მდააა, მე INTP გამოვედი, რა საინტერესოა

))))))
ფსიქოლოგიური ტიპი → INTP. ინტუიციურ-ლოგიკური ტიპი. კრიტიკოსი.
დახასიათება
1. ადვილად ამჩნევს წინაამღდეგობებს და ჩავარდნებს სიტყვებსა და საქმეებში. სკეპტიკურად აფასებს ნაჩქარევი წამოწყებების პერსპექტივებს. შეუძლია ზუსტად დაახასიათოს ადამიანები, იწინასწარმეტყველოს ადამიანის ძირითადი რეაქციები. ირონიულია. მოთმინებით მიჰყავს ადამიანი საჭირო ნაბიჯამდე, წინასწარ ამზადებს ამისთვის ადამიანს. (დაემთხვა 100%)
2. მხოლოდ იმ საქმეებს კიდებს ხელს, რომლებიც გარანტირებულ შედეგს იძლევიან. ფრთხილი ფულთან მიმართებაში. საქმეს ასრულებს აუჩქარებლად, დეტალებში ღრმავდება. ყველაფერს გონებაში თვლის, და ცდილობს პროცესები აკონტროლოს. შეუძლია სარგებელი ნახოს დაგროვილი ინფორმაციიდან. (დაემთხვა ყველაფერი აუჩქარებლობის გარდა)
3. ყურადღებას აქცევს კომფორტს და ჯანმრთელობას. მიუღებელია შიშველი ენთუზიაზმი. არაიშვიათად გურმანია. იცავს ჰიგიენის ნორმებს. (დაემთხვა ყველაფერი ჯანმრთელობის გარდა)
4. უყვარს კამათი სხვადასხვა თემებზე. გაბრაზებისას უფუჭებს განწყობას სხვებსაც და საკუთარ თავსაც. ემოციებს ვერ აკონტროლებს, მისი მდგომარეობა გადადის მელანქოლიური დეპრესიიდან - უკმაყოფილების აფეთქებებამდე. მისი პრობლემაა - შინაგანი წონასწორობა. მას არ უყვარს, როცა გამოჰყავთ სიმშვიდის და რელაქსაციის მდგომარეობიდან.(50% დაემთხვა)
This post has been edited by logos on 9 Feb 2012, 13:39