ზოდიაქოს "ცუდი გოგოები" (შემოკლებული ვარიანტი)
(სტატია ჩემია, სხვადასხვა საიტებიდან "ქოფი-ფეისთი"-თ არ ვერთობი აქ რომ დავპოსტო, ასე რომ თხოვნაა არავინ დააკოპიროს)

"ცეცხლოვანი სწერვები" (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
დავიწყებ იმით, რომ ჩემი პირადი დაკვირვებით, ყველაზე ცუდი, დაუმორჩილებელი და თავნება გოგოები ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს შორის იბადებიან J ამიტომ თუ თქვენდა საუბედუროდ ვერძს, ლომს ან მშვილდოსანს, რაიმე მიზეზით (იქნება ეს პირადი მეტოქეობა, კარიერულ კიბეზე წინსვლა თუ სხვა) გზაზე გადაეღობეთ, მეხანძრის სამოს-ატრიბუტიკით შეიარაღდით, რომ ერთბაშად მოვარდნილმა ცეცხლმა თქვენგან მხოლოდ ფერფლი არ დატოვოს.
ცეცხლის სტიქიის ქალბატონები როგორც წესი დამოუკიდებლები, მიზანმიმართულები უზომოდ შრომისუნარიანები და ამაყები არიან. მათი უმრავლესობა როგორც წესი ტოლს არ უდებს მამაკაცებს პროფესიული ამბიციების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე თუ თქვენი მეტოქე ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, მზად იყავით საიმისოდ რომ თქვენ მიერ მიყენებული დისკომფორტის გამო, საკუთარ დიდ სანაცნობო წრეს და გავლენის სფეროს გულმოდგინედ გამოიყენებს თქვენ წინააღმდეგ..
"ჰაეროვანი სწერვები" (ტყუპი. სასწორი, მერწყული)
ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტყუპს, სასწორს და მერწყულს მშობლიური სტიქიის -ჰაერის გავლენით, გასაოცარი კომუნიკაბელურობა, სწრაფი აზროვნება და უსაზღვრო ფანტაზიის უნარი გააჩნიათ. ამიტომ თუ ამ სტიქიის წარმომადგენელი ”ჰაეროვანი არსება” გადაიმტერეთ, დიდი შანსია ერთ დღესა, მოულოდნელად აღმოაჩინოთ რომ თქვენ შესახებ შეთხზული, წარმოუდგენელი ჭორების ეპიცენტრში მოხვდით.. მერე მოდი და არკვიე, თუ ვისგან, საიდან და როდის აიღო ამგვარმა ინფორმაციამ სათავე.. ჰაეროვანი სწერვები ისეთი ოსტატობით და მონდომებით ახერხებენ მეტოქის გარშემო ინჭორბიუროს ქსელის გახლართვას, ეჭვი მეპარება რომ ამ ქსელის თავი და ბოლო თავადვე გაარკვიონ საბოლოოდ .

"ამფიბია სწერვები" (კიბო, მორიელი, თევზები)
ის, ვის და წყლის სტიქიის წარმომადგენელი ე.წ ამფიბია სწერვების (კიბო, მორიელი, თევზები) გადაკიდებას მართლა არავის ვუსურვებ ამ ქვეყანაზე. როგორც წესი ამ სამი ნიშნის რომელიმე ტიპიური წარმომადგენელი თუ თქვენზე დაიბოღმა, დიდი შანსია რომ მისი გაბრაზების მიზეზს ვერც ვერასოდეს გაიგებთ, ან თუ გაიგებთ კაი ასი წელი მაინც იქნება გასული, მას მერე რაც ქუჩაში თქვნთვის მშვიდობიანად მიმავალს, თავში კაქტუსიანი ქოთანი მოგხვდათ სრულიად ”შემთხვევით” J ამ ანგელოზისსახიან, ერთი შეხედვით უმწეო, სიფრიფანა და დაუცველ არსებებს, გასაოცარი შეოპოვრობით შეუძლიათ სასურველი მსხვერპლის ხელში ჩაგდების ან ნანატრი შურისძიების მოლოდინში, კვირეები და თვეები კი არა წლებიც კი გაატარონ. ამიტომ თუ ქალბატონი ამფიბია თქვენ საყვარელ მამაკაცს, სამსახურს ან უბრალოდ მაღაზიაში სეილის დროს ცხვირწინ აცლილ ლამაზ კაბას ჩაეჭიდა, დიდი გარჯა მოგიწევთ მის იქედან მოსახსნელად.

