ზოგადად, თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, ალკოჰოლურ სასმელებთან ურთიერთობა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ასტროლოგები მათ სმაში ზომიერებასა და თავშეკავებას ურჩევენ, რადგან თხის რქის სისუსტეა დეპრესიისა და მელანქოლიისადმი მიდრეკილება.
თხის რქებისთვის რეკომენდებულია მსუბუქი მშრალი ღვინოები, უმჯობესია წითელი, რომელიც სადილისა და ვახშმის დროს, მათ ჯანმრთელობას სასარგებლოდ წაადგება.
ზომიერ ფარგლებში დადებით ზემოქმედებას ახდენს ლუდიც.
რაც შეეხება საკვებს, სასურველია კალციუმის შემცველი პროდუქტები, რომლებიც ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს. აგრეთვე მრავალფეროვანი საკვები და არაალკოჰოლური სასმელები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ერითროციტების რაოდენობის გაზრდას და ახდენენ სხეულის ბუნებრივი ფუნქციების სტიმულირებას.
ზღვის ცხენი 01.01 - 18.01ზღვის ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მეგობრული ადამიანები არიან, გამოირჩევიან კარგი ფიზიკური მონაცემებით, შესანიშნავად ცურავენ. კამათი და ჩხუბი მათ ხასიათში არ ზის, ამიტომ შეუძლიათ ძალიან უარყოფითად განწყობილი ადამიანებიც კი დადებითად განაწყონ საკუთარი თავის მიმართ.
ისინი კეთილგანწყობილები არიან მაშინ, როცა გარემო მშვიდი და ხელსაყრელია, მაგრამ, თუ გარემო არახელსაყრელია, და მითუმეტეს სოციალური ფონითაა დამძიმებული, ისინი მავნებლები ხდებიან, შეუძლიათ ზიანიც კი მიაყენონ გარშემომყოფებს.
ზღვის ცხენებს აქვთ დიდი მონდომება და ხშირად იმსახურებენ საყოველთაო პატივისცემას მომსახურეობის სფეროში წარმატებული მოღვაწეობის გამო, მათგან ხშირად გამოდიან წარმატებული ინჟინრები, მომსახურეობის სფეროს მუშაკები.
ზღვის ცხენები ძალიან მზრუნველები და ყურადღებიანების არიან შთამომავლობის მიმართ.
ელემენტი მიწა - კუს კლანი (ინდიელების ჰოროსკოპი)
კუ, დედამიწის სტაბილურობის, სიმტკიცისა და საყრდენი ფუნქციების მინიატურული ანარეკლია. კუს მყარი, დამცავი ბაკანი უზრუნველყოფს მის კომფორტსა და უსაფრთხოებას, ხოლო საკუთარი სიმყარის, მდგრადობისა და უდრეკი შეუპოვრობის გამო ასოცირდება მიწასთან.
ერთი შეხედვით კუ მოუქნელი და მძიმეა, თუმცა იგი გაბედულების ხარჯზე ყოველთვის აღწევს საკუთარ მიზნებს. მართალია იგი ძალიან ნელა მოძრაობს, მაგრამ სიზუსტითა და ძალების დაზოგვის უნარით, ყოველთვის ასრულებს დასახულ ამოცანებს.
კუ სიბრძნის გამოხატულებაა, რომელსაც ფეხქვეშ მუდამ მყარი ნიადაგი აქვს. იგი ყოველთვის მიანიშნებს მდგრადი, უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევისა და სანდო გარემოცვის არსებობის აუცილებლობაზე.
კუს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, მის მსგავსად, მეთოდურები, პრაქტიკულები და მიზანდასახულები არიან. მათი ბუნება ახლოა ნიადაგთან, მცენარეებთან და ყველაფერ იმასთან, რასაც სიცოცხლის უნარი გააჩნია.
