ურთიერთობა იდეალისტთან
თუ ფლირტი გაქვთ და ფიქრობთ ქალწულთან დაწყვილებაზე, რამდენიმე საიდუმლო უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ამ ყველაზე ლოგიკურ და ხანდახან რთულ ნიშანზე. თუ ეს ცოტა არ იყოს ურთიერთგამომრიცხავად გეჩვენებათ, უკვე გაქვთ ალბათ წარმოდგენა ვისთან გაქვს საქმე და რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეთ, რადგანაც ქალწული არცერთ მათგანს არ დაეთანხმება.
ქალწულის მოხიბლვა
ქალწულები წარმოუდგენლად ძნელია დაახასიათო. ეს არის ერთადერთი ნიშანი რომელიც არ ჯდება იმ ჩარჩოებში როგორც შეიძლება მოელოდე თუ გჯეროდა ყველა იმ კლიშეს რომელიც ამ ნიშანთან იყო ასოცირებული. პირველი რაც ნამდვილად ასეა, იგი ძალიან მგრძნობიარეა სხეულის მიმართ, არა მარტო იმის მიხედვით თუ როგორ გამოიყურება ის, არამედ იმითაც თუ რა არის მის შიგნით, და თუ თქვენ ის ხართ ვინც ყურადღებას აქცევს სხეულის ფორმასა და ასე ჯანსაღ კვებას, ჩათვალეთ მისი ყურადღება უკვე მიიქციეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ფლირტი ქალწულთან
ქალწულები დიდ ყურადღებას აქცევენ თუ როგორ გამოიყურებიან. თუ ის მოგიახლოვდათ თავდაჯერებულად, არის შანსი რომ მისი მუცელი „გრუხუნებს“ ნერვიულობისგან. შენთვის კი იცოდე, რო თუ ცდილობს რო შენზე შთაბეჭდილება მოახდინოს, შენ უკვე მიიპყარი მისი ყურადღება. ისინი საზოგადოებაში შეიძლება შთაბეჭდილებას ტოვებენ რომ აკურატული, „სალათიჭამია“ ბარბები მოსწონთ, მაგრამ შინაგანად მათ იზიდავთ ემოციური, ღრმა ადამიანები რომლებსაც შეიძლიათ მათ მეორე მხარეს, იდუმალ ფანტაზიებს შეეხოს.
ქალწულის სიყვარული
თუ შეგიძლია წარმოიდგინო ქეითი პერი ჯავშანჟილეტით ჰელოუინის დღესასწაულზე, ე.ი. ის ქალწულივით გამოწყობილი იყო. მიუხედავად მათი სისხლისგამყინავი გარეგნული შესახედაობისა შინაგანად მგზნებარე და სექსუალური ეშმაკუნები არიან. ქალწულის გამოწვევაა შეაზავოს მისი ფანტაზიები რეალობასთან, რაც რეალურად არსებობს მის ცხოვრებაში. ისინი ოცნებობენ ჰყავდეთ იდეალური მეწყვილე, ვინმე ვინც იცნობს მათ ძალიან კარგად და პირიქით, რომ ორივე ერთმანეთს ინტუიციურად აძლევდეთ იმას რაც ყველაზე მეტად გინდათ და გჭირდებათ. ეს მათ იმდენად უნდათ რომ შეიძლება თავს დააჯერონ რომ ამის მოპოვება შეუძლებელია. მაგრამ ეს შესაძლებელია და ჭკვიანი ქალწული აუცილებლად მიაღწევს მას.
დიახ, ეს სიმართლეა - მათ უნდათ ურთიერთობა მიუხედავად იმისა როგორ ჩანან ისინი - ვისაც ყველაფერი აქვს და შინაგანად კმაყოფილია. მათ ამაღელვებელი, ვნებიანი კავშირი სჭირდებათ. მათ სჭირდებათ ისეთი ვინმე, ვინც აფასებს მათ მგრძნობიარე მხარეს და ასევე არც მათი სასიყვარულო მხარე რჩებათ თვალთახედვის მიღმა. ისინი შეიძლება ვერასოდეს გრძნობენ მყუდროდ თავს მარტო, მაგრამ ქალწულისთვის საშუალების მიცემა, იგრძნოს თავი შენთან უფრო მყუდროდ მას დაეხმარება გაიხსნას უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის. მიეცი მას შესაძლებლობა დაძლიოს ყველა შიში რასაც საკუთარი თავის მიმართ განიცდის და შენ გახსნილი, მოსიყვარულე პარტნიორი გეყოლება.
©californiapsychics
Bluetooth_a დაგფლუდავ მაინც
This post has been edited by Legally blonde on 6 Feb 2012, 14:02