"მყარად ფესვგადგმული სწერვები" (კურო, ქალწული, თხის რქა)
და აი საბოლოოდ მივადექით, ზოდიაქოს ცუდი გოგოების ყველაზე სახიფათო კატეგორიას, ე.წ ”დამიწებულ” სწერვებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ სამეულში (კერძოდ კურო, ქალწული და თხის რქა) შემავალი ქალბატონები, ხასიათის ისეთი ”მომგებიანი” თვისებებით არიან აღჭურვილი როგორიცაა გასაოცარი მოთმინების უნარი, მიზანსწრაფულობა, მყარზე უმყარესი ნერვული სისტემა და ერთი შეხედვით აუღიელვებელი, ფლეგმატური იმიჯი. მოკლედ თუ ხვდებით რომ შარში ხართ, მაგრამ არ იცით ეს შარი საიდან მოდის, ან უფრო უარესი, იცით მაგრამ ხელს ვერ ადებთ ნამდვილ დამნაშავეს ესეიგი მტრად კურო, ქალწული ან თხის რქა გადაიკიდეთ.
* * *
Fashion astrology-2012
(ეს სტატიაც ჩემია საავტორო უფლებებით)
პ.ს
Lilianსტატიებს განსაკუთრებით შენთვის ვდებ

ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ასტროლოგია არა მარტო ადამიანების ბედ-იღბალსა და კარიერაზე, მოდური ტენდენციების განვითარებაზეც ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. სხვადასხვა პლანეტები პასუხისმგებელი არიან ცვლილებებზე არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ ჩაცმის სტილსა და შემოქმედებით აზროვნებაზეც..
2012 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით შავი დრაკონის წელია.. დრაკონი ამაყ, საკუთარ თავში დარწმუნებულ და მიზანსწრაფულ ადამიანს სწყალობს. როგორც წესი იგი ფერადი და ბრჭყვიალაა ხოლმე, მაგრამ წლევანდელი წლის მფარველი დრაკონი ერთობ უნიკალური არსება აღმოჩნდა - შავი ფერის თანაც ამფიბია, წყალშიც ცხოვრობს და ხმელეთზეც. მოკლედ ყველანაირ სიტუაციას მორგებული ”აზრზე მოსული” ტიპია. აქედან გამომდინარე მას რომ ფეხი მწყობრში კარგად აუწყოთ, საკმაო მონდომება და მიზანსწრაფულობა დაგჭირდებათ.
2012 წლის მარტის თვემდე, მოდის ინდუსტრიაში განსაკუთრებული სიახლეები და გლობალური ნოვაცია ნაკლებად იქნება მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, იმ დიზაინერებმა რომლებიც ნოვატორული იდეებით არიან ”დაავადებული” უმჯობესია იანვარ-თებერვალში თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი ექსპერიმენტების ჩატარებისგან და საკუთარი პროექტები გაზაფხულის მოსვლამდე ”დააკონსერვონ”, საქმე იმაშია რომ მარტის დასაწყისამდე, პლანეტების განლაგების მიხედვით, მოდის და ხელოვნების სფეროში, ნებისმიერ თუნდაც სუპერ-ნოვატორულ ქმნილებასაც კი დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, თუ საერთოდ დაიბადა იგი აქედან გამომდინარე, თებერვალი-მარტის პერიოდის მანძილზე, უმჯობესია დიზაინერებმა რეტრო-მოდაში ეძებონ საკუთარი მუზა და ეს ტენდენცია საკმაოდ ბევრ დიზაინერზე გავრცელდება. თუმცა იმ დიზაინერების გასაგონად რომელთათვისაც 2011 წელი მაინც და მაინც წარმატებული ვერ გამოდგა, მინდა ვთქვა რომ ყურების ჩამოყრა ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა, რადგან ზუსტად დამდეგი 2012 წელი შეიძლება იქცეს მათთვის ე.წ ”წარმატების ტრამპლინად”, საქმე იმაშია რომ ზუსტად 2012 წლის ივნსიდან დაიკავებს ე.წ ”წარმატებების მამა” - პლანეტა იუპიტერი ორიგინალური, მუდამ მაძიებელი და მრავალმხრივი ტყუპების ზოდიაქოს, რაც მოდის ინდუსტრიაში მკვეთრ ცვლილებებს გამოიწვევს, გიხაროდეთ ჰაერის სტიქიის გავლენით დაბადებულო დიზაინერებო (ტყუპებო, სასწორებო, მერწყულებო) ამ დროიდან თქვენთვის განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდი დგება.
