პ.ს
ასტრო-შეთავსება:მშვილდოსნისა და ქალწულის შეთავსება
ქალი მშვილდოსანი -მამაკაცი ქალწული
მშვილდოსანი-ქალწულის ურთიერთობის ილუსტრირებისთვის გამოგვადგება ცნობილი ზღაპარი "ცეროდენა" (Дюймовочка ) . ყველას გახსოვთ პატარა გოგონა რომელიც იპოვნის თავის სიყვარულს მაგრამ სანამ პრინცს შეხვდება , ის გარკვეული დროის მანძილზე აღმოჩნდება თხუნელასთან. სწორედ ეს "თხუნელა" განასახიერებს მამაკაც -ქალწულს . ის მზრუნველია , ანგარიშიანი, ეწევა მოწესრიგებულ ცხოვრებას და სრულად აკონტროლებს თავის შემოსავალ-გასავალს. მას ხშირად აქვს უმაღლესი მათემატიკური განათლება რადგან უყვარს ფულის თვლა და ეს მას გამოსდის ბრწყინვალედ. მაგრამ ასეთი ცხოვრება სულაც არ ეხატებოდა გულზე "ცეროდენას" ხოლო მერცხალმა რომელიც მან გაიცნო , სულ სხვანაირ ცხოვრებაზე ესაუბრა. ავადმყოფი მერცხალზე ზრუნვა და მისი მოვლა კარგად ახასიათებს ქალი მშვილდოსნის -
დიდსულოვან და გულღია ბუნებას. ხოლო თხუნელა (მამაკაცი-ქალწული) ვერაფრით მიხვდა როგორ შეიძლება სტაბილური ცხოვრება გაცვალო ფრიად საეჭვო ავანტურისტულ მოგზაურობაზე, რომლის შედეგებიც რთულია გამოიცნო. ასევე ქალწულს და მშვილდოსანს უჭირს ერთმანეთის გაგება. ერთად ცხოვრება კიდევ ძალან აუტანელია.
მამაკაცი მშვილდოსანი- ქალი ქალწული
მამაკაცი მშვილდოსანი - ეს არის ავანტურისტი. , მეოცნებე. მაწანწალა. იმის ალბათობა რომ ეს მამაკაცი ქალწულს დაინტერესებს ძალიან მცირეა . ერთადერთი ეს შესაძლებელია მაშინ მოხდეს როდესაც ქალწული მიიღებს გადაწყვეტილებას გაუწიოს "ხელმძღვანელობა და დაეხაროს მას დაალაგოს თავისი ცხოვრება . ქალწულ ქალს თავისი შეხედულებები აქვს იდეალური ცხოვრების მოწყობაზე. რომელიც მას ჩამოუყალიბდა ჯერ კიდევ დედის მუცლად ყოფნის დროს და ვერაფერი შეაცვლევინებს მას აზრს. თუმცა გულუბრყვილო ქალწული ამას ვერ აცნობიერებს და დედობრივი მზრუნველობით ცდილობს გახადოს მშვილდოსანი მეოჯახე,მაგრამ ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა. ცნობილი ანდაზა "მამაკაცის გულისკენ გზა" -ზე , საერთოდ არ ესადაგება მშვილდოსან მამაკაცს. მან შეიძლება საერთოდ არ ჭამოს , იკვებოს "სული წმინდით" , ხოლო მაწანწალობა (წანწალი) - მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობა და ყველფერზე მეტად მას ანიჭებს უპირატესობას. ქალი ქალწულის მიჩვევამ საკუთარი საცხოვრებლის მიმართ შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს მშვილდოსანი. რადგან თვითონ ის ვერ იტანს ერთფეროვნებას და იშვიათად ჩერდება დიდი ხანს ერთ ადგილზე. არსად "გაიდგამს ფესვებს" და ქალწულის საცხოვრისიც არაა გამონაკლისი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის შეიძლება "ჩაის დასალევად" ესტუმროს ქალწულს, თუ ამასობაში ქალწულს "გაუჩნდება" ქმარი ეს მას არ შეაშფოთებს, დალევს მასთან ერთად ჩაის , ყველაფერს კარგს უსურვებს და წავა თავის საქმეებზე