ასი როგორი კირჩხიბი ვარ მე:
ხასიათის შტრიხები დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციით, მგრძნობიარეა თუმცა მორცხვი, არ უყვარს საკთარი გრძნობების სახალხოდ აფიშირება. არის კარგი მეოჯახე, ნათესაური კავშირებისა და ტრადიციების დიდი პატივისმცემელი. კიბოსთვის ყველანაირი საიდუმლოს ნდობა შეიძლება. გამძაფრებული ინტუიციისა და თანაგრძნობის წყალობით, იგი ხშირად ხდება ადამიანთა სულების მესაიდუმლე.
კიბოს შეუძლია ყურადღებით მოუსმინოს ყველას, ვინც თავის გრძნობებს გაუზიარებს. საკუთარ სულს კი ცნობისმოყვარეთაგან გულმოდგინედ მალავს.კირჩხიბი ისევე როგორც ნამდვილი კიბორჩხალა, დასახულ მიზანს ყოველთვის შემოვლითი გზით უახლოვდება და არამც და არამც პირდაპირ.
დიდსულოვნებას და უანგარობას რაც შეეხება, ძნელი სათქმელია რომ კიბოს ეს თვისებები არ გააჩნია, პირიქით იგი ყოველთვის დაგეხმარებათ, როცა გიჭირთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა დარწმუნდება რომ მის გარდა სხვა ვერავინ გიშველით.
კიბო უკანასკნელ წუთამდე მოიცდის, იქნებ ვინმე სხვა შეეშველოსო.
აღმერთებენ სახლს და ოჯახურ გარემოს
კირჩხიბები უჩვეულოდ ემოციურები არიან, დარდს და საზრუნავს მათი დაავადება ან ლოგინად ჩაგდებაც კი შეუძლია. სიხარულს და დადებით ემოციებს კი განკურნება.
კირჩხიბები უჩვეულოდ ემოციურები არიან, დარდს და საზრუნავს მათი დაავადება ან ლოგინად ჩაგდებაც კი შეუძლია. სიხარულს და დადებით ემოციებს კი განკურნება.
კიბო-ქალს ხშირად აწუხებს ათასგვარი უსაფუძვლო ეჭვები, იმის თაობაზე რომ არც ისე ახალგაზრდა და ლამაზია, არცთუ მთლად თქვენი შესაფერისია და ა.შ ამიტომ იგი გამუდმებით საპირისპიროში უნდა არწმუნოთ.
მას შეუძლია დღეში ოცჯერ მაინც მოისმინოს თქვენგან, თუ როგორი ლამაზია და როგორ ძალიან გიყვართ. არ დაგავიწყდეთ, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, უსაშველოდ მგრძნობიარეები არიან და თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობა არ გაგაჩნიათ, უბრალოდ ”სიყვარულობანას” თამაშმა შესაძლოა, მას ისეთი სერიოზული სულიერი ტრამვა დაუტოვოს, რომლისგანაც დიდ ხანს ვერ გამოკეთდება.
სამაგიეროდ თქვენს გულწრფელ გრძნობებს, თავადაც მარადიული ერთგულებით უპასუხებს. თუმცა თავის მხრივაც უპირობო ერთგულებას მოითხოვს. კიბო იშვიათი მესაკუთრეა და თუ რაიმეს თავისად თვლის, ცოცხალი თავით არავის დაანებებს.
კიბო ქალები უკიდურესად ემოციურები და წყენიები არიან. გახსოვდეთ, არ შეიძლება მისი დაცინვა და უტაქტოდ გაკრიტიკება
* * *
ამასთანავე ამ ადამიანთა უმრავლესობა, დიდი გურმანია და როცა საკუჭნაო ან მაცივარი პროდუქტებით აქვთ გამოტენილი, მომავლის რწმენა ემატებათ.
საჭმლის თუნდაც ნარჩენების გადაყრა კიბოსთვის უდიდესი ტრაგედიაა. საერთოდ საკვებზე და მშივრებზე საუბარი განწყობას ძალიან უფუჭებთ
ამაში ვერ დაგეთანხმებით

ეს ძაან მომეწონა

ეგ მახასიათებს, იმდენი ნივთი მაქვს და ტანსაცმელიც, რომელსაც არ ვიყენებ მაგრამ ყოველთვის მგონია, რომ მომავალში დამჭირდება და ვინახავ
* * *
Marco Materazzi აი მეც მანდ ვარ

:D ისეთი მფლანგველი ვარ, რომ არ ვიცი

არადა ძუნწები არიანო კირჩხიბებიო და რავიცი..