2012 წლის პროგნოზის მიხედვით, ცნობილი ასტროლოგიები რამოდენიმე წამყვან მოდილიორზე აკეთებენ აქცენტს. მაგალითად მარკ ჯეიქობსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, იმ შემთხვევაში თუ ტრადიციულ, კლასიკურ ხაზს არ გადაუხვევს მუშაობაში, ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის სტატუსს გაიმაგრებს წლევანდელ წელს მოდის პოლიგონზე. ხოლო უსამოვნებათა კასკადში გახვეული ჯონ გალიანოსთვის (ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი) რომელმაც გასული წლის ”ტოტალური უიღბლოს” ტიტული დამსახურებულად მოიპოვა, 2012 წინა წელთან შედარებით გაცილებით მსუბუქად ჩაივლის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს. რომ მან ამ სიმშვიდით ბოროტად უნდა ისარგებლოს და ”რასისტული გამოხტომები” წაღმა-უკუღმა განურჩევლად აფრქვიოს. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ამ ადამიანს (ისევე როგორც მისი ზოდიაქოს, მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულთა უმრავლესობას) დაბადებიდან სწყალობს ფორტუნა. ამიტომ მის პირად რუკაში ურანის და სატურნის ტრიგონის მეშვეობით, შელახული რეპუტაციისდა მიუხედავად გალიანოს ქმნილებებს ძალზე ხანგრძლივი წარმატება და პოპულარობა უწერია. უფრო მეტიც, მსგავსი მონაცემების მქონე შემოქმედს, შეუძლია საზოგადოება ნაკლები სიხშირის კოლექციებითაც კი გაანებივროს, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ყველა ნამუშევარი დღეგრძელი და სახელიანი იქნება. აი რაც შეეხება, სულით ”მუდამ ახალგაზრდა” სტელა მაკარტნის (ზოდიაქოს ნიშნით ქალწული), მას 2012-ში ”ლაბირინთომანია” გაიტაცებს და საზოგადოებას დიდ თავსატეხს გაუჩენს საკუთარ კოლექიაში წარმოდგენილი, რთული კონსტრუქციებით, თუმცა მის ქმნილებებს მუშტარი ამ მიზეზით ნამდვილად არ მოაკლდება.

სამოსი
გამომდინარე იქედან, რომ ექსცენტრულობის და ნოვაციის მმართველი ყველაზე ”ხულიგანი” პლანეტა ურანი, ზოდიაქოს პირველ ნიშანს გადის, 2012 და 2013 წლის ტენდენციები ძირითადად ვერძის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით და დინამიზმით იქნება გამორჩეული. ეს შეეხება თამამ სილუეტებს, ფერთა სიმკვეთრეს, განსხვავებული ფაქტურის მქონე ქსოვილების ექსპერიმენტულ შეხამებებს და ა.შ.. ამას გარდა, კიდევ ერთი საინტერესო პლანეტის, შემოქმედებით აზროვნებასა და ინტუიციაზე პასუხისმგებელი, ჩვენი ”სიზმრების სამყაროს მმართველი” ნეპტუნის საკუთარ ანუ თევზების ზოდიაქოში განლაგება, გააჩენს მოთხოვნილებას იმისა, რომ პოდიუმზე კარგად დავიწყებული ძველი-ახალი - ” მაქსი ” მოიკიდებს ფეხს. ამ პლანეტის პროექციას ადამიანის სხეულზე ხელისა და ფეხის კიდურები შეესაბამება, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სხეულის ეს ნაწილები განსაკუთრებული აქცენტირებით იქნება წარმოდგენილი წლევანდელი წლის კოლექციებში. მიუხედავად იმისა, რომ ნეპტუნი თევზების ზოდიაქოს 2025 წლამდე ”უდიასახლისებს”, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, დიზაინერები ქალბატონებს კოჭებამდე სამოსის ტარებას აიძულებენ. საქმე იმაშია, რომ ნეპტუნს საკუთარი ფაზები გააჩნია, რაც შესაბამისად აისახება მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის მოდური ტენდენციების ცვლაზეც. ასე მაგალითად, პლანეტის პირველი ფაზა, დიზაინერებს ყველაზე თამამ, ექსპერიმენტულ მოდელებზე მუშაობისკენ უბიძგებს. მომდევნო ფაზის დროს, ეს ტემპი შედარებით შენელდება. ბოლოს კი ყველაზე დაბალანსებულ, დახვეწილ კოლექციებს მივიღებთ.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა პლანეტა ურანის კიდევ ერთ აპსექტს, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წლის შუიდან იჩინა თავი და სწორედ მისი და სატურნის ოპოზიციურმა დაპირისპირებამ გამოიწვია მოდის სამყაროში, 180 გრადუსიანი ცვლილებები - ფაქტობრივად კონსტრუქციული ”ამოყირავება”. სწორედ ამ დაპირისპირებით აიხსნება ის თუ რატომ გადაინაცვლა მთელ რიგ კოლექციებში, სამოსის ყველა საინტერესო დეტალმა ზურგის მხარეს.
