პლატონის ბრძნული გამონათქვამები
ბრძენი კაცი იმიტომ საუბრობს, რომ მას აქვს რაღაც სათქმელი, სულელი კი იმიტომ რომ მან რაღაც უნდა თქვას.
ოოო, აი, სრული ჭეშმარიტება:
ვცდილობ რომ ვიფიქრო და ნუღა ამიბნევ თავ-გზას ფაქტებით.
ჰმ..
არცერთ კაცს არ უნდა სცე სიმართლეზე უფრო მეტად თაყვანი.
ოგო...
თითოეულ ჩვენგანს ადვილად შეუძლია ავნოს სხვას, მაგრამ კარგის გაკეთება ყველას არ ხელეწიფება.
ესეც მე ვარ?

ყველა ცხოველთა შორის ბიჭები ყველაზე უმართავნი არიან.
აჰმ

თითქმის არც კი ვიცნობ მათემატიკოსს რომელიც არგუმენტების ჩამოყალიბების შემძლე იქნებოდა.
ეჰ, პლატონ, პლატონ, რამდენი დრო გავიდა რაც ეს თქვი, მაგრამ (პ.ს. ეს ვიცოდი, ნასწავლიც კი მაქვს უნივერსიტეტში

)...
ამ დედამიწაზე სახელმწიფოთა და თავად ადამიანთა მოდგმას შორის არასოდეს დასრულდება უბედურებანი ჩემო ძვირფასო გლაკონ მანამ, სანამ ამ სახელმწიფოთა მმართველნი ფილოსოფოსნი არ გახდებიან, ანდა მანამ ვიდრე ისინი არ გახდებიან ფილოსოფოსები, ვისაც ჩვენ მმართველებად ან მეფეებად ვიცნობთ და პოლიტიკური ძალაუფლება და ფილოსოფია ერთსა და იმავე ხელებში არ მოექცევა.
ბრძენი იყო ის კაცი ვინც ღმერთი გამოიგონა.
ნაწერი სულის გეომეტრიაა.
სიმდიდრე ფუფუნებისა და სიზარმაცის მშობელია, სიღარიბე სულმდაბლობისა და გულღვარძლიანობის, ორივე ერთად კი უკმაყოფილების.
პოეზია უფრო ახლოს დგას სიმართლესთან, ვიდრე ისტორია.
მივცეთ ორატორს სიმართლის ლაპარაკის, მოსამართლეს კი მართლად განსჯის საშუალება.
პოეტები გამოთქვამენ ჩინებულ რაღაცეებს, მაგრამ თავად მათ ეს არ ესმით.
მივცეთ მშობლებს იმის საშუალება რომ შვილებს სიმდიდრე კი არ უანდერძონ, არამედ მოკრძალება და პატივისცემა.
ფილოსოფია უმაღლესი მუსიკაა.
ყველაფერი ცვალებადია, არაფერი რჩება მუდმივი.
კაცი ამ ცხოვრების პატიმარია და არ აქვს საშუალება რომ გამოაღოს სატუსაღოს კარები და გაიქცეს. მან უნდა მოიცადოს და ხელი არ ახლოს თავის სიცოცხლეს, სანამ ღმერთი არ გამოიძახებს.
ადამიანის სული უკვდავი და მარადიულია.
ვინც კი შეყვარებული ხდება, მაშინვე ცოტა ხნით მაინც პოეტად იქცევა.
იყავი კეთილი, რადგან ცხოვრებაში მძიმე დროება და გაჭირვების ხანა ყველას უდგება.
ცხოვრება ძიების გარეშე არარაობაა.
როგორ შეძლებენ მხოლოდ ერთ ადგილას მყოფი ადამიანები მათი აჩრდილების გარდა სხვა რამის ნახვას, თუ კი მათ გადაადგილების საშუალება არ მიეცათ?
ჯანმრთელობისადმი ყურადღების მიქცევა ცხოვრების ყველაზე დიდი ხელისშემშლელი რამაა.
ყველაფრის წყარო იდეებია.
ო, ძვირფასო პენ და ამ ადგილების სხვა ღმერთებო! დამეთანხმეთ, რომ შინაგანად მე შესაძლოა მშვენიერი ვიყო. ნება დართეთ ჩემს ყველა გარეშე საკუთრებას მეგობრულ ჰარმონიაში იყოს ჩემს შინაგან სამყაროსთან. შემიძლია მე ბრძენი კაცი მდიდრად მივიჩნიო. რაც შეეხება ოქროს, დაე ნება მომეცი მქონდეს ის იმდენი, რამდენის ტარებასაც საშულო ზომის კაცი შეძლებს.
ცოდნა ეშმაკის წილნაყარი ხდება თუ მისი გამოყენების მიზანი უმწიკვლო არაა.
ძაღლს ფილოსოფოსის სული აქვს.
ბერძნული მითოლოგიის თანახმად ადამიანები თავდაპირველად 4 ხელითა და 4 ფეხით შეიქმნენ, თავი კი ორი სახისაგან შედგებოდა. მათი ძლიერების შიშით ზევსმა ისინი ორ სხვადასხვა ნაწილად გაყო და მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავიანთი მეორე ნახევრის ძებნა მიუსაჯა.