axxეგ მეორე სერიაა

მორიელებზე მუდმივ დაკვირვებას ვახდენ, რაც ძალიან მსიამოვნებს და ხანდახან სურვილიც კი მიჩნდება დავწერო პატარა წიგნი "სკორპიონები ჩემს ცხოვრებაში" ან რამე მსგავსი :]
საერთოდ, ლომი-მორიელის "დაპირისპირებაზე" მსჯელობა ძალიან ზედაპირულად და დილეტანტურად მეჩვენება. კარგია, რომ ამ ფორუმზე არ შევხვედრივარ ბევრს, ვინც ასე ფიქრობს. მაგრამ მაგალითად ვინმე უცხოს რომ გამაცნობენ და აღმოჩნდება მორიელი და მე ვეტყვი, რომ ლომი ვარ: ისეთი რეაქცია აქვთ, რეალის ფანს რომ გაეცნო და უთხრა ბარსას ფანი ვარო

ადრე ჩემი უფროსი მორიელი იყო, გასაუბრებაზე რომ მივედი და სივი-ში ჩემი დაბადების თარიღი ნახა: უი ლომი ხარო? მე მორიელიო და რაღაცნაირად ჩაიცინა :]] მოკლედ რა...
ჩემი და მორიელია, ბავშვობის ორი საუკეთესო მეგობარიც მორიელები მყავს: ერთი გოგო, ერთი ბიჭი. ბიჭი მორიელი ერთ დღესაც, თვალსა და ხელს შუა შემომიყვარდა

(იმას თავიდანვე ვუყვარდი, ოჰ ეს მიზიდულობა

) ადრე სადღაც რომ დავწერე ამის შესახებ, რა დღეში ყოფილხარ შე საწყალო-ო, ჩემი სიტუაცია ლიბიის კრიზის შეადარეს ხუმრობით ;]
თუმცა მე ყოველთვის ვაღიარებ ხოლმე, რომ მორიელი ჩემი საყვარელი ნიშანია. ერთ დღესაც დავჯექი და გავიხსენე, ბავშვობიდან მოყოლებული ვინც კი ბიჭი მომწონებია/მყვარებია, მათი დიდი უმრავლესობა ღრიანკალია. საოცრად მიზიდავენ ! უკვე როცა ვინმე მომეწონება, წინასწარ ვხვდები რომ მორიელია და ყოველი შემთხვევისათვის რომ ვკითხავ ნიშანს, ძირითადად ამართლებს ინტუიცია. ეს არამარტო საპირისპირო სქესს ეხება, არამედ მდედრ ღრიანკალებსაც. ის ორი თანამშრომელი მორიელი გოგო ძალიან მიყვარს, რაც მთავარია გუნდში ან წყვილებში ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ ხოლმე.
რაც შეეხება ჩემს დას და ბავშვობის მეგობარ გოგოს, ისე კარგად მახსენდება როგორი სერიოზული დაპირისპირება გვქონდა ხოლმე ბავშვობაში ! მაშინ ეს ყველაფერი რათქმაუნდა გაუცნობიერებლად ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერს კარგად ვხვდები და ვიცი ვის როგორ მივუდგე.
ისე, რაც ასტროლოგიით დავინტერესდი, უკეთ ვერკვევი ადამიანებში და ნაკლებად მაქვს კონფლიქტები ხოლმე.
* * *
http://www.noanxiety.com/tests/pride-test.htmlუი ბარემ pride test-იც შეავსეთ და ქულები დაწერეთ :]