თავშიც ავღნიშნე, ივნისის თვეში, წარმატების პლანეტა იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლა, მოდური ექსპერიმენტებისთვის ”გულუხვობის ფაზის ” დაწყებას გამოიწვევს მეთქი, ამიტომ ამ ასპექტის გავლენით, ნებისმიერი სითავხედის ექპერიმენტის ჩასატარებლად აგენთებათ ”მწვანე შუქი”, შარვლის სიგრძით დაწყებული, სახელოების ორიგინალური გაფორმებით, ბეწვით გაწყობილი აქსესუარებისა და ტრიკოტაჟის ან ტყავის გეტრი-გამაშების მორგებით დამთავრებული, ყველაფერი თამამად შეგიძლიათ გააექსპერიმენტოთ.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ 2012-2013 წლებში პლანეტა სატურნი მორიელის ზოდიაქოს გადის, ამიტომ ამ პერიოდში სექსის და ზოგადად სექსუალური იმიჯის ხაზგასმის თემა ძალზე პოპულარული იქნება. აქედან გამომდინარე სამოსში, თეძიოების და ზოგადად ”ქალური ფორმების” მკვეთრი აქცენტირება აუცილებელია. განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს თეძოზე გადაჭრილი ქვედაბოლოები, ტყავის ბრტყელი ქამრები, კორსეტები და ა.შ მოკლედ რომ ვთქვათ, ”მაცდური კოკეტკას იმიჯი” ეს არის ის რასაც სატურნი -მორიელის ტანდემი ითხოვს.
ამ ტენდენციის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს, მომავალი სამი წლის მანძილზე განსაკუთრებულად მოთხოვნადი ტრიკოტაჟის სამოსი. რომელიც სხეულის ფორმების სექსუალრად გამოკვეთას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს. ამასთან ერთად 2013 წელს გააქტიურებული საინტერესო ტრანზიტის დროს ( ნეპტუნი თევზების, სატურნი მორიელის. იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში) გაიზარდება სხვადასხვა ფაქტურებით გაფორმებული ტრიკოტაჟის მასალის გამოყენება, იქნება ეს ტყავი, რეპტილია თუ ბეწვი.
ფეხსაცმელი
ასტროლოგთა აზრით ფეხსაცმლის სფეროს პლანეტა მერკური მფარველობს. ძველრომაული მითოლოგიის თანახმად, მერკური ვაჭრობის და კომერციის ღმერთი გახლდათ, რომელსაც ყველა სხვა ღმერთისგან განსხვავებით, ფრთოსანი სანდლებით ფეხშემოსილს გამოსახავდნენ, აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა რატომ დააკავშირეს ასტროლოგებმა მერკური ფეხსაცმლის დიზაინთან.. აბა მანახეთ სხვა რომელ ღმერთს აცვია მსგავსი ორიგინალური სტილის ფეხსაცმელები?
