ჩემი თავი არ მიგულისხმია. მე რამდენად ვარ არ ვიცი, მაგრამ ამ თვისების მქონე სხვა ადამიანები ყოველთვის მხიბლავენ.

არ გამოუჩენია ლომური კაპრიზები უკვე პატარას?
პატარა ლომი
ამაყი, აქვს პირადი ღირსების გრძნობა, გულწრფელი, არტისტული, მოთავეობის მოყვარული, კეთილმოსურნე, გულუხვი, სტუმართმოყვარე, მკვეთრად აქვს გამოხატული პასუხისმგებლობის გრძობა, სერიოზულია
უარყოფითი თვისებები
პატივმოყვარეობა, ზედმეტი თავდაჯერებულობა, ითხოვს ყურადღებასა და თაყვანისცემას, ჭირვეული, ეგოცენტრული, ფულის მფლანგველი, ზედაპირული
თქვენს ბავშვს, სავარაუდოდ, სასიამოვნო გარეგნობა აქვს და მოწონებითაც სარგებლობს. ყოველი ლომი მეფეა ოჯახში და ყველაზე მეტად მბრძანებლობა მოსწონს.
თუ თქვენ ზედმეტად დამთმობი იქნებით, სულ მალე პატარა შინაური ტირანი შეგრჩებათ ხელში.
სადაც არ უნდა მოხვდეთ, ის ცდილობს საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული იყოს, თუმცა როდესაც ეს არ გამოსდის ბუზღუნითა და ჯუჯღუნით იკლავს გარემოს.
თქვენი ბავშვი ზოგჯერ, ძალიან აქტიურია. ამ აქტიურობის შეზღუდვა საზიანოა, მაგრამ ურთიერთობისას სიმტკიცე და პრინციპულობა არ უნდა დაივიწყოთ.
როდესაც პატარა ლომი თანატოლებთან იჩხუბებს არ დასაჯოთ. ყოველთვის ეცადეთ სიტყვით აუხსნათ საქმის ვითარება.
გააგებინეთ რა არის სამართლიანობა და აუხსენით სამართლიანობის პრინციპები ისე, რომ ცხოვრებაში მარტივად გამოიყენოს. ჩხუბით არასოდეს გადაწყვიტოს საქმე და სხვებსაც დაუთმოს ხოლმე.
პატარა ლომს საოცრად უყვარს ქათინაურები, ამიტომ ყოველი შესაძლებლობისთანავე შეაქეთ. რაც მეტს შეაქებთ მით მეტად შეეცდება კიდევ ერთხელ ქათინაური.
ლომს მარტოობა არ უყვარს და მუდამ ისეთი წრის ძიებაშია სადაც ცენტრში ყოფნას შეძლებს. როგორც წესი, ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ურთიერთობის შენარჩუნება უჭირს ხოლმე.
თავისი ლიდერული ბუნების გადამეტებით გამოვლენის გამო, ხშირად რჩება ხოლმე მარტო და განიცდის მომხდარს.
მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად, დაპატიჟეთ პატარა ლომის მეგობრები სახლში. მას ძალიან უყვარს მასპინძლის როლში ყოფნა, მათი გართობა.
პატარა ლომები ბუნებით კეთილები და ხელგაშლილები არიან, თუმცა ზოგჯერ, ეგოცენტრულობაც ახასიათებთ. მასპინძლის როლში ხშირად ყოფნა სხვა ადამიანებზე ზრუნვასა და მათდამი ყურადღების გამოჩენას მიაჩვევს.
მარტოობიდან თავის დასაღწევად შეიძლება მიუყვანოთ მას შინაური ცხოველები. ფისოებზე და ცუგებზე ზრუნვით კარგად გაერთობა და თავს ეულად აღარ იგრძნობს.
სწავლისა და დისციპლინის მხრივ ლომებს ორი უკიდურესობა ახასიათებთ. ან ზედმეტად ბეჯითები არიან , ან - ზარმაცები.
ზარმაცი ლომი არასოდეს დატუქსოთ და არც დასაჯოთ. თავმოყვარე ადამიანისთვის ეს ზედმეტად დამთრგუნავია და შედეგს ვერ გამოიღებს.
\სჯობს მეგობრების თანდასწრებით შეაქოთ და აღნიშნოთ რომ მას საოცარი შესაძლებლობები აქვს, ან კიდევ პირდაპირ მეგობრები შეაქოთ მის გასაგონად. ეს ზუსტად იმოქმედებს პატარას თავმოყვარეობაზე და ყველაფერს იზამს რომ მასზე უკეთესი და შესაქები არავინ იყოს.
ლომი ვერ იტანს ჩამორჩენილების სიაში ყოფნას მას წარმატებული ადამიანის იმიჯი ხიბლავს. არასოდეს დაგენანოთ სიტყვები მისი წარმატებისა და მიღწევების აღსაღნიშნად.
პატარა ლომს გამოჩენილი ადამიანების ისტორიები აინტერესებს. წაუკითხეთ მას წიგნები მეფეებზე, ცნობილ მოგზაურებზე, დედოფლებზე, სახელმწიფო და კულტურულ მოღვაწეებზე, მხატვრებზე, ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებზე.
გამორიცხული არ არის ლომი ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდეს პოლიტიკით და მომავალში, ამ სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწიოს
წყარო
http://astrologia.ge/index.php/2012-04-08-...-10-26-16-23-38 This post has been edited by unusual on 20 Apr 2012, 18:16