კიბო ქალი- მიუხედავად რომანტიული ბუნებისა, კიბო ქალი უჩვეულოდ პრაქტიკული არსებაა. მისი ოჯახური ბიბლიოთეკის თვალიერებისას, შესაძლოა წიგნებში ჩაწყობილ ფულის კუპიურებს გადააწყდეთ. ფული მისი საყვარელი სასაუბრო თემაა და არც ერთი ქალი არ მიაქცევს თქვენს საბანკო ანგარიშს იმდენ ყურადღებას, რამდენსაც ქალბატონი კიბო.
მაგრამ არ გეგონოთ, რომ როგორც საერთოდ მანდილოსანთა უმრავლესობას ახასიათებს, მან თქვენი ქონება სამკაულებსა და ძვირფასეულობაში გაანიავოს. პირიქით იგი ყველა ღონეს იხმარს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ ფულს ფული მიუმატოს და თქვენი სიმდიდრე ერთი ორად გაზარდოს. კიბო ქალები ორგვარი ტიპისანი არიან: ერთნი რბილები, მოკრძალებულები, ქალურები. მეორენი-უჩვეულოდ აბეზრები. ამგვარი ქალები სხვის აზრს დიდად არას დაგიდევენ და თუ რომელიმე მამაკაცს გადაეკიდნენ, მათი თავიდან მოცილება ამ უკანასკნელს შესაძლოა, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ფასადაც კი დაუჯდეს.
კიბო ქალები უკიდურესად ემოციურები და წყენიები არიან. გახსოვდეთ, არ შეიძლება მისი დაცინვა და უტაქტოდ გაკრიტიკება. ასევე პატივისცემით უნდა უნდა მოეპყროთ მის მშობლებს, განსაკუთრებით დედას.
კიბო-ქალს ხშირად აწუხებს ათასგვარი უსაფუძვლო ეჭვები, იმის თაობაზე რომ არც ისე ახალგაზრდა და ლამაზია, არცთუ მთლად თქვენი შესაფერისია და ა.შ ამიტომ იგი გამუდმებით საპირისპიროში უნდა არწმუნოთ.
მას შეუძლია დღეში ოცჯერ მაინც მოისმინოს თქვენგან, თუ როგორი ლამაზია და როგორ ძალიან გიყვართ. არ დაგავიწყდეთ, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, უსაშველოდ მგრძნობიარეები არიან და თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობა არ გაგაჩნიათ, უბრალოდ ”სიყვარულობანას” თამაშმა შესაძლოა, მას ისეთი სერიოზული სულიერი ტრამვა დაუტოვოს, რომლისგანაც დიდ ხანს ვერ გამოკეთდება.
სამაგიეროდ თქვენს გულწრფელ გრძნობებს, თავადაც მარადიული ერთგულებით უპასუხებს. თუმცა თავის მხრივაც უპირობო ერთგულებას მოითხოვს. კიბო იშვიათი მესაკუთრეა და თუ რაიმეს თავისად თვლის, ცოცხალი თავით არავის დაანებებს.
მეგობრებში ქალი კირჩხიბი დიდად არ გამოირჩევა, იშვიათად რომ კომპანიის სულის ჩამდგმელი იყოს. თავის გრძნობებს უფრო ახლობლებისა და შინაურებისთვის ინახავს.
კიბო-ქალს ძუნწს ვერ უწოდებ, მაგრამ მაქსიმალურად ხელმომჭირნეა. მის ნივთებში უამრავ ისეთ რამეს ნახავთ, რომელიც ათი-თხუთმეტი წელია არ უხმარია, მაგრამ თუ ჰკითხავთ, აღმოჩნდება რომ ეს ყველაფერი საშინლად სჭირდება და ახლა თუ არა, მომავალში მაინც აუცილებლად გამოიყენებს. განსაკუთრებული ყურადღებით იგი, წინაპართა მიერ დანატოვარ ნივთებს ეკიდება. ამ განძს იგი თვალისჩინივით უფრთხილდება. კიბო ქალი ბუნებით მებრძოლი არაა, თუ რაიმე მისი სურვილის წინააღმდეგ ხდება, ცოტას წაიტირებს და დაელოდება სანამ ყველაფერი თავისთ მოგვარდება. მოთმინება მისი ხასიათის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა.
კიბო სანიმუშო დედაა. შვილებს თავს ევლება, ანებივრებს და მაქსიმალურად უჭერს ყველაფერში მხარს. შემთხვევითი როდია, რომ დედობას სწორედ კიბოს თანავარსკვლავედი განაგებს.
თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გადაჭარბებული სიყვარულის შედეგად, კიბო დედის შვილები ხშირად ეგოისტებად იზრდებიან. უჭირთ დამოუკიდებლად ცხოვრება და პრობლემებთან შეჭიდებას, ყოველთვის დედის კალთისთვის თავის შეფარებას არჩევენ. რაც მათ უსუსურ ადამიანებად ჩამოყალიბებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
ზუსტია რაააა ...