უფრო მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა რომ პლანეტა სატურნის ტრანზიტები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შორის, ფეხსაცმლის ქუსლის სიგრძეზეც კი ყოფილა პასუხისმგებელი. ამიტომ 2012 წლის ასტროლოგიური გათვლებით ფეხსაცმლის ქუსლის ზრდა არა მარტო ქალის, მამაკაცის ფეხსაცმელზეც იქნება მოსალოდნელი. გამომდინარე იქედან, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან სატურნი ქალური ენერგეტიკის მქონე მორიელის ზოდიაქოს დაიკავებს, ფეხსაცმლის დიზაინში რბილი და ქალური ელემენტებისა და სილუეტების აქცენტირება გახშირდება. მომრგვალებული ცხვირი, ბაფთები და ა.შ თუმცა არ დაგავიწყდეთ მორიელის მაქსიმალიზმი, რაც ამ შემთხვევაში ფეხსაცმლის მასალაზე მოახდენს გავლენას. მოდაში იქნება ყველანაირი სტილის გაწყობა დაწყებული ხავერდითა და ძვირფასი ქვებით, დამთავრებული ატლასის ელემენტებით.
აქსესუარები
მოდურ აქსესუარებს შორის, რომელიც 2012 წლის ტენდენციებში იქნება ხაზგასმული, მთავარი აქცენტი გაშლილი ბოლოების მქონე ხელთათმანებზე გაკეთდება. ასევე ძალზე მოდური იქნება, ქლათჩები მაჯაზე მისამაგრებელი ორიგინალურად გაფორმებული სამკლაურებით. ამგვარი ტენდენციის საფუძველი იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში განლაგებაა, ტყუპი კი მოგეხსენებათ სწორედ ხელის მტევნებით იმართება. ამასთან ერთად რაკიღა ყოველგვარი მოულოდნელობებისა და ექსცენტრიზმის მფარველი პლანეტა - ურანი ვერძის ზოდიაქოს გადის, ვერძის ”სამფლობელო” კი თავია, ამიტომ მთავარი ექსპერიმენტები თავზე, უფრო სწორად თავსაბურავებზე განხორციელდება. აქედან გამომდინარე მომდევნო 7 წლის მანძილზე, სანამ ურანი ამ ზოდიაქოს ”დიასახლისი” იქნება, მოდის ინდუსტრია უამრავ სიახლეს შემოგვთავაზებს თავსაბურავების და ორიგინალური ვარცხნილობების კუთხით. უფრო მეტიც, ურანის ციკლის მიხედვით, გამორიცხული არაა რომ 84 წლით უკან გადავინაცვლოთ და დაახლოებით 1928 წლის ”გარდერობში” მოგვიწიოს ქექვა. ალბათ გახსოვთ შავ-თეთრ კინემატოგრაფში შემორჩენილი, მინიატურული შლიაპა-ქვაბქუდებით ”აღჭურვილი” ქალბატონები, მხარზე მოგდებული ბეწვის შარფ-კაპიუშონებით და მკვეთრად ”დაპომადებული” ტუჩებით.. ჰოდა მოემზადეთ, ურანის მოდური ”ექსპედიციის” ჩასატარებლად წარსულში..
თეთრეული
როცა საქმე თეთრეულს ეხება, მთავარ ინდიკატორად, ამ საკითხში ასტროლოგთა აზრით სატურნი მოიაზრება. რადგან ყველაფერი ის, რაც შიდა კონსტრუქციას უკავშირდება ეს მისი სფეროა. სატურნი კი მოგეხსენებათ თხის რქის ზოდიაქოს განაგებს. აქედან გამომდინარე 2012 წელს, პლუტონის თხის რქის ზოდიაქოში განლაგება, გამოიწვევს იმას რომ ძალზედ დიდი აქცენტი გაკეთდება, სპეციალური კონსტრუქციის მქონე, ე.წ ”კორექტირებადი” თეთრეულის შექმნაზე.
სატურნის მორიელის ზოდიაქოში გადასვლა კი, დიზაინერებს კორსეტების ახლებური დიზაინის შექმნისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე სწორედ 2012-2014 წლების შუალედში, უნდა ველოდოთ საოცრად ქალური, მაცდური, თუმცა ძლიერი სექსუალური ასპექტებით აქცენტირებული კორსეტების ახალი თაობის დაბადებას. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ამ მხრივ, რეტრო-გლამურის სტილის კორსეტებზე იქნება. მსგავსი მოდელის თავისებური ”წინამორბედი” უკვე გვაქვს კიდეც სახეზე Ritratti-ს მოდელების სახით.
ესეც ასე, 2012 წლის მოდური ტენდენციები გაგაცანით ახლა კი დადგა ჯერი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მოირგოთ დრაკონის ტყავი.. კი არადა წელიწადი
This post has been edited by resurgam on 17 Feb 2012, 15:02