიმე ნიშანზე

))კაცია და გუნება გააჩნია აზრებს, მსოფლმხედველობას, აურას, იუმორს და ბევრ რამეს, მაგის მიხედვით ადამიანს ან ვიღებ ან ვერ და ზოდიაქოთი გინდა ტყუპი იყოს და გინდა მაჩვი

თევზები ნაცნობებში ბევრი მყავს და ერთი საერთო ნიშანთვისება რაც თუნდაც ერთ დახასიათებაში გააერთიანებს ამ ხალხს მე ვერ მოვუძებნე

ანუ სხვა ნიშნებში საერთო ხაზს უფრო ვხედავ, ჩვენს "ოჯახში" კი ვერ, ყველა სხვადასხვანაირია, ზოგი რეაქტულია, ენერგიული, ზოგი სევდიანი მიყუჩული, ზოგიც 220 ვოლტში შეერთებული, გააჩნია რააა

ზოგი იქეთ მიცურავს ზოგი აქეთ, მეც სადღაც ვადგაფუნებ კუდს და ასე ...

თუმცა ისეთი ნიშანია, მე მომწონს თევზები რომ ვარ, ბევრი ძალიან მაგარი თვისება აქვს ამ ნიშანს..