ადამიანების ცხოველური ტოტემი 20.04 - 20.05 - თახვი - იძლევა სანდოობის, შრომისმოყვარეობის, გაწონასწორებულობის, მიჩვევისა და მოთმინების მაგალითს.
ადამიანების ცხოველური ტოტემი 22.08 - 21.09 - მურა დათვი - იძლევა ვაჟკაცობის, სამართლიანობის, წინდახედულობის, ორგანიზებულობის, ცნობისმოყვარეობისა და ლიდერობის მაგალითს.
ადამიანების ცხოველური ტოტემი 22.12 - 19.01 - თეთრი ბატი - იძლევა სილამაზის, ტრადიციული შეხედულებების, სამართლიანად გაცემისა და მიღების, თავაზიანობის, გუნდურად მოქმედების მაგალითს.
22.12 - 20.01 ჰესტია (ბერძნული)
ჰესტია ზევსის შვილი და მარადიული ცეცხლის მფარველი იყო. მას შესწევდა ადამიანების გაერთიანების უნარი, მისი ყოველი ქმედება განისაზღვრებოდა სრულყოფილებითა და აღმატებული ჩანაფიქრებით.
ამიტომ ჰესტიას თვეში დაბადებულები არიან მონდომებული, შრომისმოყვარე, მოთმინებით აღჭურვილი და მიზანსწრაფულები.
მათ შესწევთ უნარი ოქროდ გადააქციონ რასაც კი ხელს მოჰკიდებენ. 
ჰესტიას ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის მრავლად არიან წინასწარმეტყველები და ნათელმხილველები.
ჰერდი 22.12 - 20.01 (ვიკინგების)
ჰერდი ჩრდილოეთის ზღვებისა და ზღვის ჰაერის მეფეა. ძველი ეგვიპტელებისა და სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით ჰერდი დაუდგრომელი და ძალიან ორგანიზებული ღმერთია. ყველაფერში წესრიგი და დისციპლინა უყვარს. ასევე უყვარს, როცა ყველაფერში ემორჩილებიან. თუმცა სიმკაცრის მიუხედავად იგი კეთილი და გულისხმიერია.
ჰერდი ყურადღებით აკვირდება ადამიანების მიერ გავლილ გზას და კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვინც აფასებს საკუთარ ოჯახსა და წინაპრებს. მისი თილისამაა ყველაფერი ის, რაც სიძველის სიმბოლოა (მაგალითად ძველი ფოტოსურათი).
ამ პერიოდში დაბადებულ ყველა იმ ადამიანს, ვინც აფასებს საკუთარი ოჯახის ისტორიას, პატივს სცემს მის გვერდით მყოფ ადამიანებს და კარგად ახსოვს წარსული, ჰერდი შეძლებითა და მატერიალური კეთილდღეობით აჯილდოვებს.
პერუნი 22.12 - 20.01პერუნი, სლავურ მითოლოგიაში ჭექა-ქუხილის ღმერთად ითვლება, რომელიც ფრთოსანი ცხენებით შებმული ეტლით დაქროდა ცის კიდეზე.
პერუნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ვაჟკაცურები და უშიშრები არიან, ცოტას ცდილობენ იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე. ადამიანები მათ მიმართ, პატივისცემის გრძნობით იმსჭვალებიან, თუმცა პერუნების უფრო ეშინიათ, ვიდრე უყვართ.
არ უყვართ სკანდალები, იშვიათია მათი განქორწინება. ჭარბი ენერგია, რომლის დახარჯვაც ვერ შეძლეს, მათში აგრესიულობას იწვევს. ერთის მხრივ ისინი მებრძოლი, შემტევი ხასიათით გამოირჩევან, თუმცა პერუნებს შორის ხშირად გვხვდებიან დებოშიორები და ფუქსავატები.
(მემგონი არ დევს ესენი,თუ სადმე იდო მომიტევეთ :დ )
წყარო:
http://www.aura.ge/40-horoskopebi.html This post has been edited by T1ko on 16 Jan 2012, 23:35